22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მოქანდაკე, მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსული მედიის ცნობით, ღამის ორის ნახევრისთვის ზურაბ წერეთელს გული გაუჩერდა. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.შეგახსენებთ, რომ წერეთელი 1992-1995 წლებში ზურაბ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ.
ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.
რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 23 აპრილს მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში გაიმართება, შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადაასვენებენ, სადაც 24-25 აპრილს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხოლო 26-ში კი, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ