სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ხანძრის კერაა" - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ დაზიანების შესახებ
"წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ხანძრის კერაა" - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ დაზიანების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა გან­მარ­ტავს, რა გახ­და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მას­შტა­ბუ­რად გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი.

  • მათი გან­ცხა­დე­ბით, ავა­რი­უ­ლად გა­მო­ირ­თო ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზი "კავ­კა­სი­ო­ნი“, რისი მი­ზე­ზიც, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხან­ძრის კერა გახ­და.

ა.წ. 19 აპ­რილს 11:08 სა­ათ­ზე ავა­რი­უ­ლად გა­მო­ირ­თო 500 კვ. ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზი "კავ­კა­სი­ო­ნი“. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ხან­ძრის კერა.

ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის გა­თიშ­ვის შე­დე­გად, ელექტრო­სის­ტე­მა­ში მოხ­და ელექტრუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის დარ­ღვე­ვა, გა­მო­ირ­თო ენ­გურ­ჰე­სი და სხვა დიდი და მცი­რე ელექტრო­სად­გუ­რე­ბი.

გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის გა­მორ­თვის შე­დე­გად 11:15 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მომ­ხმა­რებ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 90% შე­უ­წყდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის“ მხრი­დან მოხ­და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, უმოკ­ლეს დრო­ში, 35 წუთ­ში მო­ხერ­ხდა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სრუ­ლად მი­წო­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ხანძრის კერაა" - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ დაზიანების შესახებ

"წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ხანძრის კერაა" - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ დაზიანების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტავს, რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი.

  • მათი განცხადებით, ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი“, რისი მიზეზიც, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა.

ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.

ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები.

გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“,- ნათქვამია განცხადებაში.