მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ზურაბ წერეთელის გარდაცვალებას:
"გარდაიცვალა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს. რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული, რომელიც ოჯახში 24 საათი იყვნენ სტუმრები და იყო გაშლილი ქართული სუფრა. რომელიც იყო ლეგენდა. ნათელი შენს ხსოვნას ჩემო ზურიკო" - წერს პაატა ბურჭულაძე.
როგორც რუსული მედია მხატვრის ასისტენტზე" სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს, მოქანდაკე 22 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
“გადაწყვეტილებას გამოსამშვიდობებლად და დაკრძალვის შესახებ მოგვიანებით მიიღებენ“, - დასძინა შაგულაშვილმა.