პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი უნდა ღირდეს საამისოდ, რომ მას წიგნი აჩუქო..." -  ინტერვიუ კაცთან, ვინც ფეხბურთის და წიგნის ენა საუკეთესოდ იცის
"ადამიანი უნდა ღირდეს საამისოდ, რომ მას წიგნი აჩუქო..." -  ინტერვიუ კაცთან, ვინც ფეხბურთის და წიგნის ენა საუკეთესოდ იცის

1923 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 23 აპ­რი­ლი - წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა "პა­ლიტ­რა მე­დი­ას“, მან ერთი დღე ერთ თვედ აქ­ცია და ამ­ჯე­რად მთე­ლი აპ­რი­ლი იქცა წიგ­ნის დღე­სას­წა­უ­ლად!

"აჩუ­ქე წიგ­ნი და იყა­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლი“ - შე­სა­ნიშ­ნა­ვი სლო­გა­ნია და შე­სა­ნიშ­ნა­ვია ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ, ერთი შე­ხედ­ვით, უტყვ სა­განს შე­უძ­ლია გად­მოგ­ცეს, გა­გი­ზი­ა­როს, შთა­გა­გო­ნოს, შე­გაყ­ვა­როს, აგა­ფო­რი­ა­ქოს, და­გამ­შვი­დოს და კი­დევ ვინ მოს­თვლის, რამ­დე­ნი ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ეხერ­ხე­ბა... სი­ტყვის ხმა­მაღ­ლა წარ­მო­უთ­ქმე­ლად. ასე თა­ვი­სუფ­ლდე­ბი ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თის­გან და უჩუმ­რად უერ­თდე­ბი რე­ა­ლო­ბას, ოც­ნე­ბას, სიყ­ვა­რულს, სიყ­ვა­რულს და ისევ სიყ­ვა­რულს... ჯა­დოს­ნუ­რი ძალა აქვს წიგნს. ამი­ტო­მაც ვეს­ტუმ­რე ადა­მი­ანს, ვი­საც ამ ძა­ლის სა­უ­კე­თე­სოდ სწამს, ვინც ფეხ­ბურ­თის და წიგ­ნის ენა სა­უ­კე­თე­სოდ იცის!

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი სა­ფეხ­ბურ­თო ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლის - გია გე­გუ­ჩა­ძის ოჯახ­ში ხელ­ცა­რი­ე­ლი არ მივ­სულ­ვარ - რაკი ჩემი და­წე­რი­ლი წიგ­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“-ის - "ბიზ­ნე­სის გე­ნია“ (17 მი­ლი­არ­დე­რის ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის ამ­ბა­ვი) უკვე გა­მო­სუ­ლი იყო, ხოლო 23 აპ­რი­ლი - კარს მომ­დგა­რი, ამი­ტომ წიგ­ნი სა­კუ­თა­რი ავ­ტოგ­რა­ფით მი­ვარ­თვი ჩემს ძვირ­ფას ოჯახს და და­ვა­ყო­ლე კი­დეც, სა­მო­ტი­ვა­ცი­ოდ ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს წა­ად­გე­ბა-მეთ­ქი. თა­ნაც, გე­გუ­ჩა­ძე­ებს შინ ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნე­ბის სე­რი­ე­ბი ბლო­მად აქვს შე­ძე­ნი­ლი და წა­კი­თხუ­ლიც.

მე და გია გე­გუ­ჩა­ძე დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ და ვიცი, რომ მის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წიგნს, გა­ნათ­ლე­ბას და ამი­ტო­მაც მი­იჩ­ნე­ვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო მწვრთნე­ლად. მახ­სოვს, მის უწინ­დელ სახ­ლში მთელ კე­დელ­ზე იყო გა­წყო­ბი­ლი თა­რო­ე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად, არა­მედ - სა­კი­თხა­ვად. ახ­ლაც, როცა გინ­და ეს­ტუმ­რო გიას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დაშ­ლილ წიგნ­თან დაგ­ხვდე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი კი ის არის, რომ ოჯახ­ში თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ - მისი მე­უღ­ლე - ლელა ყა­მა­რა­უ­ლი, დე­დაც, სი­დედ­რიც და ოთხი­ვე შვი­ლიც - თა­მუ­ნა, გი­ორ­გი, გეგი, საბა (მათ შო­რის - ორი ფეხ­ბურ­თე­ლია და ერ­თიც მწვრთნე­ლი) წიგ­ნის კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტო­მაც სწო­რედ გია შე­ვარ­ჩიე წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ და პირ­ვე­ლი კი­თხვაც წიგნს ეძღვნე­ბა: რას ნიშ­ნავს მის­თვის წიგ­ნი, რას მა­ტებს მას და, ზო­გა­დად, რა მუხ­ტი მო­დის წიგ­ნის ფურ­ცლე­ბი­დან?

გია გე­გუ­ჩა­ძე:

- თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახ­სე­ნე წიგ­ნის კი­თხვას­თან და მის სიყ­ვა­რულ­თან მი­მარ­თე­ბით და... სი­მარ­თლე გი­თხრა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით წიგნ­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ წიგ­ნით იღებ ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­ნათ­ლე­ბას იღებ, მეტი გა­ნათ­ლე­ბა კი, ვფიქ­რობ, მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გაძ­ლევს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ამას სა­ბო­ლო­ოდ და­დე­ბი­თიც მოჰ­ყვეს და - უარ­ყო­ფი­თიც. ეს კი ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, საით მი­მარ­თავ შენს გა­ნათ­ლე­ბას.

- მახ­სოვს, ლა­მის ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მად იქცა, მთა­ვა­რია, რა გა­მო­ი­ტა­ნა იმ წიგ­ნე­ბი­და­ნო!

- ზუს­ტად ეგ ვი­გუ­ლის­ხმე, რომ გა­მო­ტა­ნა - ერ­თია, მაგ­რამ წა­კი­თხუ­ლის შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ტა­ნა - მე­ო­რე. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ბუ­ნებ­რი­ვად უნდა გა­გაჩ­ნდეს ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სი­კე­თე, თავ­მდაბ­ლო­ბა და ა.შ., რომ სწო­რად გა­ი­აზ­რო, გა­ა­ა­ნა­ლი­ზო და სწო­რად გა­ი­თა­ვი­სო, რაც წიგ­ნებ­ში ამო­ი­კი­თხე. თუ წიგ­ნი ღი­რე­ბუ­ლია (ცხა­დია, ფასს არ ვგუ­ლის­ხმობ), მის­გან ბევრ კარ­გს შე­ი­ძენ ადა­მი­ა­ნი, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა ის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა თუ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წიგ­ნი - თი­თო­ე­უ­ლი­დან შე­გიძ­ლია შენ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­მო­არ­ჩიო. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ცოდ­ნა თუ არა, ზო­გა­დად მა­ინც უნდა გქონ­დეს ბევრ რა­მე­ზე წარ­მოდ­გე­ნა და წიგ­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ცემს. მარ­თა­ლია, ახლა ციფ­რუ­ლი ეპო­ქაა და წიგ­ნიც, თით­ქოს ჩა­ნაც­ვლდა, თუმ­ცა წიგ­ნი თა­ვის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას, თა­ვის მი­სი­ას მა­ინც ას­რუ­ლებს, ფაქ­ტია, წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კვლავ დი­დია, და ეს სწო­რედ წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის და გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

პი­რა­დად ჩემ­თვის კი წიგნს ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

- გია, წიგ­ნი გა­გი­მე­ტე­ბია ვინ­მეს­თვის, გა­გი­ჩუ­ქე­ბია?

- სა­კუ­თა­რი წიგ­ნი ჯერ არ და­მი­წე­რია, წიგ­ნის გა­მე­ტე­ბა კი, სხვა­თა შო­რის, არ არის ად­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნი უნდა ღირ­დეს სა­ა­მი­სოდ, რომ მას წიგ­ნი აჩუ­ქო, მით უფრო, თუ ის შენ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სი წიგ­ნია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად გა­ვი­მე­ტებ­დი და... გა­მი­ჩუ­ქე­ბია კი­დეც. ადრე სწო­რედ წიგ­ნებს ვჩუქ­ნი­დით ერ­თმა­ნეთს და ეს ძა­ლი­ან ძვირ­ფას სა­ჩუქ­რად ით­ვლე­ბო­და. ახლა უფრო მე­ტად სხვაგ­ვარ ძვირ­ფას ნივ­თებს აჩუ­ქე­ბენ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს და მი­ხა­რია, თუკი კვლავ წიგ­ნი იბ­რუ­ნებს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რის სტა­ტუსს. სხვა­თა შო­რის, რო­მელ გუნ­დებ­შიც მი­მუ­შა­ვია, 4-5 ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ინც გვყავ­და წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი და შეკ­რე­ბებ­ზე, ვარ­ჯი­შის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს სწო­რედ წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­დნენ. მიკ­ვირ­და კი­დეც, მაგ­რამ თან ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და.

- ვთქვათ, წიგ­ნის გა­ჩუ­ქე­ბა რომ მო­ინ­დო­მო ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც იცი, რომ წიგნს აფა­სებს, შენი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან რო­მელ წიგნს გა­ი­მე­ტებ­დი?

- არ ვიცი, წე­სით, ვი­საც ჩუქ­ნი, მას უნდა იც­ნობ­დე, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. რაც წლე­ბი მო­მე­მა­ტა, უფრო და­ვინ­ტე­რეს­დი ბიბ­ლი­ით, ცხა­დია, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბე­ბით რომ იყი­დე­ბა. ზო­გა­დად სწო­რედ გან­მარ­ტე­ბებ­დარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ის კი­თხვას ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას. ცხა­დია, საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ერთხელ წა­კი­თხვა არ გა­მო­დის, ამი­ტომ ვუბ­რუნ­დე­ბი ხოლ­მე და თა­ვი­დან ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც. ვფიქ­რობ, სწო­რედ ბიბ­ლი­აა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხში­რად უნდა წა­ი­კი­თხოს ადა­მი­ან­მა და გა­ი­აზ­როს, რაც იქ წე­რია. ამ­გვა­რი წიგ­ნე­ბის გა­ცე­მა, ჩუ­ქე­ბა ზე­რე­ლედ არ შე­იძ­ლე­ბა, ალ­ბათ, თუკი აჩუ­ქებ, კარ­გა­დაც უნდა იც­ნობ­დე იმ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს და აფა­სებ­დე. ადრე ბევ­რჯერ მი­მი­ცია წიგ­ნე­ბი, არა სა­ჩუქ­რად, არა­მედ - მი­თხო­ვე­ბია. მერე დამ­ვი­წყნია ეს ამ­ბა­ვი და რომ დამ­ჭირ­ვე­ბია, შინ მო­მი­ძი­ე­ბია, აღ­მო­მი­ჩე­ნია, რომ აღარ მაქვს და ძა­ლი­ან დამ­ნა­ნე­ბია.

- ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან რო­მელ­მა წიგნ­მა და­გი­ტო­ვა მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- (წა­მით ჩა­ფიქ­რდა) ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის, ეტელ ლი­ლი­ან ვო­ი­ნი­ჩის "კრა­ზა­ნამ“. ალ­ბათ, მერ­ვე ან მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ წა­ვი­კი­თხე, ძა­ლი­ან მძი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ კი­თხვა მა­ინც არ მი­მი­ტო­ვე­ბია. იმ პე­რი­ოდ­ში პო­ე­ზი­ი­თაც ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. შემ­დეგ, გვი­ან ასაკ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა ძვე­ლი აღ­თქმი­დან ის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფოს მო­წყო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

- შენს ფეხ­ბურ­თელ შვი­ლებ­ზე რას იტყვი, წიგ­ნებს კი­თხუ­ლო­ბენ?

- ბი­ჭე­ბიც, თა­ვი­სი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც ცდი­ლო­ბენ, თუ სად­მე მოკ­რა­ვენ ყურს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი იყი­დე­ბა ან რო­მე­ლი­მე მათ მე­გო­ბარს აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად იძე­ნენ და კი­თხუ­ლო­ბე­ნო.

სა­უბ­რი­სას გიას უმ­ცრო­სი ვაჟი, ფეხ­ბურ­თე­ლი საბა გე­გუ­ჩა­ძეც შე­მოგ­ვეს­წრო და მა­საც ჩა­ვე­კი­თხე, ბავ­შვო­ბა­ში პირ­ვე­ლი წიგ­ნი რა წა­ი­კი­თხე-მეთ­ქი და წამ­ში მი­პა­სუ­ხა, ჯოან რო­უ­ლინ­გის "ჰარი პო­ტე­რი“, მერე და მერე ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი“, "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი“, დათო ტუ­რაშ­ვი­ლის "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბაც“ წა­ვი­კი­თხეო. ზო­გა­დად, მაგ­რად მიყ­ვარს წიგ­ნე­ბის კი­თხვა, გა­ჩუ­ქე­ბის კი, რა გი­თხრა, ჯერ არას­დროს გა­მი­ჩუ­ქე­ბია წიგ­ნი. ჩემ­თვის კი უჩუ­ქე­ბი­ათ - დე­დამ მა­ჩუ­ქა ბაბ­ლუ­ა­ნის "მზე, მთვა­რე და პუ­რის ყანა“, ჯერ­ჯე­რო­ბით ბოლო სა­ჩუ­ქა­რი კი იყო ჯონ სტე­ინ­ბე­კის "თაგ­ვებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზეო“. რო­დე­საც წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა­ზე მიდ­გა საქ­მე, იქაც მოკ­ლედ მი­თხრა, - კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს ჩემი სა­ახ­ლობ­ლო­დან რა წიგ­ნიც ენ­დო­მე­ბა, იმას ვა­ჩუ­ქებ­დიო.

"ბოლო ლუკ­მად“ გიას მე­უღ­ლე - ლელა ყა­მა­რა­უ­ლი შე­მო­ვი­ნა­ხე. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან რომ უყ­ვარს წიგ­ნის კი­თხვა და არც პა­სუ­ხის გა­ცე­მა და­ი­ზა­რა:

გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის წიგ­ნე­ბი, ასე­ვე - ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან­წინ, ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე. მოკ­ლედ რომ გი­თხრა, ჩვენს ოჯახ­ში წიგ­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნივ­თია, ოღონდ - არა ფა­სა­დუ­რი, არა­მედ - სა­კი­თხა­ვი, რა­ზეც შემ­დეგ ერ­თა­დაც ვმსჯე­ლობთ ხოლ­მე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ადამიანი უნდა ღირდეს საამისოდ, რომ მას წიგნი აჩუქო..." -  ინტერვიუ კაცთან, ვინც ფეხბურთის და წიგნის ენა საუკეთესოდ იცის

"ადამიანი უნდა ღირდეს საამისოდ, რომ მას წიგნი აჩუქო..." -  ინტერვიუ კაცთან, ვინც ფეხბურთის და წიგნის ენა საუკეთესოდ იცის

1923 წლიდან მოყოლებული, 23 აპრილი - წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. რაც შეეხება "პალიტრა მედიას“, მან ერთი დღე ერთ თვედ აქცია და ამჯერად მთელი აპრილი იქცა წიგნის დღესასწაულად!

"აჩუქე წიგნი და იყავი თავისუფალი“ - შესანიშნავი სლოგანია და შესანიშნავია ყველაფერი, რაც ამ, ერთი შეხედვით, უტყვ საგანს შეუძლია გადმოგცეს, გაგიზიაროს, შთაგაგონოს, შეგაყვაროს, აგაფორიაქოს, დაგამშვიდოს და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი ემოციის გაზიარება ეხერხება... სიტყვის ხმამაღლა წარმოუთქმელად. ასე თავისუფლდები ყველაფერი უარყოფითისგან და უჩუმრად უერთდები რეალობას, ოცნებას, სიყვარულს, სიყვარულს და ისევ სიყვარულს... ჯადოსნური ძალა აქვს წიგნს. ამიტომაც ვესტუმრე ადამიანს, ვისაც ამ ძალის საუკეთესოდ სწამს, ვინც ფეხბურთის და წიგნის ენა საუკეთესოდ იცის!

საქართველოს უახლესი საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მწვრთნელის - გია გეგუჩაძის ოჯახში ხელცარიელი არ მივსულვარ - რაკი ჩემი დაწერილი წიგნი, გამომცემლობა "პალიტრა L“-ის - "ბიზნესის გენია“ (17 მილიარდერის ცხოვრებისა და წარმატების ამბავი) უკვე გამოსული იყო, ხოლო 23 აპრილი - კარს მომდგარი, ამიტომ წიგნი საკუთარი ავტოგრაფით მივართვი ჩემს ძვირფას ოჯახს და დავაყოლე კიდეც, სამოტივაციოდ ნებისმიერ თქვენგანს წაადგება-მეთქი. თანაც, გეგუჩაძეებს შინ ჩვენი გამომცემლობის წიგნების სერიები ბლომად აქვს შეძენილი და წაკითხულიც.

მე და გია გეგუჩაძე დიდი ხნის მეგობრები ვართ და ვიცი, რომ მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წიგნს, განათლებას და ამიტომაც მიიჩნევა ინტელექტუალურ საფეხბურთო მწვრთნელად. მახსოვს, მის უწინდელ სახლში მთელ კედელზე იყო გაწყობილი თაროები და საოჯახო ბიბლიოთეკა - რასაკვირველია, არა ინტერიერის გასალამაზებლად, არამედ - საკითხავად. ახლაც, როცა გინდა ესტუმრო გიას, აუცილებლად გადაშლილ წიგნთან დაგხვდება. შესანიშნავი კი ის არის, რომ ოჯახში თანამოაზრეები ცხოვრობენ - მისი მეუღლე - ლელა ყამარაული, დედაც, სიდედრიც და ოთხივე შვილიც - თამუნა, გიორგი, გეგი, საბა (მათ შორის - ორი ფეხბურთელია და ერთიც მწვრთნელი) წიგნის კითხვის მოყვარულები არიან. ამიტომაც სწორედ გია შევარჩიე წიგნზე სასაუბროდ და პირველი კითხვაც წიგნს ეძღვნება: რას ნიშნავს მისთვის წიგნი, რას მატებს მას და, ზოგადად, რა მუხტი მოდის წიგნის ფურცლებიდან?

გია გეგუჩაძე:

- თავისუფლება ახსენე წიგნის კითხვასთან და მის სიყვარულთან მიმართებით და... სიმართლე გითხრა, თავისუფლების კუთხით წიგნზე არ მიფიქრია, მაგრამ, ფაქტია, რომ წიგნით იღებ ადამიანი გარკვეულ ინფორმაციას, განათლებას იღებ, მეტი განათლება კი, ვფიქრობ, მეტ თავისუფლებას გაძლევს, თუმცა შეიძლება, ამას საბოლოოდ დადებითიც მოჰყვეს და - უარყოფითიც. ეს კი ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული, საით მიმართავ შენს განათლებას.

- მახსოვს, ლამის ფრთიან გამონათქვამად იქცა, მთავარია, რა გამოიტანა იმ წიგნებიდანო!

- ზუსტად ეგ ვიგულისხმე, რომ გამოტანა - ერთია, მაგრამ წაკითხულის შენს პირად ცხოვრებაში შემოტანა - მეორე. კიდევ გავიმეორებ, ბუნებრივად უნდა გაგაჩნდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, თავმდაბლობა და ა.შ., რომ სწორად გაიაზრო, გააანალიზო და სწორად გაითავისო, რაც წიგნებში ამოიკითხე. თუ წიგნი ღირებულია (ცხადია, ფასს არ ვგულისხმობ), მისგან ბევრ კარგს შეიძენ ადამიანი, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მხატვრული ლიტერატურა იქნება ის, სპეციალური ლიტერატურა თუ ზოგადსაგანმანათლებლო წიგნი - თითოეულიდან შეგიძლია შენთვის სასარგებლო გამოარჩიო. საფუძვლიანი ცოდნა თუ არა, ზოგადად მაინც უნდა გქონდეს ბევრ რამეზე წარმოდგენა და წიგნი ამის საშუალებას აუცილებლად მოგცემს. მართალია, ახლა ციფრული ეპოქაა და წიგნიც, თითქოს ჩანაცვლდა, თუმცა წიგნი თავის მომხიბვლელობას, თავის მისიას მაინც ასრულებს, ფაქტია, წიგნისადმი ინტერესი კვლავ დიდია, და ეს სწორედ წიგნის გამომცემლობების და გამავრცელებლების დამსახურებაა.

პირადად ჩემთვის კი წიგნს ნამდვილად ვერაფერი ჩაანაცვლებს.

- გია, წიგნი გაგიმეტებია ვინმესთვის, გაგიჩუქებია?

- საკუთარი წიგნი ჯერ არ დამიწერია, წიგნის გამეტება კი, სხვათა შორის, არ არის ადვილი. ადამიანი უნდა ღირდეს საამისოდ, რომ მას წიგნი აჩუქო, მით უფრო, თუ ის შენთვის გამორჩეულად ძვირფასი წიგნია. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გავიმეტებდი და... გამიჩუქებია კიდეც. ადრე სწორედ წიგნებს ვჩუქნიდით ერთმანეთს და ეს ძალიან ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა. ახლა უფრო მეტად სხვაგვარ ძვირფას ნივთებს აჩუქებენ ხოლმე ერთმანეთს და მიხარია, თუკი კვლავ წიგნი იბრუნებს ძვირფასი საჩუქრის სტატუსს. სხვათა შორის, რომელ გუნდებშიც მიმუშავია, 4-5 ფეხბურთელი მაინც გვყავდა წიგნის მოყვარული და შეკრებებზე, ვარჯიშისგან თავისუფალ დროს სწორედ წიგნებს კითხულობდნენ. მიკვირდა კიდეც, მაგრამ თან ძალიან მსიამოვნებდა.

- ვთქვათ, წიგნის გაჩუქება რომ მოინდომო ადამიანზე, რომელიც იცი, რომ წიგნს აფასებს, შენი ბიბლიოთეკიდან რომელ წიგნს გაიმეტებდი?

- არ ვიცი, წესით, ვისაც ჩუქნი, მას უნდა იცნობდე, რომ მისი ინტერესები გაითვალისწინო. რაც წლები მომემატა, უფრო დავინტერესდი ბიბლიით, ცხადია, მისივე განმარტებებით რომ იყიდება. ზოგადად სწორედ განმარტებებდართული ბიბლიის კითხვას ვურჩევდი ყველას. ცხადია, საკმაოდ რთულია, ერთხელ წაკითხვა არ გამოდის, ამიტომ ვუბრუნდები ხოლმე და თავიდან ვკითხულობ, მაგრამ მართლაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანიც. ვფიქრობ, სწორედ ბიბლიაა ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა წაიკითხოს ადამიანმა და გაიაზროს, რაც იქ წერია. ამგვარი წიგნების გაცემა, ჩუქება ზერელედ არ შეიძლება, ალბათ, თუკი აჩუქებ, კარგადაც უნდა იცნობდე იმ კონკრეტულ ადამიანს და აფასებდე. ადრე ბევრჯერ მიმიცია წიგნები, არა საჩუქრად, არამედ - მითხოვებია. მერე დამვიწყნია ეს ამბავი და რომ დამჭირვებია, შინ მომიძიებია, აღმომიჩენია, რომ აღარ მაქვს და ძალიან დამნანებია.

- ადრეული ასაკიდან რომელმა წიგნმა დაგიტოვა მძაფრი შთაბეჭდილება?

- (წამით ჩაფიქრდა) ინგლისელი მწერლის, ეტელ ლილიან ვოინიჩის "კრაზანამ“. ალბათ, მერვე ან მეცხრე კლასში ვიყავი, რომ წავიკითხე, ძალიან მძიმე ნაწარმოები აღმოჩნდა, მაგრამ კითხვა მაინც არ მიმიტოვებია. იმ პერიოდში პოეზიითაც ვიყავი გატაცებული. შემდეგ, გვიან ასაკში შთამბეჭდავი აღმოჩნდა ძველი აღთქმიდან ის მონაკვეთი, სადაც სახელმწიფოს მოწყობაზეა საუბარი.

- შენს ფეხბურთელ შვილებზე რას იტყვი, წიგნებს კითხულობენ?

- ბიჭებიც, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, მაინც ცდილობენ, თუ სადმე მოკრავენ ყურს, რომ საინტერესო წიგნი იყიდება ან რომელიმე მათ მეგობარს აქვს, აუცილებლად იძენენ და კითხულობენო.

საუბრისას გიას უმცროსი ვაჟი, ფეხბურთელი საბა გეგუჩაძეც შემოგვესწრო და მასაც ჩავეკითხე, ბავშვობაში პირველი წიგნი რა წაიკითხე-მეთქი და წამში მიპასუხა, ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი“, მერე და მერე ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, "თეთრი ბაირაღები“, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობაც“ წავიკითხეო. ზოგადად, მაგრად მიყვარს წიგნების კითხვა, გაჩუქების კი, რა გითხრა, ჯერ არასდროს გამიჩუქებია წიგნი. ჩემთვის კი უჩუქებიათ - დედამ მაჩუქა ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა“, ჯერჯერობით ბოლო საჩუქარი კი იყო ჯონ სტეინბეკის "თაგვებსა და ადამიანებზეო“. როდესაც წიგნის ჩუქებაზე მიდგა საქმე, იქაც მოკლედ მითხრა, - კონკრეტულ ადამიანს ჩემი საახლობლოდან რა წიგნიც ენდომება, იმას ვაჩუქებდიო.

"ბოლო ლუკმად“ გიას მეუღლე - ლელა ყამარაული შემოვინახე. ვიცოდი, ძალიან რომ უყვარს წიგნის კითხვა და არც პასუხის გაცემა დაიზარა:

გამორჩეულად მიყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნები, ასევე - ცხოვრებისეული. მაგალითად, შარშანწინ, ბათუმში დასვენებისას, დღის განმავლობაში 6 წიგნი წავიკითხე. მოკლედ რომ გითხრა, ჩვენს ოჯახში წიგნი უმნიშვნელოვანესი ნივთია, ოღონდ - არა ფასადური, არამედ - საკითხავი, რაზეც შემდეგ ერთადაც ვმსჯელობთ ხოლმე.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ირმა ხარშილაძე