მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგომას მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული - რა მოხდა დაბა სტეფანწმინდაში: შსს განცხადებას ავრცელებს
აღდგომას მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული - რა მოხდა დაბა სტეფანწმინდაში: შსს განცხადებას ავრცელებს

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ქ. ხოლო, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ.-ს ბრა­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბა. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 20 აპ­რილს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1979 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ხ.-ს ცივი ია­რა­ღით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გ.ხ. კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დგომ გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე, დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო ნ.ქ., რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

აღდგომას მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული - რა მოხდა დაბა სტეფანწმინდაში: შსს განცხადებას ავრცელებს

აღდგომას მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული - რა მოხდა დაბა სტეფანწმინდაში: შსს განცხადებას ავრცელებს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.