პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს
უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს

უცხო­ე­ლის მიერ ისე­თი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნამ, რო­გო­რი­ცაა წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რის ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შე­საძ­ლოა, მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და მის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის 3 წლამ­დე ვა­დით აკ­რძალ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზომა უცხო­ე­ლის მი­მართ იმ შემ­თხვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ, თუ ის შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წე­სებს და­არ­ღვევს.

„ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ნა­წი­ლია, სახ­დე­ლის ორი ახა­ლი სახე − უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა შე­მო­დის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­დე­ლე­ბი უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის მიერ რიგი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტით, უცხო­ე­ლის მიერ “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ 166-ე, 173-ე, 173/16-ე და 174/1-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ფუ­ლად სან­ქცი­ას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა.

გარ­და ამი­სა, ცალ­კე­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბი იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის ვა­დის ამო­წურ­ვის დღი­დან 3 თვემ­დე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, 180 ლა­რის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე სახ­დე­ლის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა 6 თვის ვა­დით.

მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის ვა­დის ამო­წურ­ვის დღი­დან 3 თვე­ზე მეტ ხანს იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 360 ლა­რის ოდე­ნო­ბით. წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტით კი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1 წლამ­დე და 1 წელ­ზე მეტ ხანს უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის­თვის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის ვა­დის ამო­წურ­ვის დღი­დან 1 წლამ­დე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვას 2 წლის ვა­დით, ხოლო 1 წელ­ზე მეტ ხანს − 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვას 3 წლის ვა­დით.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, 100 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა სახ­დე­ლის სა­ხით და­კის­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სან­ქცია უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრან­ზი­ტით მგზავ­რო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.

ამას­თან, სან­ქცი­ის სა­ხით 100 ლა­რის ნაც­ვლად, 2 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ან ფი­ზი­კუ­რი პი­რის მიერ უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ვა, მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ან მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის, მუ­შა­ო­ბი­სა და სწავ­ლის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს

უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს. აღნიშნული ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. აღნიშნული სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, უცხოელის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე, 173-ე, 173/16-ე და 174/1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, ფულად სანქციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

გარდა ამისა, ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ფულადი სანქციები იზრდება. კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.

მოქმედი კანონით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი, განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის.

უფრო კონკრეტულად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის.

ამასთან, სანქციის სახით 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისათვის.