აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესზე, სადაც მოსამართლემ 15 წუთით შესვენება გამოაცხადა იმისთვის, რომ დარბაზში ბრალდებულის ოჯახის წევრების შეყვანა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
"სხდომათა დარბაზში განთავსებული სკამების ორი-სამი რიგი უკავიათ პოლიციელებს, რისი აუცილებლობაც არ არის", - აცხადებდნენ დაკავებულის ახლობლები.
დარბაზში მანდატურის სამსახურის დამატებითი ჯგუფი მიიყვანეს. ისინი პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.