ცოტა ხნის წინ თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ფიქსირდება. ასევე არ არის ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ.
"ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ძლიერი მიწისძვრის ამსახველი კადრები ჩანს. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და შენობებში თავის შეფარებას ერიდებიან. თურქული მედიის ინფორმაციით, ტავდაპირველად საყოველტა პანიკა იყო, თუმცა ნელ-ნელა მღელვარება ცხრება.
6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტის თვალის, ყურის, ცხვირის ქირურგიის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ზოგიერთ პაციენტს სამედიცინო დახმარებას ქუჩაში უწევდნენ.
იხილეთ ასევე: