თბილისში, საბურთალოს სასაფლაოსთან, მდინარე “ვერეში“ ავტომობილი გაიჭედა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ თავად ავტომობილის მეპატრონემ გაავრცელა. როგორც ის წერდა, მათი ამოყვანა ვერც 112-მა და ვერც კერძო კომპანიამ შეძლო, ამიტომ საზოგადოებას სთხოვდა დახმარებას.
ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დასახმარებლად მოქალაქეები მივიდნენ.
მოხერხდა თუ არა ავტომობილის ამოყვანა, ჯერჯერობით უცნობია.
განახლებული ინფორმაციით, 5 საათიანი მცდელობის შემდეგ, “ოფროუდერებმა“ მანქანის ამოყვანა შეძლეს.