მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დაიკითხა, სასამართლო ხმაურის ფონზე პოლიციის თანხლებით დატოვა - დააკავეს ერთი პირი
გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დაიკითხა, სასამართლო ხმაურის ფონზე პოლიციის თანხლებით დატოვა - დააკავეს ერთი პირი

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა სა­ლო­მე ედი­შე­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წევ­რის, პო­ლი­ცი­ელ მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძე­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ საბა სხვი­ტა­რი­ძის საქ­მე­ზე და­ი­კი­თხა, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა ხმა­უ­რი­სა და შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე და­ტო­ვა.

  • "მონა ედი­შე­რაშ­ვი­ლი" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს მას სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა.

გა­მომ­ძი­ე­ბელს სა­სა­მარ­თლო­დან გას­ვლა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თან­ხლე­ბით მო­უ­წია. ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან დიდი ოდე­ნო­ბით პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ერთი პირი, გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე და­ა­კა­ვეს.

სა­ლო­მე ედი­შე­რაშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე მის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

ად­ვო­კატ ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რა თუ არა, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

ასე­ვე, კი­თხვა­ზე, "ქორ­თი­ად მე­რი­ო­ო­ტის" მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი რა­ტომ არ ამო­ი­ღო, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და­მაგ­რე­ბუ­ლია".

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე მო­ი­თხო­ვა თუ არა ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რაც მათ შო­რის, და­ად­გენ­და, იმას, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იყო თუ არა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უპა­სუ­ხა, რომ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ნა­წერ­ზე არ მო­უ­თხო­ვია, ვი­ნა­ი­დან, ვი­დეო პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

კი­თხვა­ზე, ეს­მის თუ არა მას ვი­დე­ო­ში, საბა სხვი­ტა­რი­ძის სი­ტყვე­ბი, "ქალს ხელს რო­გორ ურტყამ", ედი­შე­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, "მე მგო­ნი ის­მის".

ად­ვო­კატ­მა, პო­ლი­ცი­ელ ლუკა ჯინ­ჭა­რა­ძის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის "თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტად" მი­თი­თე­ბა­ზეც ჰკი­თხა, რა­ზეც ედი­შე­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ

"ორი "მე­რი­ო­ტია" და ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა იყო, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში კი ჩანს, თუ სად მოხ­და ფაქ­ტი".

აღ­ნიშ­ნულ­ზე ად­ვო­კა­ტი ჩა­ე­კი­თხა, ეს მისი შეც­დო­მა იყო თუ, მოწ­მე­ე­ბის, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უპა­სუ­ხა, "შე­იძ­ლე­ბა ჩემი იყოს, შე­იძ­ლე­ბა - მოწ­მე­ე­ბის".

ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, ვი­დე­ო­ში სად­მე ის­მის თუ არა ფრა­ზა, როცა მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძე ამ­ბობს, პო­ლი­ცი­ე­ლი ვარ და ნუ მირ­ტყა­მო, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "არ ახ­სოვს".

ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა კი­თხვა და­უს­ვა, ხე­დავ­და თუ არა ის ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქის­თვის ხე­ლის დარ­ტყმას.

"ხე­ლის გარ­ტყმის მო­მენ­ტი კარ­გად არ ჩანს, ეს ფაქ­ტი ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­რო არაა, ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­აა",- გა­ნა­ცხა­და ედი­შე­რაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, იმის­თვის, რომ პი­რის პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის მუხ­ლით ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა მოხ­დეს, მის­თვის ცნო­ბი­ლი უნდა იყოს ის ფაქ­ტი, რომ პირი პო­ლი­ცი­ე­ლია. ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა ედი­შე­რაშ­ვილს მი­მარ­თა, ჰკი­თხა თუ არა მან პო­ლი­ცი­ე­ლებს, თუ რა მიზ­ნით არ ეც­ვათ ფორ­მე­ბი, რა­ზეც ედი­შე­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მით ყოფ­ნა და­ნა­შა­უ­ლი არაა". ასე­ვე, გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, მას მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძე არ და­უ­კი­თხავს.

ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად, იყო თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძის წი­ნა­რე ქმე­დე­ბე­ბი, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"კად­რებ­ში, რო­მელ­საც აჩ­ვე­ნებთ, კარ­გად ჩანს, რომ საბა სხვი­ტა­რი­ძე მი­რი­ან ქავ­თა­რა­ძის­გან მო­შო­რე­ბით დგას, მისი ქმე­დე­ბა ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში არაა",- გა­ნა­ცხა­და ედი­შე­რაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის კი­თხვა­ზე, როცა მას­თან ოთახ­ში საბა სხვი­ტა­რი­ძე შე­იყ­ვა­ნეს, შე­ნიშ­ნა თუ არა ნა­კაწ­რი მის შუბ­ლზე, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"მე არ და­მი­ნა­ხავს, არ და­მით­ვა­ლი­ე­რე­ბია, დიდი ზო­მის და­ზი­ა­ნე­ბა რომ ჰქო­ნო­და, რა თქმა უნდა, შე­ვამ­ჩნევ­დი, თუმ­ცა, ჩემ­მა კო­ლე­გამ რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც თუ ნა­კაწ­რიც ჰქონ­და, აღ­წე­რა",- გა­ნა­ცხა­და ედი­შე­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, საბა სხვი­ტა­რი­ძე ჰყავ­დათ თუ არა სამ­მარ­თვე­ლოს მე-5 სარ­თულ­ზე და მოხ­და თუ არა იქ მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "საბა მის ოთახ­ში, მშვი­დად, წყნა­რად, ხელ­ბორ­კი­ლე­ბის გა­რე­შე შე­იყ­ვა­ნეს". "რო­გორც ვიცი, ის პირ­და­პირ მე-8 სარ­თულ­ზე ამო­იყ­ვა­ნეს",- გა­ნა­ცხა­და ედი­შე­რაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ იმ მო­მენ­ტი, როცა სხვი­ტა­რი­ძის "ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბო­და, საბა მისი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და".

მას კი­თხვე­ბით მი­მარ­თა საბა სხვი­ტა­რი­ძე­მაც.

"ბა­ტონ­მა თე­დო­რემ რომ შე­ა­მოწ­მა ჩემი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მი­უ­თი­თა, კი­თხვა რა­ტომ არ გა­გიჩ­ნდათ, სა­ი­დან მი­ვი­ღე ის"? აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უპა­სუ­ხა, რომ "საბა არ გას­ცემ­და არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას".

"ად­ვო­კატს და სას­წრა­ფოს რომ ვი­თხოვ­დი, რა­ტომ არ მო­მიყ­ვა­ნეთ"?- მი­მარ­თა მას კვლავ კი­თხვით, რა­ზეც ედი­შე­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"არ გით­ქვამთ, ძა­ლი­ან მშვი­დად ის­ხე­დით, არა­ნა­ი­რი პარ­კი არ შე­მო­მი­წო­დე­ბია",- გა­ნა­ცხა­და

ავტორი:

გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დაიკითხა, სასამართლო ხმაურის ფონზე პოლიციის თანხლებით დატოვა - დააკავეს ერთი პირი

გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დაიკითხა, სასამართლო ხმაურის ფონზე პოლიციის თანხლებით დატოვა - დააკავეს ერთი პირი

გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა, რომელიც "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა, სასამართლოს შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

  • "მონა ედიშერაშვილი" - ამ შეძახილებით დაატოვებინეს მას სასამართლოს შენობა.

გამომძიებელს სასამართლოდან გასვლა პოლიციელების თანხლებით მოუწია. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

პოლიციელებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.

სალომე ედიშერაშვილმა პროცესზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა თუ არა, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ასევე, კითხვაზე, "ქორთიად მერიოოტის" მიმდებარედ არსებული კამერები რატომ არ ამოიღო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "საქმეზე დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრები დამაგრებულია".

ადვოკატის კითხვაზე, მოპოვებულ ვიდეოჩანაწერზე მოითხოვა თუ არა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მათ შორის, დაადგენდა, იმას, ვიდეოჩანაწერი იყო თუ არა დამონტაჟებული, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩანაწერზე არ მოუთხოვია, ვინაიდან, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კითხვაზე, ესმის თუ არა მას ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები, "ქალს ხელს როგორ ურტყამ", ედიშერაშვილმა უპასუხა, "მე მგონი ისმის".

ადვოკატმა, პოლიციელ ლუკა ჯინჭარაძის მიერ შემთხვევის ადგილის "თბილისი მერიოტად" მითითებაზეც ჰკითხა, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ

"ორი "მერიოტია" და ტექნიკური შეცდომა იყო, ვიდეოჩანაწერში კი ჩანს, თუ სად მოხდა ფაქტი".

აღნიშნულზე ადვოკატი ჩაეკითხა, ეს მისი შეცდომა იყო თუ, მოწმეების, გამომძიებელმა უპასუხა, "შეიძლება ჩემი იყოს, შეიძლება - მოწმეების".

ჩომახაშვილის კითხვაზე, ვიდეოში სადმე ისმის თუ არა ფრაზა, როცა მირიან ქავთარაძე ამბობს, პოლიციელი ვარ და ნუ მირტყამო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "არ ახსოვს".

ჩომახაშვილმა კითხვა დაუსვა, ხედავდა თუ არა ის ვიდეომასალაში მირიან ქავთარაძის მხრიდან მოქალაქისთვის ხელის დარტყმას.

"ხელის გარტყმის მომენტი კარგად არ ჩანს, ეს ფაქტი ჩემი კომპეტენციის სფერო არაა, ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.

ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ პირის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალდების წარდგენა მოხდეს, მისთვის ცნობილი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პირი პოლიციელია. ჩომახაშვილმა ედიშერაშვილს მიმართა, ჰკითხა თუ არა მან პოლიციელებს, თუ რა მიზნით არ ეცვათ ფორმები, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ "სამოქალაქო ფორმით ყოფნა დანაშაული არაა". ასევე, გამომძიებლის თქმით, მას მირიან ქავთარაძე არ დაუკითხავს.

ჩომახაშვილის კითხვაზე, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, იყო თუ არა მნიშვნელოვანი მირიან ქავთარაძის წინარე ქმედებები, გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა.

"კადრებში, რომელსაც აჩვენებთ, კარგად ჩანს, რომ საბა სხვიტარიძე მირიან ქავთარაძისგან მოშორებით დგას, მისი ქმედება ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არაა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.

ადვოკატ გოგიტა გაბაიძის კითხვაზე, როცა მასთან ოთახში საბა სხვიტარიძე შეიყვანეს, შენიშნა თუ არა ნაკაწრი მის შუბლზე, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"მე არ დამინახავს, არ დამითვალიერებია, დიდი ზომის დაზიანება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, შევამჩნევდი, თუმცა, ჩემმა კოლეგამ რა დაზიანებებიც თუ ნაკაწრიც ჰქონდა, აღწერა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.

კითხვაზე, საბა სხვიტარიძე ჰყავდათ თუ არა სამმართველოს მე-5 სართულზე და მოხდა თუ არა იქ მის მიმართ ძალადობა, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "საბა მის ოთახში, მშვიდად, წყნარად, ხელბორკილების გარეშე შეიყვანეს". "როგორც ვიცი, ის პირდაპირ მე-8 სართულზე ამოიყვანეს",- განაცხადა ედიშერაშვილმა და დასძინა, რომ იმ მომენტი, როცა სხვიტარიძის "ვიზუალური დათვალიერება ხდებოდა, საბა მისი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა".

მას კითხვებით მიმართა საბა სხვიტარიძემაც.

"ბატონმა თედორემ რომ შეამოწმა ჩემი დაზიანებები და მიუთითა, კითხვა რატომ არ გაგიჩნდათ, საიდან მივიღე ის"? აღნიშნულზე გამომძიებელმა უპასუხა, რომ "საბა არ გასცემდა არანაირი ინფორმაციას".

"ადვოკატს და სასწრაფოს რომ ვითხოვდი, რატომ არ მომიყვანეთ"?- მიმართა მას კვლავ კითხვით, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა:

"არ გითქვამთ, ძალიან მშვიდად ისხედით, არანაირი პარკი არ შემომიწოდებია",- განაცხადა