პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 კანონში ცვლილება შედის - როგორი წესები იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით
18 კანონში ცვლილება შედის - როგორი წესები იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

ცვლი­ლე­ბა 18 კა­ნონ­ში შე­დის, რო­მელ­თა შო­რის არის: - “სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. ასე­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის “პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“, “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსსა“ და სხვა კა­ნო­ნებ­ში.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას­თან ბრძო­ლა, თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბის პრე­ვენ­ცია, უცხო­ე­ლის­თვის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა.

პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

  • “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს“ სას­ჯე­ლის ახა­ლი სახე - უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ემა­ტე­ბა;
  • “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის ახა­ლი სახე − უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ემა­ტე­ბა;
  • იზ­რდე­ბა ჯა­რი­მე­ბი იმ უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ეს;
  • მარ­ტივ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყოფ უცხო­ელ­თა გა­ძე­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა.
  • ამას­თან, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით:
  • ინერ­გე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა იმ უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფა­რი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­დან 1 თვის ვა­და­ში არ მო­ი­თხო­ვეს;
  • ინერ­გე­ბა ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე, უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოშ­ვე­ბის გა­რე­შე, მოხ­დე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვა, თუ უცხო­ე­ლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას უქ­მნის საფრ­თხეს;
  • მცირ­დე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვი­სა და გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბი;
  • ინერ­გე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ჩა­ბა­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი (ელექტრო­ნუ­ლი) წესი, რაც შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბის კონ­ტროლს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს;
  • შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ცე­მა იმ უცხო­ელ­ზე, რომ­ლის მი­მარ­თაც და­წყე­ბუ­ლია გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა ან მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტებს გა­და­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

18 კანონში ცვლილება შედის - როგორი წესები იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით

18 კანონში ცვლილება შედის - როგორი წესები იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია.

ცვლილება 18 კანონში შედის, რომელთა შორის არის: - “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი. ასევე ცვლილებები შედის “პოლიციის შესახებ“ კანონში, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, “სისხლის სამართლის კოდექსსა“ და სხვა კანონებში.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. უწყების ცნობით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ცვლილებების მიხედვით:

  • “სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
  • “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
  • იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
  • მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
  • ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
  • ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს;
  • ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
  • მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
  • ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
  • შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადაეცა.