პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემდეგი პაპი შესაძლოა აფრიკელი იყოს? - ვის განიხილავენ კანდიდატებად დასავლურ მედიაში
შემდეგი პაპი შესაძლოა აფრიკელი იყოს? - ვის განიხილავენ კანდიდატებად დასავლურ მედიაში

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას შა­ბათს, 26 აპ­რილს დაკ­რძა­ლა­ვენ. პაპ­მა ფრან­ცის­კემ ან­დერ­ძის და­ი­ბა­რა, რომ არ იყოს მისი დაკ­რძალ­ვა პომ­პე­ზუ­რი, თუმ­ცა ეს ალ­ბათ, რთუ­ლად მო­ხერ­ხდე­ბა, რად­გან დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბას მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ლი­დე­რი აპი­რებს, მათ შო­რის, დო­ნალდ ტრამ­პი.

ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, ფრან­ცის­კემ ითხო­ვა, რომ დაკ­რძა­ლონ რომ­ში, სან­ტა-მა­რია-მა­ჯორ­ეს ბა­ზი­ლი­კა­ში.

შემ­დეგ პაპს კარ­დი­ნა­ლე­ბის კო­ლე­გია აირ­ჩევს. სხვა­დას­ხვა მე­დია ასა­ხე­ლებს პა­პო­ბის კან­დი­და­ტებს. ვნა­ხოთ, ვინ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს შემ­დე­გი პაპი BBC-ის ვერ­სი­ით:

  • პი­ეტ­რო პა­რო­ლი­ნი, იტა­ლი­ე­ლი, 70 წლის

კარ­დი­ნა­ლი პა­რო­ლი­ნი იყო ვა­ტი­კა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, პაპ ფრან­ცის­კეს მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი, პო­ლი­ტი­კო­სის უნა­რე­ბით. ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებ­და პა­პის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მის­თვის უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია დიპ­ლო­მა­ტია, გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, ვიდ­რე კა­თო­ლი­კუ­რი დოგმე­ბი, მისი კრი­ტი­კო­სე­ბი ამას პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნე­ვენ, ხოლო მომ­ხრე­ე­ბი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლას ხე­და­ვენ,

ის აკ­რი­ტი­კებ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას და ამას აფა­სებ­და, რო­გორც "კა­ცობ­რი­ო­ბის მარ­ცხს“.

  • ლუის ან­ტო­ნიო გო­ქინ თეგლი, ფი­ლი­პი­ნე­ბი, 67 წლის

შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ შემ­დე­გი პაპი აზი­ე­ლი იყოს? - დიახ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

კარ­დი­ნალ თაგ­ლის აქვს პას­ტო­რა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იყო ეკ­ლე­სი­ის აქ­ტი­უ­რი ლი­დე­რი ხალ­ხში, გან­სხვა­ვე­ბით ვა­ტი­კა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­სა ან ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნე­ბის ექ­სპერ­ტი­სა.

ეკ­ლე­სია ფი­ლი­პი­ნებ­ში მა­სი­უ­რად გავ­ლე­ნი­ა­ნია, იქ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენ­ტი კა­თო­ლი­კეა. ქვე­ყა­ნას ამ­ჟა­მად ჰყავს კარ­დი­ნა­ლე­ბის კო­ლე­გი­ა­ში რე­კორ­დუ­ლად ბევ­რი, ხუთი კარ­დი­ნა­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლო­ბიზ­მი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, თუ მხარს და­უ­ჭე­რენ კარ­დი­ნალ თეგლს. მას "აზი­ე­ლი ფრან­ცის­კეც" კი უწო­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მართ თავ­და­დე­ბი­სა და მიგ­რან­ტე­ბის მი­მართ სიმ­პა­თი­ის გამო. ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და აბორ­ტის უფ­ლე­ბას და აბორ­ტს უწო­დებს "მკვლე­ლო­ბის ფორ­მას“. ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა ჩა­სახ­ვის­თა­ნა­ვე. "აზი­ე­ლი ფრან­ცის­კე" წი­ნა­აღ­მდე­გია ევ­თა­ნა­ზი­ის.

2015 წელს, რო­დე­საც მა­ნი­ლას არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი იყო, კარ­დი­ნალ­მა მო­უ­წო­და ეკ­ლე­სი­ას, გა­და­ე­ხე­და თა­ვი­სი მკაც­რი პო­ზი­ცი­ის­თვის გეი ადა­მი­ა­ნე­ბის, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი­სა და მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის მი­მართ. მისი თქმით, წარ­სულ­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა სიმ­კაც­რემ მი­ახ­ვედ­რა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას და თა­ნაგ­რძნო­ბას. კარ­დი­ნა­ლი პა­პო­ბის კან­დი­და­ტად ჯერ კი­დევ 2013 წელს მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მა­შინ ფრან­ცის­კე აირ­ჩი­ეს.

წლე­ბის წინ, რო­დე­საც ჰკი­თხეს, რომ შე­საძ­ლოა, ის იყოს შემ­დე­გი პაპი, ასე უპა­სუ­ხა - "ხუმ­რო­ბა­სა­ვით ჟღერს, ეს სა­სა­ცი­ლოა“.

  • ფრი­დო­ლინ ამ­ბონ­გო ბე­სუნ­გუ, კონ­გო, 65 წლის

დი­დია შან­სი იმი­სა, რომ შემ­დე­გი პაპი აფ­რი­კი­დან იყოს, სა­დაც კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია სულ უფრო მზარ­დია. რო­გორც BBC წერს, კარ­დი­ნა­ლი ამ­ბონ­გო პა­პო­ბის წამ­ყვა­ნი კან­დი­და­ტია. ის კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­და­ნაა.

შვი­დის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კინ­მა­სას არ­ქი­ეს­პის­კო­პო­სი იყო და პაპ­მა ფრან­ცის­კემ კარ­დი­ნა­ლად და­ნიშ­ნა. ის არის კონ­სერ­ვა­ტო­რი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის კურ­თხე­ვას და აცხა­დებს, რომ ეს არის კულ­ტუ­რულ ნორ­მებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ბო­რო­ტე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­გო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ქრის­ტი­ა­ნია, იქ ქრის­ტი­ა­ნე­ბი სას­ტიკ დევ­ნას გა­ნიც­დი­ან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რე­ბის მხრი­დან. ამ ფონ­ზე კი კარ­დი­ნა­ლი ამ­ბონ­გო ეკ­ლე­სი­ის შე­უ­პო­ვარ დამ­ცვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

2020 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ისა­უბ­რა რე­ლი­გი­უ­რი პლუ­რა­ლიზ­მის სა­სარ­გებ­ლოდ და თქვა: "მო­დით, პრო­ტეს­ტან­ტე­ბი იყ­ვნენ პრო­ტეს­ტან­ტე­ბი და მუს­ლი­მე­ბი იყ­ვნენ მუს­ლი­მე­ბი. ჩვენ ვა­პი­რებთ მათ­თან მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბა“.

  • პი­ტერ კოდ­ვო აპია თურ­ქსო­ნი, განა, 76 წლის

ის გავ­ლე­ნი­ა­ნი კარ­დი­ნა­ლია. 2013 წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ არ ეს­წრაფ­ვის გახ­დეს რო­მის პაპი. ის იყო პირ­ვე­ლი გა­ნე­ლი, რო­მე­ლიც კარ­დი­ნა­ლი გახ­და ჯერ კი­დევ რო­მის პაპ იო­ა­ნე პავ­ლე მე­ო­რის დროს, 2003 წელს.

კარ­დი­ნალ თეგლის მსგავ­სად, თურ­ქსო­ნიც პო­ტენ­ცი­ურ პა­პად მი­იჩ­ნე­ო­და მა­შინ როცა ფრან­ცის­კე აირ­ჩი­ეს. ბუკ­მე­ი­კე­რე­ბი მა­შინ ფა­ვო­რი­ტად ასა­ხე­ლებ­დნენ.

ის იყო გი­ტა­რის­ტი და ოდეს­ღაც პანკ ჯგუფ­ში უკ­რავ­და. კარ­დი­ნა­ლი თურ­ქსო­ნი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ენერ­გი­უ­ლო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და გეი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის მშობ­ლი­ურ გა­ნა­ში. ამ­ბობ­და, რომ გრძნობს, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

შემდეგი პაპი შესაძლოა აფრიკელი იყოს? - ვის განიხილავენ კანდიდატებად დასავლურ მედიაში

შემდეგი პაპი შესაძლოა აფრიკელი იყოს? - ვის განიხილავენ კანდიდატებად დასავლურ მედიაში

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავენ. პაპმა ფრანცისკემ ანდერძის დაიბარა, რომ არ იყოს მისი დაკრძალვა პომპეზური, თუმცა ეს ალბათ, რთულად მოხერხდება, რადგან დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას მსოფლიოს არაერთი ლიდერი აპირებს, მათ შორის, დონალდ ტრამპი.

ანდერძის მიხედვით, ფრანცისკემ ითხოვა, რომ დაკრძალონ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.

შემდეგ პაპს კარდინალების კოლეგია აირჩევს. სხვადასხვა მედია ასახელებს პაპობის კანდიდატებს. ვნახოთ, ვინ შეიძლება გახდეს შემდეგი პაპი BBC-ის ვერსიით:

  • პიეტრო პაროლინი, იტალიელი, 70 წლის

კარდინალი პაროლინი იყო ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, პაპ ფრანცისკეს მთავარი მრჩეველი, პოლიტიკოსის უნარებით. ეფექტიანად მოქმედებდა პაპის მოადგილის პოზიციაზე. ზოგიერთის აზრით, მისთვის უფრო პრიორიტეტულია დიპლომატია, გლობალური პოლიტიკა, ვიდრე კათოლიკური დოგმები, მისი კრიტიკოსები ამას პრობლემად მიიჩნევენ, ხოლო მომხრეები ამ ყველაფერში ძალას ხედავენ,

ის აკრიტიკებდა მთელ მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას და ამას აფასებდა, როგორც "კაცობრიობის მარცხს“.

  • ლუის ანტონიო გოქინ თეგლი, ფილიპინები, 67 წლის

შესაძლებელია, რომ შემდეგი პაპი აზიელი იყოს? - დიახ, ამის შესაძლებლობა არსებობს.

კარდინალ თაგლის აქვს პასტორალური გამოცდილება, რაც იმას ნიშნავს, რომ იყო ეკლესიის აქტიური ლიდერი ხალხში, განსხვავებით ვატიკანის დიპლომატისა ან ეკლესიის კანონების ექსპერტისა.

ეკლესია ფილიპინებში მასიურად გავლენიანია, იქ მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი კათოლიკეა. ქვეყანას ამჟამად ჰყავს კარდინალების კოლეგიაში რეკორდულად ბევრი, ხუთი კარდინალი, რაც მნიშვნელოვანი ლობიზმი შეიძლება გამოვიდეს, თუ მხარს დაუჭერენ კარდინალ თეგლს. მას "აზიელი ფრანცისკეც" კი უწოდეს სოციალური საკითხების მიმართ თავდადებისა და მიგრანტების მიმართ სიმპათიის გამო. ის ეწინააღმდეგებოდა აბორტის უფლებას და აბორტს უწოდებს "მკვლელობის ფორმას“. ამბობს, რომ ცხოვრება იწყება ჩასახვისთანავე. "აზიელი ფრანცისკე" წინააღმდეგია ევთანაზიის.

2015 წელს, როდესაც მანილას არქიეპისკოპოსი იყო, კარდინალმა მოუწოდა ეკლესიას, გადაეხედა თავისი მკაცრი პოზიციისთვის გეი ადამიანების, განქორწინებულებისა და მარტოხელა დედების მიმართ. მისი თქმით, წარსულში გამოჩენილმა სიმკაცრემ მიახვედრა, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და თანაგრძნობას. კარდინალი პაპობის კანდიდატად ჯერ კიდევ 2013 წელს მიიჩნეოდა, თუმცა მაშინ ფრანცისკე აირჩიეს.

წლების წინ, როდესაც ჰკითხეს, რომ შესაძლოა, ის იყოს შემდეგი პაპი, ასე უპასუხა - "ხუმრობასავით ჟღერს, ეს სასაცილოა“.

  • ფრიდოლინ ამბონგო ბესუნგუ, კონგო, 65 წლის

დიდია შანსი იმისა, რომ შემდეგი პაპი აფრიკიდან იყოს, სადაც კათოლიკური ეკლესია სულ უფრო მზარდია. როგორც BBC წერს, კარდინალი ამბონგო პაპობის წამყვანი კანდიდატია. ის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა.

შვიდის წლის განმავლობაში კინმასას არქიესპისკოპოსი იყო და პაპმა ფრანცისკემ კარდინალად დანიშნა. ის არის კონსერვატორი, ეწინააღმდეგები ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევას და აცხადებს, რომ ეს არის კულტურულ ნორმებთან წინააღმდეგობა და ბოროტება.

მიუხედავად იმისა, რომ კონგოში უმრავლესობა ქრისტიანია, იქ ქრისტიანები სასტიკ დევნას განიცდიან "ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მხრიდან. ამ ფონზე კი კარდინალი ამბონგო ეკლესიის შეუპოვარ დამცველად მიიჩნევა.

2020 წლის ინტერვიუში მან ისაუბრა რელიგიური პლურალიზმის სასარგებლოდ და თქვა: "მოდით, პროტესტანტები იყვნენ პროტესტანტები და მუსლიმები იყვნენ მუსლიმები. ჩვენ ვაპირებთ მათთან მუშაობას, მაგრამ ყველამ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა“.

  • პიტერ კოდვო აპია თურქსონი, განა, 76 წლის

ის გავლენიანი კარდინალია. 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არ ესწრაფვის გახდეს რომის პაპი. ის იყო პირველი განელი, რომელიც კარდინალი გახდა ჯერ კიდევ რომის პაპ იოანე პავლე მეორის დროს, 2003 წელს.

კარდინალ თეგლის მსგავსად, თურქსონიც პოტენციურ პაპად მიიჩნეოდა მაშინ როცა ფრანცისკე აირჩიეს. ბუკმეიკერები მაშინ ფავორიტად ასახელებდნენ.

ის იყო გიტარისტი და ოდესღაც პანკ ჯგუფში უკრავდა. კარდინალი თურქსონი ცნობილია თავისი ენერგიულობით. აღსანიშნავია, რომ ის ეწინააღმდეგებოდა გეი ურთიერთობების კრიმინალიზაციას აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის მშობლიურ განაში. ამბობდა, რომ გრძნობს, ჰომოსექსუალობა არ უნდა განიხილებოდეს როგორც დანაშაული.

ნახეთ ასევე: