პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა
ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა

ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ “ამე­რი­კის ხმის“ და­ხურ­ვის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი დაბ­ლო­კა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ, როის ლამ­ბერ­ტმა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უბ­რძა­ნა, რომ “ამე­რი­კის ხმი­სა“ და “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ აზი­ი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლე­ბის და­ხურ­ვის მცდე­ლო­ბე­ბი შე­ა­ჩე­როს.

ლამ­ბერ­ტმა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­ა­ვა­ლა, რომ სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად “ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გას“.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ა­გენ­ტომ (USAGM) “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ გრან­ტე­ბი შე­უ­წყვი­ტა და “ამე­რი­კის ხმის“ 1300-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვა. “ამე­რი­კის ხმის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მათ­მა პროფ­კავ­ში­რებ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 22 მარტს შე­ი­ტა­ნეს.

მა­ნამ­დე, 19 მარტს “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ USAGM-ს, მის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ვიქ­ტორ მო­რა­ლეს­სა და სპე­ცი­ა­ლურ მრჩე­ველს კერი ლე­იკს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. 26 მარტს ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­ე­ბით დაბ­ლო­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ “ამერიკის ხმისა“ და “რადიო თავისუფლების“ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების დახურვის მცდელობები შეაჩეროს.

ლამბერტმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, რომ სააგენტოს თანამშრომლებისა და კონტრაქტორების თანამდებობებზე დასაბრუნებლად “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას“.

შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) “რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და “ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.

მანამდე, 19 მარტს “რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა. 26 მარტს ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.