თელავის მუნიციპალიტეტში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
საქმე ეხება, სავარაუდოდ, სუიციდს, ახლობლებს კი თვითმკვლელობის არ სჯერათ და გამოძიებას ელოდებიან.
ცნობისთვის, 54 წლის კაცს პოლიცია სოფელ კისისხევში და მიმდებარედ ორი დღის განმავლობაში ეძებდა.