სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. -  ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?
ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. -  ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის 5000-მდე ნი­მუ­ში, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი და ა.შ. - ვის დარ­ჩე­ბა ზუ­რაბ წე­რეთ­ლის 2 მი­ლი­არ­დად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა?

მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი 22 აპ­რილს, ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში მის გვერ­დით იყ­ვნენ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. სწო­რედ მათ მო­უ­წევთ ახლა მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ყო­ფა.

წე­რე­თელს რე­ა­ლუ­რად რა ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა დარ­ჩა უც­ნო­ბია. ის 2010 წელს რუს მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით მოხ­ვდა. თუმ­ცა თა­ვად ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტმა უარ­ყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ცნო­ბა და გა­მო­ცე­მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

მოკ­ლედ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზე, დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა ირი­ცხე­ბო­და - ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, 57 ათა­სი მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის 5000 - მდე ნი­მუ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო წლებ­ში მო­ქან­და­კე მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, 46 წლით უმ­ცროს ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვას­თან ერ­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო, და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან წე­რე­თელს ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნა (და­ი­ბა­და 1959 წელს), რო­მელ­საც მა­მას­თან მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მხარს უჭერ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას, წყვილ­მა ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ლუდ­მი­ლა და ტა­ტი­ა­ნა იშ­ვი­ლეს.

მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

წე­რეთ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მის ერთ ბი­ო­ლო­გი­ურ და ორ ნაშ­ვი­ლებ ქა­ლიშ­ვი­ლებს. ასე­ვე სამ შვი­ლიშ­ვილს, ოთხ შვილ­თაშ­ვილს და "სა­მო­ქა­ლა­ქო“ ცოლს.

ცნო­ბილ­მა მო­ქან­და­კემ, მხატ­ვარ­მა და არ­ქი­ტექ­ტორ­მა და­ტო­ვა არა მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი მო­ნუ­მენ­ტე­ბი, არა­მედ ათო­ბით ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი, ასე­ვე ელი­ტუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სო­ლი­დუ­რი ავ­ტო­პარ­კი.

2021 წლის­თვის მო­ქან­და­კის ავ­ტო­პარკში ირი­ცხე­ბო­და ხუთი Mercedes-ის, ერთი Bentley-ისა და ორი Rolls-Royce-ის ავ­ტო­მო­ბი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზე იყო, სულ მცი­რე, 14 კომ­პა­ნია. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მოს­კო­ვის მუ­ზე­უ­მის არა­კო­მერ­ცი­ულ­მა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფონდმა, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც წე­რე­თე­ლი იყო, 2024 წელს 14 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის წმინ­და მო­გე­ბა მი­ი­ღო.

წე­რე­თე­ლი ქა­ლიშ­ვილ ელე­ნას­თან ერ­თად ფლობ­და შპს "არკა ჰოლ­დინგს“. გა­სულ წელს ფირ­მამ მხატ­ვრის ოჯახს 24,1 მი­ლი­ო­ნი მო­უ­ტა­ნა. მის სა­კუთ­რე­ბა­ში გახ­ლდათ ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი მოს­კო­ვის გულ­ში, მას ასე­ვე 56,9 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა დარ­ჩა. მათ შო­რის ხუთი მი­წის ნაკ­ვე­თი, ორი სახ­ლი, ხუთი ბინა, ასე­ვე 30 არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

90-იან წლებ­ში მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზუ­რაბ წე­რე­თელს უვა­დო სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა მი­წე­ბი მოს­კო­ვის ცენ­ტრში, ბოლ­შა­ია გრუ­ზინ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ორი ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე მდე­ბა­რე­ობ­და. იმ მო­მენ­ტის­თვის წე­რე­თე­ლი უკვე ამ შე­ნო­ბე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, ადრე ერთ-ერთ მათ­გან­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ახლა ამ შე­ნო­ბა­ში ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლოს­ნოა.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქან­და­კეს მი­წე­ბი გა­დას­ცა. 1994 წელს მოს­კო­ვის მთავ­რო­ბამ უვა­დო სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა "სას­წა­უ­ლე­ბის სა­ბავ­შვო პარ­კის ფონდს“, რო­მე­ლიც წე­რე­თელ­მა და­ა­არ­სა, 330 ჰექ­ტა­რი მიწა ნი­ჟ­ნიე მნევ­ნიკ­ში. იქ "რუ­სუ­ლი დის­ნე­ი­ლენ­დის“ მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ნონსდა, მაგ­რამ არა­სო­დეს აშე­ნე­ბუ­ლა. გა­სარ­თო­ბი პარ­კის ნაც­ვლად, ნაკ­ვეთ­ზე გაჩ­ნდა რეს­ტო­რა­ნი "ერ­მა­კი“, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი იყო.

პუ­ტი­ნი "ერ­მაკ­ში"

რეს­ტო­რა­ნი ცნო­ბი­ლი იყო იმით, რომ მას ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ, მათ შო­რის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც. თუმ­ცა, 2007 წელს წე­რე­თელს მიწა ჩა­მო­არ­თვეს, ხოლო 2022 წელს "ერ­მა­კი“ და­ან­გრი­ეს.

კად­რე­ბი წე­რეთ­ლის პა­ნაშ­ვი­დი­დან. ფო­ტო­ზე ჩანს მისი სა­მო­ქა­ლა­ქო მე­უღ­ლე და ასე­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი - მარ­ცხნი­დან მე­ო­რე

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბინა 12-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, ბოლ­შა­ია ია­კი­მან­კას ქუ­ჩა­ზე. იქ მხო­ლოდ სამ და ოთხო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბია, ხოლო წე­რე­თელ­მა ორი მათ­გა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ასე­თი ბინა ახლა სულ მცი­რე 150 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი უნდა ღირ­დეს. 2010 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მოძ­რა­ო­ბა "არ­ხნა­ძორ­მა“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ წე­რე­თელს მოს­კო­ვის ზო­ო­პარკთან ახ­ლოს, ვოლ­კო­ვის შე­სახ­ვევ­ში სა­სახ­ლე აღ­მო­უ­ჩი­ნა. ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში, გრა­ფი ზუ­ბო­ვის სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნო რეს­ტავ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გრაფ პლა­ტონ ზუ­ბო­ვის სა­სახ­ლე 1840-იან წლებ­ში აშენ­და და ახლა მისი ფა­სა­დი მთლი­ა­ნად სამ­შე­ნებ­ლო ბა­დით არის და­ფა­რუ­ლი.

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გახ­და ცნო­ბი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გამო. კერ­ძოდ, ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი ფლობ­და შე­ნო­ბებ­სა და ნა­გე­ბო­ბებს, რომ­ლე­ბიც გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო 26,9 ათას კვად­რა­ტულ მეტრზე ავი­ა­მო­ტორ­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე. გარ­და ამი­სა, 2010 წელს მხატ­ვარს შე­ნო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა ტო­ვა­რიშ­ჩეს­კის შე­სახ­ვევ­ში: მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის უკა­ნო­ნო მით­ვი­სე­ბის გამო. მას ასე­ვე რამ­დე­ნი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ობი­ექ­ტი აღ­მო­უ­ჩი­ნეს ბრი­ანსკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ევ­რო­პის“ გვერ­დით: 2015 წელს ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­თხო­ვა მხატ­ვრის­გან მის სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ზე მი­შე­ნე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის დე­მონ­ტა­ჟი.

სახ­ლი პე­რე­დელ­კი­ნო­ში, სა­დაც ბოლო წლებ­ში დიდ დროს ატა­რებ­და სა­ა­გა­რა­კე ნაკ­ვეთ­ზე 2016 წელს გა­იხ­სნა. მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მი მო­ქან­და­კის ნა­მუ­შევ­რე­ბით ღია ცის ქვეშ. შეს­ვლა იქ უფა­სო იყო, ხოლო ექ­სპო­ნა­ტე­ბით სავ­სე ბა­ღის კარს ზოგ­ჯერ თა­ვად წე­რე­თე­ლი აღებ­და. სახ­ლის შიგ­ნით მისი სა­ხე­ლოს­ნო იყო, ტუ­რის­ტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ფან­ჯრე­ბი­დან, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და მხატ­ვა­რი ტი­ლო­ებ­ზე. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის დროს და მის შემ­დეგ, სტუმ­რე­ბის შეშ­ვე­ბა შე­წყდა.

პე­რე­დელ­კი­ნო - სა­ა­გა­რა­კე და­სახ­ლე­ბა ვნუ­კო­ვო­ში, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გაჩ­ნდა. აქ ცხოვ­რობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ XX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ამ ად­გილ­მა სა­ხელ­წო­დე­ბა "მწე­რალ­თა და­სახ­ლე­ბა“.

  • ვის დარ­ჩე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა?

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო თა­ვა­დის ასულ ინე­სა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც 1998 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და თბი­ლის­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. სწო­რედ იქ, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ მხატ­ვარ­საც.

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ქვრი­ვი ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვა მას­ზე ზუს­ტად ორ­ჯერ უმ­ცრო­სია. ის 46 წლი­საა. გარ­და ამი­სა, მხატ­ვა­რი ზრდი­და ორ ნაშ­ვი­ლებ ქა­ლის­ვილს - ლუდ­მი­ლას და ტა­ტი­ა­ნას. ად­ვო­კატ ვლა­დი­მერ პოს­ტა­ნი­უ­კის თქმით, ის, თუ ვის დარ­ჩე­ბა მო­ქან­და­კის ქო­ნე­ბა, ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბა­ზე ან არარ­სე­ბო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "თუ ის შედ­გე­ნი­ლია, მა­შინ ქო­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლა­ში შევა უკა­ნას­კნე­ლად შედ­გე­ნი­ლი ვერ­სია. ქო­ნე­ბის ან­დერ­ძით და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. გარ­დაც­ვლი­ლის ნება უპი­რო­ბოდ შეს­რულ­დე­ბა“, - გან­მარ­ტა ად­ვო­კატ­მა.

ქა­ლიშ­ვილ ელე­ნას­თან ერ­თად

ან­დერ­ძის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი შვი­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ამას­თა­ნა­ვე, იუ­რის­ტის თქმით, ნაშ­ვი­ლებ გო­გო­ნებს აქვთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი ბი­ო­ლო­გი­ურ შვილ­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­მო­ქა­ლა­ქო“ ცოლს, ან­დერ­ძის გა­რე­შე ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რა­ი­მე­ზე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს.

ზუ­რაბ წე­რე­თელს არა­სო­დეს უყ­ვარ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ინე­სა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­ზე 40 წელი იქო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნა, რო­მელ­მაც მა­მა­მი­სის მსგავ­სად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა აირ­ჩია და გახ­და გრა­ფი­კო­სი, გა­მო­ფე­ნის დი­ზა­ი­ნე­რი და რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ელე­ნას შე­ე­ძი­ნა სამი ვაჟი ვა­სი­ლი, ვიქ­ტო­რი და ზუ­რა­ბი.

  • ახალ­გაზ­რდა მუზა

1998 წელს მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მხატ­ვა­რი დიდ­ხანს იყო მარ­ტო. მხო­ლოდ 2004 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ.

სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი

წე­რეთ­ლის მუზა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და მხატ­ვა­რი ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვა გახ­და. ქალი ოს­ტატ­ზე 46 წლით უმ­ცრო­სი იყო. ზუ­რა­ბი და ტა­ტი­ა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ მხატ­ვრის სი­ცო­ცხლის ბოლო დღემ­დე.

ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა ტა­ტი­ა­ნას თა­ვის მუ­ზას უწო­და და ის მხატ­ვარს ყვე­ლა­ფერ­ში უჭერ­და მხარს.

ავტორი:

ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. -  ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. -  ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. - ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 22 აპრილს, ღამით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მომენტში მის გვერდით იყვნენ შვილები და შვილიშვილები. სწორედ მათ მოუწევთ ახლა მრავალმილიარდიანი მემკვიდრეობის გაყოფა.

წერეთელს რეალურად რა ოდენობის ქონება დარჩა უცნობია. ის 2010 წელს რუს მილიარდერთა სიაში ორი მილიარდი დოლარით მოხვდა. თუმცა თავად ქართული წარმოშობის მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეს ცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

მოკლედ, არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ წერეთლის სახელზე, დიდძალი ქონება ირიცხებოდა - ძვირადღირებული სპორტული მანქანები, 57 ათასი მ² უძრავი ქონება და ხელოვნების 5000 - მდე ნიმუში.

ცნობილია, რომ ბოლო წლებში მოქანდაკე მეორე მეუღლესთან, 46 წლით უმცროს ტატიანა კოჩემასოვასთან ერთად, სამოქალაქო, დაურეგისტრირებელ ქორწინებაში ცხოვრობდა. პირველი ქორწინებიდან წერეთელს ჰყავს ქალიშვილი ელენა (დაიბადა 1959 წელს), რომელსაც მამასთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, ყველაფერში ეხმარებოდა და მხარს უჭერდა. რაც შეეხება მეორე, არაოფიციალურ ქორწინებას, წყვილმა ორი ქალიშვილი - ლუდმილა და ტატიანა იშვილეს.

მეორე მეუღლესთან ერთად

წერეთლის მემკვიდრეობაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მის ერთ ბიოლოგიურ და ორ ნაშვილებ ქალიშვილებს. ასევე სამ შვილიშვილს, ოთხ შვილთაშვილს და "სამოქალაქო“ ცოლს.

ცნობილმა მოქანდაკემ, მხატვარმა და არქიტექტორმა დატოვა არა მხოლოდ ცნობილი მონუმენტები, არამედ ათობით ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება, რამდენიმე ბიზნესი, ასევე ელიტური ავტომობილების სოლიდური ავტოპარკი.

2021 წლისთვის მოქანდაკის ავტოპარკში ირიცხებოდა ხუთი Mercedes-ის, ერთი Bentley-ისა და ორი Rolls-Royce-ის ავტომობილი. გარდაცვალების მომენტში წერეთლის სახელზე იყო, სულ მცირე, 14 კომპანია. თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმის არაკომერციულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა, რომლის პრეზიდენტიც წერეთელი იყო, 2024 წელს 14 მილიონი რუბლის წმინდა მოგება მიიღო.

წერეთელი ქალიშვილ ელენასთან ერთად ფლობდა შპს "არკა ჰოლდინგს“. გასულ წელს ფირმამ მხატვრის ოჯახს 24,1 მილიონი მოუტანა. მის საკუთრებაში გახლდათ ისტორიული სასახლეები მოსკოვის გულში, მას ასევე 56,9 ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება დარჩა. მათ შორის ხუთი მიწის ნაკვეთი, ორი სახლი, ხუთი ბინა, ასევე 30 არასაცხოვრებელი ფართი.

90-იან წლებში მოსკოვის ხელისუფლებამ ზურაბ წერეთელს უვადო სარგებლობაში გადასცა მიწები მოსკოვის ცენტრში, ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე, სადაც ორი ისტორიული სასახლე მდებარეობდა. იმ მომენტისთვის წერეთელი უკვე ამ შენობების მფლობელი იყო, ადრე ერთ-ერთ მათგანში გერმანიის საელჩო იყო განთავსებული, ახლა ამ შენობაში ზურაბ წერეთლის სახელოსნოა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალაქის ხელისუფლებამ მოქანდაკეს მიწები გადასცა. 1994 წელს მოსკოვის მთავრობამ უვადო სარგებლობაში გადასცა "სასწაულების საბავშვო პარკის ფონდს“, რომელიც წერეთელმა დააარსა, 330 ჰექტარი მიწა ნიჟნიე მნევნიკში. იქ "რუსული დისნეილენდის“ მშენებლობა დაანონსდა, მაგრამ არასოდეს აშენებულა. გასართობი პარკის ნაცვლად, ნაკვეთზე გაჩნდა რესტორანი "ერმაკი“, რომლის თანამფლობელიც ზურაბ წერეთელი იყო.

პუტინი "ერმაკში"

რესტორანი ცნობილი იყო იმით, რომ მას ქვეყნის პირველი პირები სტუმრობდნენ, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც. თუმცა, 2007 წელს წერეთელს მიწა ჩამოართვეს, ხოლო 2022 წელს "ერმაკი“ დაანგრიეს.

კადრები წერეთლის პანაშვიდიდან. ფოტოზე ჩანს მისი სამოქალაქო მეუღლე და ასევე შვილიშვილი - მარცხნიდან მეორე

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზურაბ წერეთლის სახელზეა რეგისტრირებული ბინა 12-სართულიან კორპუსში, ბოლშაია იაკიმანკას ქუჩაზე. იქ მხოლოდ სამ და ოთხოთახიანი ბინებია, ხოლო წერეთელმა ორი მათგანი გააერთიანა. ასეთი ბინა ახლა სულ მცირე 150 მილიონი რუბლი უნდა ღირდეს. 2010 წელს საზოგადოებრივმა მოძრაობა "არხნაძორმა“ რამდენიმე წლის წინ წერეთელს მოსკოვის ზოოპარკთან ახლოს, ვოლკოვის შესახვევში სასახლე აღმოუჩინა. ისტორიულ შენობაში, გრაფი ზუბოვის სახლში, სავარაუდოდ, უკანონო რესტავრაცია მიმდინარეობდა.

გრაფ პლატონ ზუბოვის სასახლე 1840-იან წლებში აშენდა და ახლა მისი ფასადი მთლიანად სამშენებლო ბადით არის დაფარული.

ზურაბ წერეთლის უძრავი ქონების შესახებ არაერთხელ გახდა ცნობილი სასამართლო პროცესების გამო. კერძოდ, ზურაბ წერეთელი ფლობდა შენობებსა და ნაგებობებს, რომლებიც განლაგებული იყო 26,9 ათას კვადრატულ მეტრზე ავიამოტორნაიას ქუჩაზე. გარდა ამისა, 2010 წელს მხატვარს შენობა აღმოაჩნდა ტოვარიშჩესკის შესახვევში: მოსკოვის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 200 კვადრატული მეტრის უკანონო მითვისების გამო. მას ასევე რამდენიმე უძრავი ქონების ობიექტი აღმოუჩინეს ბრიანსკაიას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ევროპის“ გვერდით: 2015 წელს ქალაქის ხელისუფლებამ მოითხოვა მხატვრისგან მის სახელოსნოებზე მიშენებული სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი.

სახლი პერედელკინოში, სადაც ბოლო წლებში დიდ დროს ატარებდა სააგარაკე ნაკვეთზე 2016 წელს გაიხსნა. მასზე განთავსებულია მუზეუმი მოქანდაკის ნამუშევრებით ღია ცის ქვეშ. შესვლა იქ უფასო იყო, ხოლო ექსპონატებით სავსე ბაღის კარს ზოგჯერ თავად წერეთელი აღებდა. სახლის შიგნით მისი სახელოსნო იყო, ტურისტები პერიოდულად აკვირდებოდნენ ფანჯრებიდან, თუ როგორ მუშაობდა მხატვარი ტილოებზე. თუმცა, პანდემიის დროს და მის შემდეგ, სტუმრების შეშვება შეწყდა.

პერედელკინო - სააგარაკე დასახლება ვნუკოვოში, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ XX საუკუნის გამოჩენილი მწერლები. სწორედ ამიტომაც მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება "მწერალთა დასახლება“.

  • ვის დარჩება მემკვიდრეობა?

ზურაბ წერეთელი დაქორწინებული იყო თავადის ასულ ინესა ანდრონიკაშვილზე, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა და თბილისშია დაკრძალული. სწორედ იქ, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ მხატვარსაც.

ზურაბ წერეთლის არაოფიციალური ქვრივი ტატიანა კოჩემასოვა მასზე ზუსტად ორჯერ უმცროსია. ის 46 წლისაა. გარდა ამისა, მხატვარი ზრდიდა ორ ნაშვილებ ქალისვილს - ლუდმილას და ტატიანას. ადვოკატ ვლადიმერ პოსტანიუკის თქმით, ის, თუ ვის დარჩება მოქანდაკის ქონება, ანდერძის არსებობაზე ან არარსებობაზეა დამოკიდებული. "თუ ის შედგენილია, მაშინ ქონება დოკუმენტის შესაბამისად გადანაწილდება. ამასთანავე, ძალაში შევა უკანასკნელად შედგენილი ვერსია. ქონების ანდერძით დატოვება შეიძლება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. გარდაცვლილის ნება უპირობოდ შესრულდება“, - განმარტა ადვოკატმა.

ქალიშვილ ელენასთან ერთად

ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, მთავარი მემკვიდრეები შვილები გახდებიან. ამასთანავე, იურისტის თქმით, ნაშვილებ გოგონებს აქვთ აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ბიოლოგიურ შვილთან ერთად. რაც შეეხება "სამოქალაქო“ ცოლს, ანდერძის გარეშე ამ სიტუაციაში მას ნაკლებად სავარაუდოა, რაიმეზე პრეტენზია ჰქონდეს.

ზურაბ წერეთელს არასოდეს უყვარდა პირადი ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა ინესა ანდრონიკაშვილზე 40 წელი იქო დაქორწინებული. ამ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი ელენა, რომელმაც მამამისის მსგავსად შემოქმედებითი გზა აირჩია და გახდა გრაფიკოსი, გამოფენის დიზაინერი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი. მოგვიანებით, ელენას შეეძინა სამი ვაჟი ვასილი, ვიქტორი და ზურაბი.

  • ახალგაზრდა მუზა

1998 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხატვარი დიდხანს იყო მარტო. მხოლოდ 2004 წელს გახდა ცნობილი მისი ახალი სიყვარულის შესახებ.

სიცოცხლის ბოლო წლები

წერეთლის მუზა ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ტატიანა კოჩემასოვა გახდა. ქალი ოსტატზე 46 წლით უმცროსი იყო. ზურაბი და ტატიანა ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ მხატვრის სიცოცხლის ბოლო დღემდე.

ზურაბ წერეთელმა ტატიანას თავის მუზას უწოდა და ის მხატვარს ყველაფერში უჭერდა მხარს.