მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლომის ბოკვერი ჯერჯერობით ისევ ჩემს კაბინეტშია და თავს კარგად გრძნობს" - ჩვენი მკითხველის კითხვებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პასუხობს
"ლომის ბოკვერი ჯერჯერობით ისევ ჩემს კაბინეტშია და თავს კარგად გრძნობს" - ჩვენი მკითხველის  კითხვებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პასუხობს

რო­გორც უკვე იცით, “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“, სა­ხელ­წო­დე­ბით “და­უს­ვი შე­კი­თხვა“ - AMBEBI.GE -ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­კი­თხვა და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ რეს­პონ­დენტს (ცნო­ბილ თუ უც­ნობ ადა­მი­ანს). შე­კი­თხვის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია AMBEBI.GE -ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ან AMBEBI.GE -ს “ფე­სი­ბუქგ­ვერ­დზე“.

თქვენს შე­კი­თხვებს ამ­ჯე­რად “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ ზო­ო­ლოგ­მა, თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. სრუ­ლად კი გა­და­ცე­მის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ზო­ო­ლო­გო­ბა და რა მო­გი­ტა­ნათ ამ პრო­ფე­სი­ამ?

- ზო­ო­ლო­გო­ბა იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს იყო ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო, რად­გა­ნაც ცხო­ვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. როცა გა­ვი­გე, რომ თურ­მე არ­სე­ბობს პრო­ფე­სია, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ცხო­ვე­ლე­ბით, მერე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდ­ხანს არც მი­ფიქ­რია. ეს საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მოხ­და.

პრო­ფე­სი­ამ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მო­მი­ტა­ნა და სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ ცხო­ვე­ლებ­თან რა ცხო­ვე­ლებ­თა­ნაც მი­წევს მუ­შა­ო­ბა... გარ­და ამი­სა მოგ­ზა­უ­რო­ბა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ზო­გა­დად კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა.

- რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის­თვის?

- სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვაა და ამა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლი სა­კი­თხია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბევ­რი რამ არის, მათ შო­რის, სა­ჭი­როა კარ­გი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და კარ­გი ნერ­ვე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. თუ ცხო­ვე­ლე­ბი არ გიყ­ვარს, მა­შინ ზო­ო­პარკში მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ტან­ჯვე­ლად გა­და­იქ­ცეს იმ­დე­ნად რთუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი საქ­მეა.

- ერთხელ თქვით, რომ აფ­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას თქვენს მან­ქა­ნას სპი­ლო გა­მო­ე­კი­და. იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ეს ამ­ბა­ვი?

- ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და. იყო, რომ გა­მო­ე­კი­და და იყო ასე­თიც, როცა პირ­და­პირ მო­დი­ო­და მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­ე­კი­და. შე­იძ­ლე­ბო­და, გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი წარ­მოქ­მნი­ლი­ყო, რომ არა გი­დის სწო­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი. არ დაძ­რათ მან­ქა­ნა, არ გა­იქ­ცე­თო. ეს მოხ­და კრი­უ­გე­რის ეროვ­ნულ პარკში და სწო­რედ გი­დის წყა­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და იქი­დან გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით.

რო­დე­საც მან­ქა­ნა მო­სახ­ვევ­ში შე­ვი­და, იქ სპი­ლო­ე­ბის ჯოგი გა­და­დი­ო­და. აღ­მოვ­ჩნდით სპი­ლო­ე­ბის ჯოგ­სა და მამრ სპი­ლოს შო­რის, საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია იყო... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერთ-ერთი პა­ტა­რა სპი­ლო გა­დას­ვლი­სას შე­ფერ­ხდა, იმ დროს ვი­ხელ­თეთ და გა­ვე­დით.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვი­სას ჩემს ოჯახ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, - წა­მო­ვი­და ჩვე­ნი მან­ქა­ნის­კენ და იმ­დე­ნად მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, რომ მან­ქა­ნას გა­ე­ხა­ხუ­ნა და თან ძა­ლი­ან ინ­ტე­რე­სით გვათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ალ­ბათ ფიქ­რობ­და, ამო­ე­ყი­რა­ვე­ბი­ნა მან­ქა­ნა თუ არა, მაგ­რამ გა­დავ­რჩით.

- ბა­ტო­ნო ზურა, მყა­რი ნერ­ვე­ბი გაქვთ?

- სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვაა... მგო­ნია, რომ კი.

- რა ეტაპ­ზე ხდე­ბა მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი სა­ხი­ფა­თო?

- მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი სა­ხი­ფა­თოა ყო­ველ­თვის. მტა­ცე­ბე­ლი კი არა, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი იყოს სა­ში­ში, მათ შო­რის, ჩლი­ქო­სა­ნიც, მა­გა­ლი­თად, შვე­ლი... ასე რომ, ყვე­ლა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლია...

- “ლა­გუ­ნა­ზე“ 2015 წელს წყალ­დი­დო­ბის დროს ვე­ფხვმა ადა­მი­ა­ნი რომ დაგ­ლი­ჯა, რა იყო იმის მი­ზე­ზი?

- წყალ­დი­დო­ბის დროს, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან დიდი წყა­ლი დად­გა, შემ­დეგ სწრა­ფი დი­ნე­ბა შე­იქ­მნა. დი­ნე­ბამ ვე­ფხვი, “ლა­გუ­ნას“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა. სა­ერ­თოდ, ვე­ფხვე­ბი კარ­გად ცუ­რა­ვენ და მა­ნაც, რო­გორც ჩანს, შეძ­ლო, გა­ე­ცუ­რა. ასე აღ­მოჩ­ნდა იქ არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში სა­დაც იმის­თვის შე­ვი­და, რომ თავი გა­და­ერ­ჩი­ნა. რო­დე­საც იმ შე­ნო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვიდ­ნენ, სამ­წუ­ხა­როდ, ის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და...

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­რა­დად თქვენ 2015 წლის 13 ივ­ნისს ღა­მეს ძლივს გა­დარ­ჩით. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ წყლის ძლი­ე­რი ტალ­ღის­თვის თავი და­გეღ­წი­ათ?

- ნამ­დვი­ლად ასე იყო, 13 ივ­ნი­სის ღა­მეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო, სა­დაც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი პირ­ვე­ლი ტალ­ღე­ბი მო­ვი­და. ძა­ლი­ან დიდი დი­ნე­ბა იყო. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და შემ­დეგ კი მო­მი­წია შე­ნო­ბის კედ­ლებ­ზე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ცოც­ვა. ასაძ­რო­მად ვო­ლი­ე­რის გი­სო­სე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ და სწო­რედ ასე ავ­ძვე­რით შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე. მალე იმ შე­ნო­ბის მხო­ლოდ პა­რა­პე­ტი დარ­ჩა, სა­დაც წყა­ლი ვერ მის­წვდა. და­ნარ­ჩე­ნი წყალ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი და იმ პა­რა­პეტ­ზე დი­ლამ­დე ვი­დე­ქით.

- იმ ღა­მეს პი­რა­დად თქვენ ვინ გიშ­ვე­ლათ?

- რო­გორც კი გა­თენ­და, მო­ვი­და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ახლა ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის კუ­რა­ტორი კოტე ფხა­კა­ძე, ასე­ვე მაშ­ვე­ლე­ბი და გა­მო­ვე­დით. პი­რა­დად კოტე ფხა­კა­ძე იყო, რო­მე­ლიც გა­მოს­ვლა­ში და­მეხ­მა­რა.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­გორც 2015 წელს სა­პატ­რი­არ­ქომ აღ­ნიშ­ნა, კერ­ძოდ, პატ­რი­არ­ქმა გა­ნა­ცხა­და, რომ ზო­ო­პარ­კის გა­ლი­ის გი­სო­სე­ბი ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბის გა­დად­ნო­ბის შე­დე­გა­დაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. რას იტყვით ამა­ზე და ხომ არ იგეგ­მე­ბა მათი ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა?

- 1927 წელს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი რომ შენ­დე­ბო­და, არსე­ბობს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვო­ლი­ე­რის გი­სო­სე­ბი სწო­რედ ზა­რე­ბის გა­დად­ნო­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ის­ხა. არ ვიცი, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა. მაგ­რამ იმ პე­რი­ო­დის­თვის არ­სე­ბუ­ლი ის გი­სო­სე­ბი და მთლი­ა­ნად ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზა­რე­ბის გა­დად­ნო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო შექ­მნი­ლი, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში უკვე აღარ არ­სე­ბობს. მოკ­ლედ, თუ ასე­თი იყო, ამ­ჟა­მად ის გი­სო­სე­ბი აღარ არის.

- ლაშა ბე­ქა­უ­რის მოყ­ვა­ნი­ლი ლო­მის ბოკ­ვრის­თვის იგეგ­მე­ბო­და მა­სი­უ­რი გა­ლი­ის აგე­ბა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეს სა­კი­თხი? ისევ თქვენ კა­ბი­ნეტ­შია?

- “მა­სი­ურ გა­ლი­ა­ში“ ალ­ბათ შე­კი­თხვის ავ­ტო­რი უფრო ფარ­თო ვო­ლი­ერს გუ­ლის­ხმობს. რა თქმა უნდა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, ამას თა­ვის პე­რი­ო­დი დრო სჭირ­დე­ბა. მა­ნამ­დე ის ისევ ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იმ­ყო­ფე­ბა და თავს კარ­გად გრძნობს.

- თუ ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი მტა­ცებ­ლის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა, რა უნდა იცო­დეს?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლის და არა მხო­ლოდ მტა­ცებ­ლის პი­რის­პირ ხვდე­ბა, პირ­ვე­ლი სა­ჭი­როა, ვი­ცო­დეთ, რა ცხო­ველ­თან გვაქვს საქ­მე. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა ტი­პის ცხო­ველ­თან, სხვა­დას­ხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა ან მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს. მთა­ვა­რია, რომ ცხო­ვე­ლის მი­მართ არ გა­მო­ხა­ტოს აგ­რე­სია. არ გა­იქ­ცეს, ამან შე­საძ­ლე­ბე­ლია თავ­დას­ხმის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამა­საც კარ­გი ნერ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ დავ­დგეთ მტა­ცებ­ლის პი­რის­პირ. უნდა გი­თხრათ, რომ ცხო­ვე­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში ეს­ხმის ადა­მი­ანს. თუმ­ცა არის გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. მთა­ვა­რია, თავ­დას­ხმის პრო­ვო­ცი­რე­ბა არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ, არ ვა­ი­ძუ­ლოთ ცხო­ვე­ლი, თავს დაგ­ვეს­ხას. ჩვე­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა, ხე­ლე­ბის ქნე­ვა, გაქ­ცე­ვა, ყვი­რი­ლი, აგ­რე­სია - ეს შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­ვიქ­ცეთ. ეს კი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რო­მელ სა­ხე­ო­ბას­თან, რო­მელ ცხო­ველ­თან გვექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ველ რიგ­ში სა­სურ­ვე­ლია, ცხო­ველს ვცნობ­დეთ.

სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია და ძა­ლი­ან უნდა გა­გი­მარ­თლოს, რომ გა­რე­ულ ცხო­ველს პი­რის­პირ შეხ­ვდეთ. საკ­მაო ფრთხი­ლე­ბი არი­ან ჩვენ­თან.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლომის ბოკვერი ჯერჯერობით ისევ ჩემს კაბინეტშია და თავს კარგად გრძნობს" - ჩვენი მკითხველის კითხვებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პასუხობს

"ლომის ბოკვერი ჯერჯერობით ისევ ჩემს კაბინეტშია და თავს კარგად გრძნობს" - ჩვენი მკითხველის  კითხვებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პასუხობს

როგორც უკვე იცით, “სახალხო ინტერვიუ“, სახელწოდებით “დაუსვი შეკითხვა“ - AMBEBI.GE -ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია AMBEBI.GE -ს კომენტარების ველში ან AMBEBI.GE -ს “ფესიბუქგვერდზე“.

თქვენს შეკითხვებს ამჯერად “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “სახალხო ინტერვიუ“ ზოოლოგმა, თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ უპასუხა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

- რატომ აირჩიეთ ზოოლოგობა და რა მოგიტანათ ამ პროფესიამ?

- ზოოლოგობა იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, ეს იყო ჩემი ინტერესის სფერო, რადგანაც ცხოველები ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. როცა გავიგე, რომ თურმე არსებობს პროფესია, რომლითაც შეიძლება დაკავებული იყო მხოლოდ ცხოველებით, მერე ამასთან დაკავშირებით დიდხანს არც მიფიქრია. ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა.

პროფესიამ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მომიტანა და საინტერესო ურთიერთობები იმ ცხოველებთან რა ცხოველებთანაც მიწევს მუშაობა... გარდა ამისა მოგზაურობა და ბევრი საინტერესო თავგადასავალი. ზოგადად კი მრავალფეროვანი ცხოვრება.

- რა არის მნიშვნელოვანი ზოოპარკის დირექტორისთვის?

- საინტერესო შეკითხვაა და ამაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა რთული საკითხია. მნიშვნელოვანი ბევრი რამ არის, მათ შორის, საჭიროა კარგი ნერვული სისტემა და კარგი ნერვები და რაც მთავარია, ცხოველების სიყვარული. თუ ცხოველები არ გიყვარს, მაშინ ზოოპარკში მუშაობა შეიძლება სატანჯველად გადაიქცეს იმდენად რთული და დატვირთული საქმეა.

- ერთხელ თქვით, რომ აფრიკაში ყოფნისას თქვენს მანქანას სპილო გამოეკიდა. იქნებ გაიხსენოთ ეს ამბავი?

- ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონდა. იყო, რომ გამოეკიდა და იყო ასეთიც, როცა პირდაპირ მოდიოდა მანქანის მიმართულებით. ფაქტობრივად, გამოეკიდა. შეიძლებოდა, გარკვეული საფრთხეები წარმოქმნილიყო, რომ არა გიდის სწორი მოქმედებები. არ დაძრათ მანქანა, არ გაიქცეთო. ეს მოხდა კრიუგერის ეროვნულ პარკში და სწორედ გიდის წყალობით შესაძლებელი გახდა იქიდან გავქცეულიყავით.

როდესაც მანქანა მოსახვევში შევიდა, იქ სპილოების ჯოგი გადადიოდა. აღმოვჩნდით სპილოების ჯოგსა და მამრ სპილოს შორის, საკმაოდ სახიფათო სიტუაცია იყო... საბედნიეროდ, ერთ-ერთი პატარა სპილო გადასვლისას შეფერხდა, იმ დროს ვიხელთეთ და გავედით.

მეორე შემთხვევისას ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, - წამოვიდა ჩვენი მანქანისკენ და იმდენად მოგვიახლოვდა, რომ მანქანას გაეხახუნა და თან ძალიან ინტერესით გვათვალიერებდა. ალბათ ფიქრობდა, ამოეყირავებინა მანქანა თუ არა, მაგრამ გადავრჩით.

- ბატონო ზურა, მყარი ნერვები გაქვთ?

- საინტერესო კითხვაა... მგონია, რომ კი.

- რა ეტაპზე ხდება მტაცებელი ცხოველი სახიფათო?

- მტაცებელი ცხოველი სახიფათოა ყოველთვის. მტაცებელი კი არა, შეიძლება ნებისმიერი გარეული ცხოველი იყოს საშიში, მათ შორის, ჩლიქოსანიც, მაგალითად, შველი... ასე რომ, ყველა გარეული ცხოველი პოტენციურად ხიფათის შემცველია...

- “ლაგუნაზე“ 2015 წელს წყალდიდობის დროს ვეფხვმა ადამიანი რომ დაგლიჯა, რა იყო იმის მიზეზი?

- წყალდიდობის დროს, როდესაც ზოოპარკის ტერიტორიაზე ძალიან დიდი წყალი დადგა, შემდეგ სწრაფი დინება შეიქმნა. დინებამ ვეფხვი, “ლაგუნას“ ტერიტორიაზე მიიყვანა. საერთოდ, ვეფხვები კარგად ცურავენ და მანაც, როგორც ჩანს, შეძლო, გაეცურა. ასე აღმოჩნდა იქ არსებულ შენობაში სადაც იმისთვის შევიდა, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც იმ შენობაში ადამიანები შევიდნენ, სამწუხაროდ, ის საშინელი ტრაგედია მოხდა...

- როგორც ცნობილია, პირადად თქვენ 2015 წლის 13 ივნისს ღამეს ძლივს გადარჩით. როგორ მოახერხეთ წყლის ძლიერი ტალღისთვის თავი დაგეღწიათ?

- ნამდვილად ასე იყო, 13 ივნისის ღამეს ვიმყოფებოდი ზოოპარკის ტერიტორიაზე, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, სადაც საკმაოდ ძლიერი პირველი ტალღები მოვიდა. ძალიან დიდი დინება იყო. მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი და შემდეგ კი მომიწია შენობის კედლებზე პირდაპირი მნიშვნელობით ცოცვა. ასაძრომად ვოლიერის გისოსები გამოვიყენეთ და სწორედ ასე ავძვერით შენობის სახურავზე. მალე იმ შენობის მხოლოდ პარაპეტი დარჩა, სადაც წყალი ვერ მისწვდა. დანარჩენი წყალში იყო მოქცეული და იმ პარაპეტზე დილამდე ვიდექით.

- იმ ღამეს პირადად თქვენ ვინ გიშველათ?

- როგორც კი გათენდა, მოვიდა ჩემი თანამშრომელი, ახლა ეგზოტარიუმის კურატორი კოტე ფხაკაძე, ასევე მაშველები და გამოვედით. პირადად კოტე ფხაკაძე იყო, რომელიც გამოსვლაში დამეხმარა.

- ბატონო ზურაბ, როგორც 2015 წელს საპატრიარქომ აღნიშნა, კერძოდ, პატრიარქმა განაცხადა, რომ ზოოპარკის გალიის გისოსები ეკლესიის ზარების გადადნობის შედეგადაა დამზადებული. რას იტყვით ამაზე და ხომ არ იგეგმება მათი ახლით ჩანაცვლება?

- 1927 წელს თბილისის ზოოპარკი რომ შენდებოდა, არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ვოლიერის გისოსები სწორედ ზარების გადადნობის შედეგად ჩამოისხა. არ ვიცი, ეს ინფორმაცია სიმართლეს რამდენად შეეფერება. მაგრამ იმ პერიოდისთვის არსებული ის გისოსები და მთლიანად ის განყოფილება, რომელიც ზარების გადადნობით შესაძლებელია ყოფილიყო შექმნილი, ძალიან დიდი ხანია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თბილისის ზოოპარკში უკვე აღარ არსებობს. მოკლედ, თუ ასეთი იყო, ამჟამად ის გისოსები აღარ არის.

- ლაშა ბექაურის მოყვანილი ლომის ბოკვრისთვის იგეგმებოდა მასიური გალიის აგება. რა მდგომარეობაში ეს საკითხი? ისევ თქვენ კაბინეტშია?

- “მასიურ გალიაში“ ალბათ შეკითხვის ავტორი უფრო ფართო ვოლიერს გულისხმობს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მშენებლობა, ამას თავის პერიოდი დრო სჭირდება. მანამდე ის ისევ ჩემს კაბინეტში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

- თუ ოდესმე ადამიანი მტაცებლის პირისპირ აღმოჩნდა, რა უნდა იცოდეს?

- როდესაც ადამიანი ნებისმიერი ცხოველის და არა მხოლოდ მტაცებლის პირისპირ ხვდება, პირველი საჭიროა, ვიცოდეთ, რა ცხოველთან გვაქვს საქმე. ხშირ შემთხვევაში, ადამიანს სხვადასხვა ტიპის ცხოველთან, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა ან მოქმედება შეიძლება დასჭირდეს. მთავარია, რომ ცხოველის მიმართ არ გამოხატოს აგრესია. არ გაიქცეს, ამან შესაძლებელია თავდასხმის პროვოცირება გამოიწვიოს.

ამასაც კარგი ნერვები სჭირდება, რომ დავდგეთ მტაცებლის პირისპირ. უნდა გითხრათ, რომ ცხოველი ძალიან იშვიათ შემთხვევაში ესხმის ადამიანს. თუმცა არის გამონაკლისებიც. მთავარია, თავდასხმის პროვოცირება არ გამოვიწვიოთ, არ ვაიძულოთ ცხოველი, თავს დაგვესხას. ჩვენი არაადეკვატური მოქმედება, ხელების ქნევა, გაქცევა, ყვირილი, აგრესია - ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ეს კი გამოწვეულია იმით, რომელ სახეობასთან, რომელ ცხოველთან გვექნება ურთიერთობა. პირველ რიგში სასურველია, ცხოველს ვცნობდეთ.

საერთოდ, საქართველოში ასეთ შემთხვევები იშვიათია და ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გარეულ ცხოველს პირისპირ შეხვდეთ. საკმაო ფრთხილები არიან ჩვენთან.