ჩვენს ცაში მყოფი "შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ ე.წ. სააღდგომო ზავის გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.
უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” - წერს ზელენსკი