მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამებრძოლებო, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს "ქართული ოცნება“ - ზვიად ცეცხლაძე
"თანამებრძოლებო, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს "ქართული ოცნება“ - ზვიად ცეცხლაძე

თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, უკვე დიდი ხა­ნია, თქვენ სა­მარ­თალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს, პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ტანთ - გა­დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ – მივ­მარ­თავ "ოც­ნე­ბას" და მათ მომ­ხრე­ებს, თუ გსურთ მშვი­დო­ბა, დათ­მეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თქვენ ჩვენ­თან ბრძო­ლას ვერ მო­ი­გებთ, რად­გან ჩვენ­თან არს ღმერ­თი,- ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც გმირ­თა მო­ე­დან­ზე მი­სულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩარ­თეს.

  • ცე­ცხლა­ძე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს აირ­ჩი­ონ ან ში­ში­სა და ლაჩ­რო­ბის გზა, ან ბრძო­ლი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის.

"თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, ამ წუ­თებ­ში ათო­ბით აღელ­ვე­ბუ­ლი გმი­რი შე­მოგ­ცქე­რით და ნატ­რობს, რომ თქვენ­თან ერ­თად დებ­დეს ფიცს გმი­რე­ბის წი­ნა­შე. თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, უკვე დიდი ხა­ნია, თქვენ სა­მარ­თალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არ­ჩევ­ნებს, პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ტანთ - გა­დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. რო­დე­საც ური­ცხვი ბო­რო­ტი ქმე­დე­ბა ხდე­ბა მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი ია­რა­ღი, ხალ­ხის მო­ვა­ლე­ო­ბაა და­ამ­ხოს ასე­თი მთავ­რო­ბა და და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტია. ჩვენ დიდი ხანი ვით­მი­ნეთ. ვით­მი­ნეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­სის­ხლი­ა­ნე­ბა, გა­გუდ­ვა, გა­ტა­ცე­ბა, და­პა­ტიმ­რე­ბა, ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა - ამან რე­ჟი­მი მხო­ლოდ გა­ა­თა­მა­მა. მათ მოთ­მი­ნე­ბა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა სი­სუს­ტედ ჩაგ­ვით­ვა­ლეს, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა კი ში­შად. ნა­თე­ლია: ოლი­გარ­ქი თა­ვის მი­ზანს არ დათ­მობს, რუ­სეთს არ შე­ე­ლე­ვა - ეს მათ­თვის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხის და იგი დათ­მო­ბა­ზე მხო­ლოდ მა­შინ წავა, თუ იძუ­ლე­ბულს გავ­ხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: ში­შის და ლაჩ­რო­ბის გზა, რო­მელ­საც თუ ჰუ­მა­ნუ­რო­ბით შევ­ფუ­თავთ, გვაქ­ცევს რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად, სა­დაც ვიქ­ნე­ბით უსუ­სუ­რე­ბი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­შე, სა­დაც ნა­მუსს ახ­დი­ან ჩვენს მებ­რძოლ ქა­ლებს, სა­დაც ჩვე­ნი­ვე ღირ­სე­ბას ჩაგ­ვაფ­ლო­ბი­ნე­ბენ მი­წა­ში. ან ბრძო­ლი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის გზა, სა­დაც მო­ნო­ბა­ში სი­ცო­ცხლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში სიკ­ვდილს ვამ­ჯო­ბი­ნებთ, სა­დაც და­ვი­ცავთ ჩვენს დე­მოკ­რა­ტია ღირ­სე­ბას და ფიცს. ჰოდა, აირ­ჩიე ქარ­თვე­ლო ერო. მივ­მარ­თავ "ოც­ნე­ბას" და მათ მომ­ხრე­ებს, თუ გსურთ მშვი­დო­ბა, დათ­მეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თქვენ ჩვენ­თან ბრძო­ლას ვერ მო­ი­გებთ, რად­გან ჩვენ­თან არს ღმერ­თი და თუ ღმერ­თი ჩვენს მხა­რე­საა, მა­შინ ვინ­ღაა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ? გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს", - ამ­ბობს ზვი­ად ცე­ცხლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თანამებრძოლებო, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს "ქართული ოცნება“ - ზვიად ცეცხლაძე

"თანამებრძოლებო, არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ, გადადგეს "ქართული ოცნება“ - ზვიად ცეცხლაძე

თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს „ქართული ოცნება“ – მივმართავ "ოცნებას" და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი,- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში აცხადებს, რომელიც გმირთა მოედანზე მისულმა აქციის მონაწილეებმა ჩართეს.

  • ცეცხლაძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს აირჩიონ ან შიშისა და ლაჩრობის გზა, ან ბრძოლისა და რევოლუციის.

"თანამებრძოლებო, ამ წუთებში ათობით აღელვებული გმირი შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს „ქართული ოცნება“. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ. ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა - ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად. ნათელია: ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა - ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: შიშის და ლაჩრობის გზა, რომელსაც თუ ჰუმანურობით შევფუთავთ, გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენს მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატია ღირსებას და ფიცს. ჰოდა, აირჩიე ქართველო ერო. მივმართავ "ოცნებას" და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.