მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი" - მეუფე შიო
"საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი" - მეუფე შიო

სა­ო­ცა­რია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა. ამით ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­და­მი და ეს მთელ სამ­ყა­როს აუ­წყა, უჩ­ვე­ნა ამ დი­დე­ბუ­ლი, სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხა­ტის, საქ­რის­ტი­ა­ნოს ერთ-ერთი უდი­დე­სი სიწ­მინ­დის, ჩვენ­თან მოვ­ლი­ნე­ბით , - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი)ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის სამ­შა­ბათს, ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ხსე­ნე­ბის დღეს, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მე­უ­ფე შიომ ქა­და­გე­ბი­სას ზი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "უნდა ვე­ცა­დოთ, უფრო ხში­რად სი­ნა­ნუ­ლით, უფ­ლის იმე­დის წყა­ლო­ბით ვე­ზი­ა­როთ ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს და ამით და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ უფალს. ამ სი­ახ­ლო­ვის შე­დე­გად გავძლი­ერ­დეთ სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად, რომ შევ­ძლოთ, ღირ­სე­უ­ლად წარვმარ­თოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა“

"მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო მე­უ­ფეო, ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღე­სას­წა­ულს - ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის სამ­შა­ბათს და ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ხსე­ნე­ბას, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღეს წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს მკვდრე­თით აღ­დგო­მი­ლი იესო ქრის­ტეს შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ თა­ვის ორ მო­ცი­ქულ­თან - ლუ­კა­სა და კლე­ო­პას­თან, რო­დე­საც ისი­ნი ემა­უს­ში მი­დი­ოდ­ნენ. უფა­ლი იესო ქრის­ტე მი­დის მათ­თან და ესა­უბ­რე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი ვერ იც­ნო­ბენ მას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით იტყვი­ან, რომ გულ­ში იგ­რძნეს დიდი მხურ­ვა­ლე­ბა ამ სა­უბ­რის დროს. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი სახ­ლში შე­დი­ან და უფა­ლი იესო ქრის­ტე აღას­რუ­ლებს ევ­ქა­რის­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას, პურს გა­ტე­ხავს და მათ მის­ცემს, აი, მა­შინ იც­ნო­ბენ, რომ მათ წი­ნა­შე არის მა­ცხო­ვა­რი.

რა­ტომ მოხ­და ასე, რომ მათ თა­ვი­ან­თი მო­ძღვა­რი ვერ იც­ნეს ამ სა­უბ­რის დროს?

ისე ხდე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რომ ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი გო­ნე­ბით შე­იც­ნონ ღმერ­თი. ამის­თვის კი­თხუ­ლო­ბენ წმინ­და წე­რილს, ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რას, საღვთის­მე­ტყვე­ლო წიგ­ნებს, უს­მე­ნენ ქა­და­გე­ბებს. ეს, რა თქმა უნდა, მათ ეხ­მა­რე­ბა, ლუ­კას და კლე­ო­პას მსგავ­სად შე­იძ­ლე­ბა გუ­ლიც კი გა­უთ­ბოს, მაგ­რამ სრუ­ლი­ად არ არის საკ­მა­რი­სი ღმერ­თის შე­საც­ნო­ბად, იმის­თვის, რომ იგ­რძნო და და­ი­ნა­ხო შენს ცხოვ­რე­ბა­ში ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა, მას­თან კავ­ში­რი და­ამ­ყა­რო, გა­ნი­ცა­დო მას­თან შეხ­ვედ­რა. ამის­თვის სა­ჭი­როა იმო­ნა­წი­ლეო ევ­ქა­რის­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ში და სი­ნა­ნუ­ლი­თა და რწმე­ნით ეზი­ა­რო ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს. აი, მხო­ლოდ მა­შინ, ასე ვთქვათ, ეს წიგ­ნე­ბი კი არ მუ­შა­ობს შენ­ში, შენი გო­ნე­ბის და გო­ნივ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა კი არ არის, არა­მედ უკვე მთე­ლი შენი გუ­ლი­თა და გო­ნე­ბით გრძნობ ღმერ­თის არ­სე­ბო­ბას, ხე­დავ მას შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­ვე, რო­გორც ლუ­კამ და კლე­ო­პამ და­ი­ნა­ხეს, იც­ნეს მა­ცხო­ვა­რი მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს ეზი­არ­ნენ.

ამ­რი­გად, დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის, რომ წმინ­და ზი­ა­რე­ბას აქვს არა მხო­ლოდ ძალა, რომ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი ვნე­ბე­ბი გან­კურ­ნოს, არა­მედ ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბა რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, იმა­ში, რომ შე­ვიგ­რძნოთ უფ­ლის სი­ახ­ლო­ვე, შე­ვიგ­რძნოთ ის, რომ უფა­ლი ამ თა­ვი­სი დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით ხელს გვიწ­ვდის და გვი­ღებს ჩვენ, უღირს და უძღებ შვი­ლებს.

ამი­ტომ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, უნდა ვე­ცა­დოთ, უფრო ხში­რად სი­ნა­ნუ­ლით, უფ­ლის იმე­დის წყა­ლო­ბით ვე­ზი­ა­როთ ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს და ამით და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ უფალს. ამ სი­ახ­ლო­ვის შე­დე­გად გავძლი­ერ­დეთ სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად, რომ შევ­ძლოთ, ღირ­სე­უ­ლად წარვმარ­თოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

დღეს არის ასე­ვე დიდი დღე­სას­წა­უ­ლი - ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ხსე­ნე­ბა, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტაძ­რის დღე­სას­წა­უ­ლი. გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ ყვე­ლას, ვინც ამ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობთ, ვინც შრო­მობს, ვინც გა­ლობს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ ამ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. აქ გვეს­წრე­ბა წი­ნამ­ძღვა­რი ამ ტაძ­რი­სა, არ­ქი­მან­დრი­ტი შიო, არ­ქი­ტექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ომარ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი თა­ვა­ძე და სხვე­ბი, არ გა­მომ­რჩეს არა­ვინ. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ!

სა­ო­ცა­რია, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა. ამით ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­და­მი და ეს მთელ სამ­ყა­როს აუ­წყა, უჩ­ვე­ნა ამ დი­დე­ბუ­ლი, სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხა­ტის,საქ­რის­ტი­ა­ნოს ერთ-ერთი უდი­დე­სი სიწ­მინ­დის, ჩვენ­თან მოვ­ლი­ნე­ბით. აქე­დან ჩანს, რომ უფა­ლი მუ­დამ ზრუ­ნავს ჩვენ­ზე, არას­დროს არ გვტო­ვებს და ასე­ვე მუ­დამ ზრუ­ნავს ჩვენ­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, ლო­ცუ­ლობს ჩვენ­თვის უფ­ლის წი­ნა­შე, რისი ნი­შა­ნიც არის ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხა­ტის მობ­რძა­ნე­ბა ქარ­თველ­თა მო­ნას­ტერ­ში.

კი­დევ ერთხელ, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს, ინე­ბოს მკვდრე­თით აღ­დგო­მილ­მა უფალ­მა იესო ქრის­ტემ, რომ ჩვე­ნი გუ­ლე­ბი გა­ა­ნა­თოს და გაგ­ვაძ­ლი­ე­როს სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად, რათა დიდი სი­ხა­რუ­ლით სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­თხრათ ერ­თმა­ნეთს: ქრის­ტე აღ­დგა! ქრის­ტე აღ­დგა! ქრის­ტე აღ­დგა!“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

"საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი" - მეუფე შიო

"საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი" - მეუფე შიო

საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელ სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ დიდებული, სასწაულთმოქმედი ხატის, საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, ჩვენთან მოვლინებით , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

  • მეუფე შიომ ქადაგებისას ზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "უნდა ვეცადოთ, უფრო ხშირად სინანულით, უფლის იმედის წყალობით ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით დავუახლოვდეთ უფალს. ამ სიახლოვის შედეგად გავძლიერდეთ სულიერად და ხორციელად, რომ შევძლოთ, ღირსეულად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება“

"მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტეს შეხვედრის შესახებ თავის ორ მოციქულთან - ლუკასა და კლეოპასთან, როდესაც ისინი ემაუსში მიდიოდნენ. უფალი იესო ქრისტე მიდის მათთან და ესაუბრება, მაგრამ ისინი ვერ იცნობენ მას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იტყვიან, რომ გულში იგრძნეს დიდი მხურვალება ამ საუბრის დროს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სახლში შედიან და უფალი იესო ქრისტე აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, პურს გატეხავს და მათ მისცემს, აი, მაშინ იცნობენ, რომ მათ წინაშე არის მაცხოვარი.

რატომ მოხდა ასე, რომ მათ თავიანთი მოძღვარი ვერ იცნეს ამ საუბრის დროს?

ისე ხდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ხშირად ადამიანები ცდილობენ, თავიანთი გონებით შეიცნონ ღმერთი. ამისთვის კითხულობენ წმინდა წერილს, ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურას, საღვთისმეტყველო წიგნებს, უსმენენ ქადაგებებს. ეს, რა თქმა უნდა, მათ ეხმარება, ლუკას და კლეოპას მსგავსად შეიძლება გულიც კი გაუთბოს, მაგრამ სრულიად არ არის საკმარისი ღმერთის შესაცნობად, იმისთვის, რომ იგრძნო და დაინახო შენს ცხოვრებაში ღმერთის არსებობა, მასთან კავშირი დაამყარო, განიცადო მასთან შეხვედრა. ამისთვის საჭიროა იმონაწილეო ევქარისტიის საიდუმლოებაში და სინანულითა და რწმენით ეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი, მხოლოდ მაშინ, ასე ვთქვათ, ეს წიგნები კი არ მუშაობს შენში, შენი გონების და გონივრული წიგნების დამსახურება კი არ არის, არამედ უკვე მთელი შენი გულითა და გონებით გრძნობ ღმერთის არსებობას, ხედავ მას შენს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ლუკამ და კლეოპამ დაინახეს, იცნეს მაცხოვარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარნენ.

ამრიგად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ წმინდა ზიარებას აქვს არა მხოლოდ ძალა, რომ ჩვენი სულიერი და ხორციელი ვნებები განკურნოს, არამედ ასევე გვეხმარება რწმენის გაძლიერებაში, იმაში, რომ შევიგრძნოთ უფლის სიახლოვე, შევიგრძნოთ ის, რომ უფალი ამ თავისი დიდი საიდუმლოებით ხელს გვიწვდის და გვიღებს ჩვენ, უღირს და უძღებ შვილებს.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა ვეცადოთ, უფრო ხშირად სინანულით, უფლის იმედის წყალობით ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით დავუახლოვდეთ უფალს. ამ სიახლოვის შედეგად გავძლიერდეთ სულიერად და ხორციელად, რომ შევძლოთ, ღირსეულად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

დღეს არის ასევე დიდი დღესასწაული - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ, ვინც შრომობს, ვინც გალობს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ტაძრის მშენებლობაში. აქ გვესწრება წინამძღვარი ამ ტაძრისა, არქიმანდრიტი შიო, არქიტექტორი, ბატონი ომარ ნაფეტვარიძე, ბატონი გიორგი თავაძე და სხვები, არ გამომრჩეს არავინ. ღმერთმა დაგლოცოთ!

საოცარია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელ სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ დიდებული, სასწაულთმოქმედი ხატის,საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, ჩვენთან მოვლინებით. აქედან ჩანს, რომ უფალი მუდამ ზრუნავს ჩვენზე, არასდროს არ გვტოვებს და ასევე მუდამ ზრუნავს ჩვენზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ლოცულობს ჩვენთვის უფლის წინაშე, რისი ნიშანიც არის ამ შესანიშნავი ხატის მობრძანება ქართველთა მონასტერში.

კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ინებოს მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ჩვენი გულები გაანათოს და გაგვაძლიეროს სულიერად და ხორციელად, რათა დიდი სიხარულით სიყვარულით ვუთხრათ ერთმანეთს: ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა მეუფე შიომ.