ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის ელჩზე, ალხას კვიცინიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აფხაზეთის პრეზიდენტმა პუტინისგან 9 მაისის აღლუმზე მოწვევა მიიღო და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებლად ეწვევა მოსკოვს“, - აღნიშნა ალხას კვიცინიამ.