საქართველომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს.
"ჩემი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამისთვის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას უძლებს. ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ამაზე კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია“, - აღნიშნა ბარციცმა.