მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრთხე სავსებით რეალურია, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი... პასუხისმგებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, "ქართულ ოცნებაზეა" - ფოფხაძე
"საფრთხე სავსებით რეალურია, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი... პასუხისმგებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, "ქართულ ოცნებაზეა" - ფოფხაძე

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე საფრ­თხე შე­იქ­მნა, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეა - თუ ეს არ იქ­ნე­ბო­და, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ შე­ექ­მნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი შე­ფა­სე­ბით, საფრ­თხე სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია.

"მგო­ნია, რომ საფრ­თხე სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია. როცა ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა. კარ­გად უნდა გვქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა არ იყო, მაგ­რამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და და იმ პრო­ცეს­ში ჩვენ ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ეს [ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია] სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ღო. ჩვენ­მა ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მოგ­ვცეს, რო­გორც დიდი სა­ჩუ­ქა­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს გა­უ­ღო კარი და აგ­რძნო­ბი­ნა, რომ ის ევ­რო­პის ნა­წი­ლია. ყვე­ლა­ზე ცუდ სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას [საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და], რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მით იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი - ამა­ში და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და ყვე­ლა ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რის შრო­მაც უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ერთი ხე­ლის მოს­მით გა­და­აგ­დო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე საფრ­თხე შე­იქ­მნა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეა - თუ ეს არ იქ­ნე­ბო­და, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ შე­ექ­მნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საფრთხე სავსებით რეალურია, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი... პასუხისმგებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, "ქართულ ოცნებაზეა" - ფოფხაძე

"საფრთხე სავსებით რეალურია, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი... პასუხისმგებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, "ქართულ ოცნებაზეა" - ფოფხაძე

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა, ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზე“, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, გაყალბებულ არჩევნებზეა - თუ ეს არ იქნებოდა, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

  • მისი შეფასებით, საფრთხე სავსებით რეალურია.

"მგონია, რომ საფრთხე სავსებით რეალურია. როცა ასეთი რაღაც ხდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას ეკისრება. კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების დამსახურება არ იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა და იმ პროცესში ჩვენ ყველა ჩართული ვიყავით, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] საქართველოს მიეღო. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს, როგორც დიდი საჩუქარი და საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის დიდი პერსპექტივა.

ფაქტობრივად, ევროპამ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუღო კარი და აგრძნობინა, რომ ის ევროპის ნაწილია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციას [საფრთხეს შეუქმნიდა], რომელიც წლების განმავლობაში შრომით იყო მოპოვებული - ამაში დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძის და ყველა ჩვენი დიდი წინაპრის შრომაც უნდა ვიგულისხმოთ. ყველაფერი ეს ქართულმა ოცნებამ ერთი ხელის მოსმით გადააგდო. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საფრთხე შეიქმნა ერთმნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებაზე“, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, გაყალბებულ არჩევნებზეა - თუ ეს არ იქნებოდა, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.