ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ, პრემიერი ირაკლი კობახიძე წირვაზე ვაჟიშვილთან ერთად იყო, თბილისის მერი კახა კალაძე კი მეუღლესთან ერთად. ოჯახის წვერებთან ერთად იყვნენ მინისტრთა კაბინეტის თუ პარლამენტის რიგი წევრებიც. ამის ამსახველ ფოტოებს ირაკლი კობახიძის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
აღდგომა მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და თან, ოჯახური. ოჯახურად შეხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.ბევრმა მათგანმა ეკლესიაში გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით მიულოცა გულშემატკივრებს აღდგომა.
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და უმცროს ვაჟ ცოტნესთან ერთად შეხვდა აღდგომას
"ქრისტე აღდგა, გიხაროდენ!!!მადლი თქვენ და მახარბელს!!!წლევანდელი ჩემი ერთადერთი სააღდგომო სურვილია ყველა ქართველს ერთმანეთი უყვარდეს..." - დაწერა ზურაბ შევარდნაძემ და მისივე გარდენიიდან ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გურიაში ჩავიდა სააღდგომოდ.
მცხეთის აგარაკზე შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს ეკა კახიანი და მისი შვილები. ფოტო და ვიდეო კადრებს აგარაკიდან ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთო თოფურიძეები ავრცელებენ.
ცნობილი ქართველი სუმოისტისთვის, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, წელს აღდგომა განსაკუთრებული იყო. დღესასწაული "ტოჩინოშინის" ვაჟის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც მას იაპონელი მეუღლისგან შეეძინა.
"გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დღევანდელი დღის მადლი გვფარავდეს... და მადლობა ღმერთს ჩემი ხარებას დაბადების დღეც რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა, ჯანმრთელი და სასახელო ბიჭი გაზრდილიყავი, უყვარხარ მამას" - წერს "ტოჩინოშინი"