მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება - მასშტაბური კამპანია, რომელშიც უამრავი ცნობილი ადამიანი უკვე ჩაერთო
აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება - მასშტაბური კამპანია, რომელშიც უამრავი ცნობილი ადამიანი უკვე ჩაერთო

აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ამ სლო­გა­ნის გარ­შე­მო ხვალ 23 აპ­რილს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან­დე­ბა. 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ UNESCO-მ 1995 წელს გა­მო­ა­ცხა­და. "ბიბ­ლუ­სი“ კი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად, 2019 წლი­დან შე­უ­ერ­თდა ტრა­დი­ცი­ას და ის აქ­ცია სო­ცი­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბად, რომ­ლის მი­ზა­ნიც წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა.

  • წელს კამ­პა­ნი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა და სლო­გა­ნით #აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ა­რა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და დატ­ვირ­თვას, დიდი სი­ა­მა­ყით ერ­თვე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში და მათ­თვის ძვირ­ფას ახ­ლობ­ლებს წიგ­ნებს ჩუქ­ნი­ან. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სოს ხდის ის ამ­ბა­ვიც, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ მი­ღე­ბუ­ლი თუ გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რონ და სხვა მე­გობ­რე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ონ.

კამ­პა­ნი­ა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის­თვის ერ­თგვარ მა­გა­ლი­თა­დაც იქ­ცნენ. მათ შო­რის არი­ან: ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, დათო გორ­გი­ლა­ძე, ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე.

"ყო­ვე­ლი ერთი ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნი არის ერთი ნა­ბი­ჯი ახა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის. ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს წიგ­ნე­ბი და ამით ჩვენ ვა­ჩუ­ქებთ ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი და მათ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნი­ა­შია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი კერ­ძო სექ­ტო­რიც. "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი“, "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა“, Holiday Inn Tbilisi, "კოკა-კოლა“, "პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი“ - ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია მათი, ვინც წელს ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და წიგ­ნებს სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებ­სა თუ მომ­ხმა­რებ­ლებს ჩუქ­ნი­ან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კამ­პა­ნი­ა­ში დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თვე­ბი­ან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ბავ­შვე­ბი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კლა­სე­ლებს მათ­თვის ძვირ­ფას წიგ­ნებს ჩუქ­ნი­ან. ეს კი კი­დევ ერთი მი­ზე­ზია, რომ მო­ზარ­დებ­მა უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცი­ით იკი­თხონ და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

  • თა­ვად ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის მუდ­მი­ვად მზად არის კომ­პა­ნი­ებ­სა თუ რი­გით ადა­მი­ა­ნებს გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩარ­თვა­ში და­ეხ­მა­როს.

"ჩემი მხრი­დან რა სა­ჭი­რო­ე­ბაც იქ­ნე­ბა: სოფ­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, კომ­პა­ნი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს და­ეხ­მა­რონ წიგ­ნით, პირ­ველ ხაზ­ზე ვარ“, - აღ­ნიშ­ნავს კე­კე­ლი­ძე.

აპ­რი­ლის წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ და­წე­სე­ბაც სწო­რედ იმი­ტომ მოხ­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თოს კამ­პა­ნი­ა­ში და მეტ­მა იგ­რძნოს წიგ­ნის ძალა. ამ დღის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­და თა­ვად "ბიბ­ლუ­სიც“. "ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად წიგ­ნებ­ზე 20-70% ფას­დაკ­ლე­ბა იმოქ­მე­დებს. მა­ღა­ზი­ა­ში მი­სულ მკი­თხველს კომ­პა­ნია სა­ჩუქ­რებ­საც და­ახ­ვედ­რებს.

მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვამ უკვე მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო და ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბა შეძ­ლო, ვი­საც წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მეტ–ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია. აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

(R)

00:00 / 00:00
ავტორი:

აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება - მასშტაბური კამპანია, რომელშიც უამრავი ცნობილი ადამიანი უკვე ჩაერთო

აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება - მასშტაბური კამპანია, რომელშიც უამრავი ცნობილი ადამიანი უკვე ჩაერთო

აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება - ამ სლოგანის გარშემო ხვალ 23 აპრილს მთელი საქართველოს ერთიანდება. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. "ბიბლუსი“ კი, გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ტრადიციას და ის აქცია სოციალურ მოძრაობად, რომლის მიზანიც წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა.

  • წელს კამპანიამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა და სლოგანით #აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება უამრავი ადამიანი მოიარა. თითოეული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს წიგნის მნიშვნელობასა და დატვირთვას, დიდი სიამაყით ერთვება ინიციატივაში და მათთვის ძვირფას ახლობლებს წიგნებს ჩუქნიან. მონაწილეობას კიდევ უფრო სახალისოს ხდის ის ამბავიც, რომ მათ შეუძლიათ მიღებული თუ გაჩუქებული წიგნის შესახებ სოციალურ ქსელში აზრი გაგვიზიარონ და სხვა მეგობრებიც გამოიწვიონ.

კამპანიაში, ტრადიციულად, ჩართული არიან საზოგადოების ცნობილი სახეებიც, რომლებიც სხვებისთვის ერთგვარ მაგალითადაც იქცნენ. მათ შორის არიან: ნინო სუხიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ძმები არველაძეები, ნათია ფანჯიკიძე, მზექალა შანიძე.

"ყოველი ერთი ნაჩუქარი წიგნი არის ერთი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისა და ნათელი მომავლისთვის. ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები და ამით ჩვენ ვაჩუქებთ ცოდნას, გამოცდილებას და თავისუფლებას“, - სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას ნინო სუხიშვილი და მათ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

წიგნის ჩუქების კამპანიაშია აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორიც. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, "ევროპული სკოლა“, Holiday Inn Tbilisi, "კოკა-კოლა“, "პალიტრა ჰოლდინგი“ - ეს მხოლოდ ნაწილია მათი, ვინც წელს ინიციატივაში მონაწილეობს და წიგნებს საკუთარ თანამშრომლებსა თუ მომხმარებლებს ჩუქნიან.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში დიდი სიამოვნებით ერთვებიან სკოლის მოსწავლეებიც მთელი საქართველოს მასშტაბით. ბავშვები მასწავლებლის ხელმძღვანელობით კლასელებს მათთვის ძვირფას წიგნებს ჩუქნიან. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რომ მოზარდებმა უფრო მეტი მოტივაციით იკითხონ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნების შესახებ.

  • თავად ინიციატივის ავტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ის მუდმივად მზად არის კომპანიებსა თუ რიგით ადამიანებს გამოწვევაში ჩართვაში დაეხმაროს.

"ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნით, პირველ ხაზზე ვარ“, - აღნიშნავს კეკელიძე.

აპრილის წიგნის ჩუქების თვედ დაწესებაც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს კამპანიაში და მეტმა იგრძნოს წიგნის ძალა. ამ დღის განსაკუთრებულად მოემზადა თავად "ბიბლუსიც“. "ბიბლუსის“ ქსელში სპეციალურად წიგნებზე 20-70% ფასდაკლება იმოქმედებს. მაღაზიაში მისულ მკითხველს კომპანია საჩუქრებსაც დაახვედრებს.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ადამიანების ჩართულობით ინიციატივამ უკვე მასშტაბური სახე მიიღო და ბევრი ისეთი ადამიანის გახარება შეძლო, ვისაც წიგნზე ხელმისაწვდომობა მეტ–ნაკლებად შეზღუდული აქვს.

წიგნი საუკეთესო საჩუქარია. აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება.

(R)