თბილისში, გლდანის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.
“ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები ჩანს.
როგორც შსს-მ AMBEBI.GE-თან განაცხადა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმის წარმოება ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.