მშვენიერი ლიკა ქორქიას პირად ცხოვრებაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაოჯახდა. მისი რჩეული კი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილი. უკვე წლებია, რაც მოდელი და ტელესახე პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.
- დიახ, გიდასტურებთ, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გიორგი ასლამაზიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია, ვფიქრობ, ჩემს გარშემო ბევრი თქვენგან გაიგებს ამ ამბავს. ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას.
ლიკას ინსტაგრამზე 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი ფოტოების სერია კი ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამომწერებს გულგრილს ვერ ტოვებს. ჟურნალ "ბომონდთან" თუ როგორ ინარჩუნებს შესანიშნავ ფორმას, ამბობს:
- გურმანი ვარ, რაც ჩემს წონაზეც აისახება. ვერ ვიტყვი, რომ როდისმე რომელიმე კონკრეტული დიეტა დამიცავს. შიმშილი და საათობრივი კვება საშინლად მძაბავს. როცა დიეტას ვიწყებ, რაღაცებს ვიღებ რაციონიდან.
პარალელურად, ბევრს ვვარჯიშობ და ვსვამ ბევრ წყალს. 2-3- ლიტრი წლის მიღება დღეში, ეს ჩემი ცხოვრების აუცილებელი რიტუალია. თქვენც სცადეთ და მიხვდებით, რომ სხეული ძალიან მსუბუქი, ხოლო კანი მაქსიმალურად დატენიანებული გაგიხდებათ.