"პალიტრა მედია ჰოლდინგი" 30 წლის გახდა, ყველაფერი კი 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომრით დაიწყო.
ფილმი, რომელსაც გთავაზობთ, გადაღებულია 3 წლის წინ.
ამ წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ ერთი ბეჭდური გამოცემა საქართველოში უმსხვილეს მულტიმედია ჰოლდინგად აქცია. ჩვენი მიზანი და ფასეულობები, ვყოფილიყავით მიუკერძოებელი მედიასაშუალება და, ამავდროულად, ხელი შეგვეწყო საზოგადოების განათლების ამაღლებისთვის - უცვლელი დარჩა. გაიზარდა მხოლოდ კომპანიის მასშტაბი.
დღესდღეობით ჰოლდინგი აერთიანებს რამდენიმე ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელექტრონული კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელებს, სტამბას, ქაღალდის სადისტრიბუციო კომპანიას, ქაღალდის საწარმოს, სარეკლამო და ივენთ კომპანიებს.