პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბი­დან 13-წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • მათი გან­ცხა­დე­ბით, 2012 წლის 21 აპ­რილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ქვე­ყა­ნა­ში დამ­ყა­რე­ბულ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტუ­რას.

პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის" შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მყა­რად და­ე­ფუძნა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პებს, ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე დად­გა.

პო­ლიტ­საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი, რო­გორც არას­დროს - "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­ღა­რა­ვინ კარ­ნა­ხობს და აი­ძუ­ლებს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი".

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ფუძ­ნე­ბი­დან 13 წელი შეს­რულ­და. 2012 წლის 21 აპ­რილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ქვე­ყა­ნა­ში დამ­ყა­რე­ბულ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტუ­რას. რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მყა­რად და­ე­ფუძნა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პებს, ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე დად­გა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, რომ­ლის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნას ომი არ ჰქო­ნია. ამას­თან, უწყვე­ტი მშვი­დო­ბა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ურ­თუ­ლე­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო გა­სუ­ლი 3 წე­ლი­წა­დი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვის პირ­და­პი­რი საფრ­თხე შე­ექ­მნა. თუმ­ცა, უმ­ძი­მე­სი ზე­წო­ლი­სა და შან­ტა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვა­საც ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­და და უმკლავ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ხე­დავს, რომ ვე­რა­ვი­თა­რი მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი, ვე­რა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი ვერ აი­ძუ­ლებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო ომის ქარ-ცე­ცხლში გახ­ვი­ოს, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ნად­გუ­რე­ბას მო­უ­ტან­და.

2012 წელს, უმ­ძი­მე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის 9-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი უწყვეტ­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა წინსვლამ ჩა­ა­ნაც­ვლა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს წარ­სულს ჩა­ა­ბა­რა უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი, არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დია, პო­ლი­ტი­კურ კონ­ტროლს და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და უამ­რა­ვი სხვა მან­კი­ე­რე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ქვე­ყა­ნას აქვს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია, ტარ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, აღიკ­ვე­თა ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­გორც არას­დროს, და­ცუ­ლია სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მი.

სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სწორ გზას და­ად­გა. 2012 წლის შემ­დეგ, ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას ორ გლო­ბა­ლურ და რე­გი­ო­ნულ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­თან მო­უ­წია გამ­კლა­ვე­ბა. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის აღ­კვე­თი­სა და სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ სირ­თუ­ლე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ა­სამ­მა­გა. გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სა­შუ­ა­ლოდ 9,7 პრო­ცენ­ტით იზ­რდე­ბო­და, რაც რე­გი­ონ­ში და ევ­რო­პა­ში სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. უკვე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 10 ათას დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, 2030 წლის­თვის 13 500 დო­ლარს მი­აღ­წევს და სა­ქარ­თვე­ლო მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან ქვეყ­ნებს შო­რის გა­და­ი­ნაც­ვლებს. ლა­რის კურ­სი სა­ი­მე­დოდ სტა­ბი­ლუ­რია, 60-დან 36,4 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო ვალი. მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ჯერ შემ­ცირ­და სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და 700 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა დაძ­ლია სი­ღა­რი­ბე.

2012 წლი­დან, ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სად­მი. და­ი­ნერ­გა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, არ­სე­ბი­თად გა­ფარ­თოვ­და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, აღიკ­ვე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­წი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ყვე­ლა ხელ­შე­სა­ხებ პროგ­რესს სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მი­აღ­წია. სწო­რედ 2012 წლის შემ­დეგ მო­ა­წე­რა ხელი ქვე­ყა­ნამ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას და მი­ი­ღო უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. ბრძო­ლით მო­ვი­პო­ვეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს და მათი კარ­ნა­ხით მოქ­მედ ევ­რო­პულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის ინ­სტრუ­მენ­ტად ჰქონ­დათ მო­აზ­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტია დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს შან­ტა­ჟი­თა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო 2030 წლის­თვის და­ა­ნონ­სე­ბულ ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბას ყვე­ლა კან­დი­დატ ქვე­ყა­ნა­ზე უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბა. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ამ დრო­ის­თვის, ბრი­უ­სე­ლის დღე­ვან­დე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­აც ღირ­სე­უ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტით ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი, რო­გორც არას­დროს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­ღა­რა­ვინ კარ­ნა­ხობს და აი­ძუ­ლებს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის კარ­ნა­ხით და ამ ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე კომ­პრო­მისს არა­სო­დეს და­უშ­ვებს, მო­მა­ვალ­შიც გა­ნუხ­რე­ლად და­ი­ცავს სამ­შობ­ლოს, ეკ­ლე­სი­ას და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს!,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო პარტიის დაფუძნებიდან 13-წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • მათი განცხადებით, 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რეჟიმზე გამარჯვების" შემდეგ, "ქართული ოცნების" პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.

პოლიტსაბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - "ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული".

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, "ქართული ოცნების" პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა. თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.

საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.

2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა.

საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.