პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ - ეს ხაზს უსვამს, რამდენად რუსულია რეჟიმი" - სალომე ზურაბიშვილი
"ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ - ეს ხაზს უსვამს, რამდენად რუსულია რეჟიმი" - სალომე ზურაბიშვილი

სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­ში რუ­სეთ­მა გა­აძ­ლი­ე­რა უკ­რა­ი­ნა­ზე შე­ტე­ვა. ასე­ვე იქ­ცე­ვა აქა­უ­რი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი, რო­მელ­მაც აღ­დგო­მა დღეს, ორ­შა­ბათს გა­ახ­ში­რა და­კა­ვე­ბე­ბი... უკვე ადა­მი­ა­ნებს აკა­ვე­ბენ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­სა და ტრო­ტუ­არ­ზე დგო­მის­თვის, აჯა­რი­მე­ბენ მან­ქა­ნის არას­წო­რი და­ყე­ნე­ბის­თვის, როცა მან­ქა­ნა არ ჰყავთ ანუ აბ­სურ­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ვე­დით, - ამის შე­სა­ხებ მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხაზს უს­ვამს, "რამ­დე­ნად რუ­სუ­ლია რე­ჟი­მი“.

"მინ­და გი­თხრათ ჩემი აღ­შფო­თე­ბა და ჩვე­ნი, რო­გორც "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფო­რის“ პო­ზი­ცია იმის გამო, რაც ხდე­ბა სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში, "დიდი შვი­დე­უ­ლის“ დროს მა­შინ, როცა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ამ დროს მი­ღე­ბუ­ლია ლმო­ბი­ე­რე­ბა მათ მი­მართ, ვინც ცი­ხე­ში ზის. ჩვენ­თან ეს არ მოხ­და და არ ხდე­ბა. ერთი მხრივ, ეს ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბია იმი­ტომ, რომ ასე იქ­ცე­ვა რუ­სე­თი და ვნა­ხეთ და­ბომბვე­ბი უკ­რა­ი­ნის მი­სა­მარ­თით - სწო­რედ იმ დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც არის სა­ზე­ი­მო და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რუ­სე­თი აძ­ლი­ე­რებს თა­ვის შე­ტე­ვას და იე­რიშს.

ჩვე­ნი, აქა­უ­რი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მიც ასე­ვე იქ­ცე­ვა თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ პე­რი­ოდ­ში, აღ­დგო­მა დღეს, ორ­შა­ბათს გა­ახ­ში­რა და­კა­ვე­ბე­ბი - ყვე­ლა­ზე უსუ­სურ პი­რო­ბებ­ში. სა­ერ­თოდ არა­ვინ არა­ფერს არ­ღვევს იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ეს არის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ აქ უკვე გა­და­ვიდ­ნენ ისეთ ქმე­დე­ბებ­ზე, როცა ადა­მი­ა­ნებს აკა­ვე­ბენ თუნ­დაც სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­ზე, ტრო­ტუ­არ­ზე, ადა­მი­ა­ნებს აჯა­რი­მე­ბენ მან­ქა­ნის არას­წო­რი და­ყე­ნე­ბის­თვის, როცა მან­ქა­ნა არ გა­აჩ­ნი­ათ და ა.შ. ანუ აბ­სურ­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ვე­დით და სწო­რედ ამის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არის ეს პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის, ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის­თვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატ­ვირ­თვის, მაგ­რამ ამას ვერ მოვ­თხოვთ რუ­სულ რე­ჟიმს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს, რომ ესეც არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნი­შა­ნი იმის, თუ რამ­დე­ნად რუ­სუ­ლია ეს რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ - ეს ხაზს უსვამს, რამდენად რუსულია რეჟიმი" - სალომე ზურაბიშვილი

"ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ - ეს ხაზს უსვამს, რამდენად რუსულია რეჟიმი" - სალომე ზურაბიშვილი

სააღდგომო დღეებში რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე შეტევა. ასევე იქცევა აქაური რუსული რეჟიმი, რომელმაც აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები... უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკსა და ტროტუარზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, "რამდენად რუსულია რეჟიმი“.

"მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც "წინააღმდეგობის პლატფორის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, "დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს.

ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები - ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.