სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა" - ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა" - ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ჩემი ფიქ­რე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით კა­თო­ლი­კეს­თა­ნაა, რომ­ლე­ბიც აღ­დგო­მის ორ­შა­ბათს პაპ ფრან­ცის­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მქონ­და პა­ტი­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ვა­ტი­კანს ვწვე­ო­დი და ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და კულ­ტუ­რებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებ­ზე შევ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი“, - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რო­მის პა­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მთე­ლი მსოფ­ლი­ოს კა­თო­ლი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უსამ­ძიმ­რებს.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ პაპი ფრან­ცის­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მისი მშვი­დო­ბის, თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს კა­თო­ლი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას",- აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

რო­მის პა­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც:

„ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ წმინ­და საყ­დარს, კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას და მი­ლი­ო­ნო­ბით მორ­წმუ­ნეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. პაპი ფრან­ცის­კე და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ, რო­გორც სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი, რო­მელ­საც ღრმა თავ­მდაბ­ლო­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა ახა­სი­ა­თებ­და - მშვი­დო­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბი­სა და ერებ­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბებს შო­რის ერ­თი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი დამ­ცვე­ლი. მისი მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დე და ურ­ყე­ვი ერ­თგუ­ლე­ბა უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ნამ­გრძნო­ბი სამ­ყა­როს შექ­მნი­სად­მი თა­ო­ბებს შთა­ა­გო­ნებს“, - წერს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი X-ზე.

ცნო­ბის­თვის, კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ლი­დე­რი, პაპი ფრან­ცის­კე, 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ბოლო წლებ­ში პაპს ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ერ­თი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, რის გა­მოც მისი ჯან­მრთე­ლო­ბა სულ უფრო და უფრო უა­რეს­დე­ბო­და. მან ცოტა ხნის წინ ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ის მძი­მე შე­ტე­ვა გა­და­ი­ტა­ნა.

ავტორი:

"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა" - ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა" - ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“, - წერს ზურაბიშვილი.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მიხეილ ყაველაშვილიც:

„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში. პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ, როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც ღრმა თავმდაბლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა ახასიათებდა - მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებებს შორის ერთიანობის ურყევი დამცველი. მისი მორალური სიცხადე და ურყევი ერთგულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნისადმი თაობებს შთააგონებს“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი X-ზე.

ცნობისთვის, კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მან ცოტა ხნის წინ ორმხრივი პნევმონიის მძიმე შეტევა გადაიტანა.