მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ უნახავს
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ უნახავს

მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ამ­ტკი­ცებს, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა ახა­ლი ფერი, რო­მე­ლიც ჯერ მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ ადა­მი­ანს არ უნა­ხავს.

კვლე­ვა ჩა­ტარ­და ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად, რომ­ლის დრო­საც ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ლა­ზე­რუ­ლი იმ­პულ­სე­ბი მი­მარ­თეს ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა თვა­ლებ­ზე.

  • ბა­დუ­რის გარ­კვე­უ­ლი უჯრე­დე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ი­ნა­ხეს ლურჯ-მწვა­ნე ელ­ფე­რი, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რებ­მა "ოლო" უწო­დეს. ამას­თან, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი ფე­რის არ­სე­ბო­ბა "სა­კა­მა­თო სა­კი­თხია".

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ Science Advances-ში, ხოლო მის­მა ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა რენ ენ­გმა აღ­მო­ჩე­ნა "შთამ­ბეჭ­და­ვად" შე­ა­ფა­სა. ის და მისი კო­ლე­გე­ბი თვლი­ან, რომ შე­დე­გებ­მა შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­წყოს დალ­ტო­ნიზ­მის შემ­დგომ კვლე­ვებს.

პრო­ფე­სორ­მა ენ­გმა, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტის ხუთ მო­ნა­წი­ლე­თა­გან ერთ-ერთი იყო, BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "ოლო" "უფრო გა­ჯე­რე­ბუ­ლი ფე­რია, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი, რისი და­ნახ­ვაც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი".

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ვარ­დის­ფერს ხე­დავთ, ბავ­შვურ ვარ­დის­ფერს, პას­ტე­ლურ ვარ­დის­ფერს, და აი, ერთ დღეს მო­დი­ხართ ოფის­ში და ვი­ღა­ცას ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი ვარ­დის­ფე­რი აც­ვია, რაც კი ოდეს­მე გი­ნა­ხავთ, და ის ამ­ბობს, რომ ეს ახა­ლი ფე­რია და მას წი­თე­ლი ჰქვია" - გან­მარ­ტა მან.

ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა ლა­ზე­რის სხი­ვი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის ერთი თვა­ლის გუ­გას­კენ მი­მარ­თა. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ხუთ­მა მო­ხა­ლი­სემ - ოთხმა მა­მა­კაც­მა და ერ­თმა ქალ­მა - ყვე­ლას ნორ­მა­ლუ­რი ფე­რა­დი მხედ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და. მათ­გან სამი, მათ შო­რის პრო­ფე­სო­რი ენგი, სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რი იყო.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უყუ­რებ­დნენ მო­წყო­ბი­ლო­ბას სა­ხე­ლად Oz, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სარ­კე­ე­ბის, ლა­ზე­რე­ბი­სა და ოპ­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან. მო­წყო­ბი­ლო­ბა ადრე შე­ი­მუ­შა­ვა კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბერკლი­სა და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმა­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის ნა­წილ­მა და შემ­დგომ­ში ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქნა ამ ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის.

ბა­დუ­რა არის თვა­ლის უკა­ნა ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სი­ნათ­ლი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე ქსო­ვი­ლის შრე, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ის გარ­დაქ­მნის სი­ნათ­ლეს ელექტრულ სიგ­ნა­ლე­ბად, რომ­ლე­ბიც მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა ტვინს, რაც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ვი­ნა­ხოთ.

ბა­დუ­რა შე­ი­ცავს კოლ­ბებს - უჯრე­დებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ფე­რის აღ­ქმა­ზე. ადა­მი­ა­ნის თვალ­ში არ­სე­ბობს სამი ტი­პის კოლ­ბა: S, L და M - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მგრძნო­ბი­ა­რეა სი­ნათ­ლის სხვა­დას­ხვა ტალ­ღის სიგ­რძის მი­მართ: ლურ­ჯის, წით­ლი­სა და მწვა­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

რო­გორც კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნორ­მა­ლუ­რი მხედ­ვე­ლო­ბის დროს "ნე­ბის­მი­ე­რი სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ას­ტი­მუ­ლი­რებს M ტი­პის კოლ­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად ას­ტი­მუ­ლი­რებს მე­ზო­ბელ L და/ან S ტი­პის კოლ­ბებ­საც", რად­გან მათი ფუნ­ქცი­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ფა­რავს ერ­თმა­ნეთს.

  • თუმ­ცა, ამ კვლე­ვა­ში ლა­ზერ­მა მხო­ლოდ M-კოლ­ბე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, "რაც, თე­ო­რი­უ­ლად, ტვინ­ში ფე­რად სიგ­ნალს აგ­ზავ­ნი­და, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი მხედ­ვე­ლო­ბის დროს არას­დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა", ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ფერი "ოლო" შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­მუ­ლა­ცი­ის გა­რე­შე და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ფე­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ და­ა­რე­გუ­ლი­რა ფე­რა­დი დის­კი მა­ნამ, სა­ნამ ელ­ფე­რი "ოლოს" არ და­ემ­თხვა.

თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ახა­ლი აღ­ქმუ­ლი ფერი "ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­კი­თხია".

პრო­ფე­სორ­მა ჯონ ბარ­ბურ­მა, ლონ­დო­ნის City St George's უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ზუ­ა­ლუ­რი აღ­ქმის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვაა" სე­ლექ­ცი­უ­რი კოლ­ბე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში, ახა­ლი ფე­რის აღ­მო­ჩე­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით "სა­კა­მა­თოდ" შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

მან გან­მარ­ტა, რომ, მა­გა­ლი­თად, თუ წი­თე­ლი კოლ­ბე­ბის (L) მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა სტი­მუ­ლირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი "აღიქ­ვამს ღრმა წი­თელ ფერს", მაგ­რამ მისი სი­კაშ­კა­შე შე­იძ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­დეს წი­თე­ლი ფე­რის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რაც ნა­წი­ლობ­რივ მსგავ­სია იმი­სა, რაც ამ კვლე­ვა­ში მოხ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრო­ფე­სორ­მა ენ­გმა აღი­ა­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტექ­ნი­კუ­რად "ოლოს" და­ნახ­ვა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, ჯგუ­ფი აგ­რძე­ლებს შე­დე­გე­ბის შეს­წავ­ლას, რათა გა­ი­გოს, რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს ეს დალ­ტო­ნი­კე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც უჭირთ გარ­კვე­უ­ლი ფე­რე­ბის გარ­ჩე­ვა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ უნახავს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ უნახავს

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ აღმოაჩინა ახალი ფერი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ უნახავს.

კვლევა ჩატარდა ექსპერიმენტის შედეგად, რომლის დროსაც ამერიკელმა მეცნიერებმა ლაზერული იმპულსები მიმართეს ექსპერიმენტის მონაწილეთა თვალებზე.

  • ბადურის გარკვეული უჯრედების სტიმულირებით, ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს ლურჯ-მწვანე ელფერი, რომელსაც მეცნიერებმა "ოლო" უწოდეს. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახალი ფერის არსებობა "საკამათო საკითხია".

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Science Advances-ში, ხოლო მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა რენ ენგმა აღმოჩენა "შთამბეჭდავად" შეაფასა. ის და მისი კოლეგები თვლიან, რომ შედეგებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს დალტონიზმის შემდგომ კვლევებს.

პროფესორმა ენგმა, რომელიც ექსპერიმენტის ხუთ მონაწილეთაგან ერთ-ერთი იყო, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ოლო" "უფრო გაჯერებული ფერია, ვიდრე ყველაფერი, რისი დანახვაც რეალურ სამყაროშია შესაძლებელი".

"წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ვარდისფერს ხედავთ, ბავშვურ ვარდისფერს, პასტელურ ვარდისფერს, და აი, ერთ დღეს მოდიხართ ოფისში და ვიღაცას ყველაზე მკვეთრი ვარდისფერი აცვია, რაც კი ოდესმე გინახავთ, და ის ამბობს, რომ ეს ახალი ფერია და მას წითელი ჰქვია" - განმარტა მან.

ექსპერიმენტის დროს მკვლევართა ჯგუფმა ლაზერის სხივი თითოეული მონაწილის ერთი თვალის გუგასკენ მიმართა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა მოხალისემ - ოთხმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა - ყველას ნორმალური ფერადი მხედველობა ჰქონდა. მათგან სამი, მათ შორის პროფესორი ენგი, სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი იყო.

მონაწილეები უყურებდნენ მოწყობილობას სახელად Oz, რომელიც შედგება სარკეების, ლაზერებისა და ოპტიკური კომპონენტებისგან. მოწყობილობა ადრე შეიმუშავა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმავე სამეცნიერო ჯგუფის ნაწილმა და შემდგომში ადაპტირებული იქნა ამ ექსპერიმენტისთვის.

ბადურა არის თვალის უკანა ნაწილში მდებარე სინათლისადმი მგრძნობიარე ქსოვილის შრე, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე. ის გარდაქმნის სინათლეს ელექტრულ სიგნალებად, რომლებიც მხედველობის ნერვის მეშვეობით გადაეცემა ტვინს, რაც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ.

ბადურა შეიცავს კოლბებს - უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელია ფერის აღქმაზე. ადამიანის თვალში არსებობს სამი ტიპის კოლბა: S, L და M - თითოეული მათგანი მგრძნობიარეა სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიმართ: ლურჯის, წითლისა და მწვანის შესაბამისად.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნორმალური მხედველობის დროს "ნებისმიერი სინათლე, რომელიც ასტიმულირებს M ტიპის კოლბას, აუცილებლად ასტიმულირებს მეზობელ L და/ან S ტიპის კოლბებსაც", რადგან მათი ფუნქციები ნაწილობრივ გადაფარავს ერთმანეთს.

  • თუმცა, ამ კვლევაში ლაზერმა მხოლოდ M-კოლბები გაააქტიურა, "რაც, თეორიულად, ტვინში ფერად სიგნალს აგზავნიდა, რომელიც ბუნებრივი მხედველობის დროს არასდროს წარმოიქმნება", ნათქვამია პუბლიკაციაში. ეს ნიშნავს, რომ ფერი "ოლო" შეუიარაღებელი თვალით რეალურ სამყაროში სპეციალური სტიმულაციის გარეშე დანახვა შეუძლებელია.

ექსპერიმენტის დროს დაკვირვებული ფერის დასადასტურებლად, თითოეულმა მონაწილემ დაარეგულირა ფერადი დისკი მანამ, სანამ ელფერი "ოლოს" არ დაემთხვა.

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი აღქმული ფერი "ინტერპრეტაციის საკითხია".

პროფესორმა ჯონ ბარბურმა, ლონდონის City St George's უნივერსიტეტის ვიზუალური აღქმის სპეციალისტმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევარი "ტექნოლოგიური მიღწევაა" სელექციური კოლბების სტიმულირებაში, ახალი ფერის აღმოჩენა ჯერჯერობით "საკამათოდ" შეიძლება ჩაითვალოს.

მან განმარტა, რომ, მაგალითად, თუ წითელი კოლბების (L) მნიშვნელოვანი რაოდენობა სტიმულირდება, ადამიანი "აღიქვამს ღრმა წითელ ფერს", მაგრამ მისი სიკაშკაშე შეიძლება განსხვავდებოდეს წითელი ფერის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით, რაც ნაწილობრივ მსგავსია იმისა, რაც ამ კვლევაში მოხდა.

მიუხედავად ამისა, პროფესორმა ენგმა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად "ოლოს" დანახვა მართლაც ძალიან რთულია, ჯგუფი აგრძელებს შედეგების შესწავლას, რათა გაიგოს, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს დალტონიკებისთვის, რომლებსაც უჭირთ გარკვეული ფერების გარჩევა.

წყარო