სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე
მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

eurovision.tv "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს,

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 13, 15 და 17 მა­ისს შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბა­ზელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"მა­რი­ამ შენ­გე­ლია ფრთებს შლის და შვე­ი­ცა­რი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს სიმ­ღე­რით, სა­ხე­ლად "Freedom“ (თა­ვი­სუფ­ლე­ბა)" - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა 2025 წლის­თვის თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შიდა შერ­ჩე­ვით აირ­ჩია. "ის შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­დან იყოს, მაგ­რამ ახლა მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი წერს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" სცე­ნა მა­რი­ა­მის­თვის დიდი ხნის ნა­ნატ­რი იყო. 2020 წელს ის უკვე მზად იყო რო­ტერ­დამ­ში ჩა­სას­ვლე­ლად, მა­შინ ის თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის ბექ-ვო­კა­ლის­ტი იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, კონ­კურ­სი იმ წელს არ გა­ი­მარ­თა.

2025 წლის კონ­კურ­სის­თვის მა­რი­ა­მი იმ­ღე­რებს სიმ­ღე­რას "Freedom“. მუ­სი­კა ეკუთ­ვნის ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­სა და მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერს, ქეთი გა­ბი­სი­ანს, რო­მელ­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­სა და პო­პუ­ლა­რულ ჰი­ტებ­ზე უმუ­შა­ვია. ტექ­სტი კი ეკუთ­ვნის ქარ­თველ მუ­სი­კოსს, ბუკა კარ­ტო­ზი­ას, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ვო­კა­ლუ­რი ჯაზ-ჯგუ­ფი "The Quintessence“.

"მა­რი­ა­მი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მღე­რის და ყუ­რა­დღე­ბა პირ­ვე­ლად 2018 წელს, "The X Factor Georgia“-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მი­ი­პყრო. მან ძლი­ე­რი ვო­კა­ლით თავი "Chandelier“-ის შეს­რუ­ლე­ბი­სას სრუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი "The Voice Georgia“-ში, სა­დაც ასე­ვე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო და იყო ფი­ნა­ლის­ტი პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი“. ის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ნიჭი და შე­უ­პოვ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ ძლი­ე­რი იყოს.

სოლო კა­რი­ე­რის გარ­და, მა­რი­ა­მი მღე­რის ჯგუფ "Mixtura“-ში. მას მი­აჩ­ნია, რომ ჯგუფ­ში გა­მოს­ვლამ გა­ა­ფარ­თო­ვა მისი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და ეჭვგა­რე­შეა, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე კონ­კურ­სი კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ებს მის ჰო­რი­ზონტს.

მა­რი­ა­მის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი "ევ­რო­ვი­ზი­უ­ლი" მო­გო­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა 2009 წელს ნორ­ვე­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ალექ­სან­დრე რი­ბა­კის გა­მარ­ჯვე­ბას სიმ­ღე­რით "Fairytale“. ის ამ­ბობს: "ბავ­შვო­ბა­ში მი­სით შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი!“ მარ­ტო არ ყო­ფილ­ხარ, მა­რი­ამ!", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე მისი გმი­რი კონ­ჩი­ტა ვურსტია, რო­მელ­მაც 2014 წელს ავ­სტრი­ის სა­ხე­ლით, სიმ­ღე­რით "Rise Like A Phoenix“ გა­ი­მარ­ჯვა. მა­რი­ამს მო­ე­წო­ნა, რო­გორ მი­ი­ღო კონ­ჩი­ტამ თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და და­არ­ღვია ნორ­მე­ბი. და "რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ფე­ნიქსზე უკე­თე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო?", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მა­რი­ა­მის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბი ემო­ცი­უ­რი ბა­ლა­დე­ბია. მის რჩე­უ­ლებს შო­რის არის ეტა ჯე­იმ­სის "At Last“, არე­ტა ფრანკლი­ნის "(You Make Me Feel Like) A Natural Woman“ და უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის "I Will Always Love You“. მისი ყვე­ლა დრო­ის საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კერ­პე­ბი არი­ან უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნი, მა­იკლ ჯექ­სო­ნი და ეტა ჯე­იმ­სი.

მაგ­რამ მა­რი­ა­მის ფლე­ი­ლისტს მხო­ლოდ კლა­სი­კა არ ავ­სებს. მას ასე­ვე უყ­ვარს ბილი აი­ლი­შის "WILDFLOWER“, ან­დრა დეის "Rise Up“ და ლედი გა­გა­სა და ბრუ­ნო მარ­სის "Die With A Smile“.

რაც შე­ე­ხე­ბა მის საყ­ვა­რელ კა­რა­ო­კე სიმ­ღე­რას, ის ყო­ველ­თვის რეტ­რო ბლუ­ზის კლა­სი­კას – ეტა ჯე­იმ­სის "I’d Rather Go Blind“-ს ირ­ჩევს. მი­უ­ხე­და­ვად მისი სევ­დი­ა­ნი ფლე­ი­ლის­ტი­სა, მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

eurovision.tv "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, მარიამ შენგელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს,

  • შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიაში, ბაზელში გაიმართება.

"მარიამ შენგელია ფრთებს შლის და შვეიცარიისკენ მიემართება. ის საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს სიმღერით, სახელად "Freedom“ (თავისუფლება)" - ვკითხულობთ სტატიაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წლისთვის თავისი წარმომადგენელი შიდა შერჩევით აირჩია. "ის შესაძლოა საქართველოს პატარა ქალაქიდან იყოს, მაგრამ ახლა მსოფლიოს უდიდესი სიმღერის კონკურსისკენ მიემართება", - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი წერს, რომ "ევროვიზიის" სცენა მარიამისთვის დიდი ხნის ნანატრი იყო. 2020 წელს ის უკვე მზად იყო როტერდამში ჩასასვლელად, მაშინ ის თორნიკე ყიფიანის ბექ-ვოკალისტი იყო, რომ ყოფილიყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, კონკურსი იმ წელს არ გაიმართა.

2025 წლის კონკურსისთვის მარიამი იმღერებს სიმღერას "Freedom“. მუსიკა ეკუთვნის ქართველ კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერს, ქეთი გაბისიანს, რომელსაც სატელევიზიო შოუებსა და პოპულარულ ჰიტებზე უმუშავია. ტექსტი კი ეკუთვნის ქართველ მუსიკოსს, ბუკა კარტოზიას, რომელმაც დააარსა ვოკალური ჯაზ-ჯგუფი "The Quintessence“.

"მარიამი ადრეული ასაკიდან მღერის და ყურადღება პირველად 2018 წელს, "The X Factor Georgia“-ში მონაწილეობისას მიიპყრო. მან ძლიერი ვოკალით თავი "Chandelier“-ის შესრულებისას სრულად წარმოაჩინა და ნახევარფინალამდე მიაღწია. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული "The Voice Georgia“-ში, სადაც ასევე ნახევარფინალისტი იყო და იყო ფინალისტი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები“. ის ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნიჭი და შეუპოვრობა შეიძლება ფორმალურ განათლებაზე არანაკლებ ძლიერი იყოს.

სოლო კარიერის გარდა, მარიამი მღერის ჯგუფ "Mixtura“-ში. მას მიაჩნია, რომ ჯგუფში გამოსვლამ გააფართოვა მისი მუსიკალური დიაპაზონი და ეჭვგარეშეა, ევროვიზიაზე კონკურსი კიდევ უფრო გააფართოებს მის ჰორიზონტს.

მარიამის ყველაზე ადრეული "ევროვიზიული" მოგონება უკავშირდება 2009 წელს ნორვეგიის წარმომადგენლის, ალექსანდრე რიბაკის გამარჯვებას სიმღერით "Fairytale“. ის ამბობს: "ბავშვობაში მისით შეპყრობილი ვიყავი!“ მარტო არ ყოფილხარ, მარიამ!", - წერს სტატიის ავტორი.

  • როგორც გამოცემასთან მომღერალი ამბობს, "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე მისი გმირი კონჩიტა ვურსტია, რომელმაც 2014 წელს ავსტრიის სახელით, სიმღერით "Rise Like A Phoenix“ გაიმარჯვა. მარიამს მოეწონა, როგორ მიიღო კონჩიტამ თავისი ინდივიდუალობა და დაარღვია ნორმები. და "რა შეიძლება იყოს ფენიქსზე უკეთესი თავისუფლების სიმბოლო?", - ვკითხულობთ სტატიაში.

მარიამის საყვარელი სიმღერები ემოციური ბალადებია. მის რჩეულებს შორის არის ეტა ჯეიმსის "At Last“, არეტა ფრანკლინის "(You Make Me Feel Like) A Natural Woman“ და უიტნი ჰიუსტონის "I Will Always Love You“. მისი ყველა დროის საყვარელი მუსიკალური კერპები არიან უიტნი ჰიუსტონი, მაიკლ ჯექსონი და ეტა ჯეიმსი.

მაგრამ მარიამის ფლეილისტს მხოლოდ კლასიკა არ ავსებს. მას ასევე უყვარს ბილი აილიშის "WILDFLOWER“, ანდრა დეის "Rise Up“ და ლედი გაგასა და ბრუნო მარსის "Die With A Smile“.

რაც შეეხება მის საყვარელ კარაოკე სიმღერას, ის ყოველთვის რეტრო ბლუზის კლასიკას – ეტა ჯეიმსის "I’d Rather Go Blind“-ს ირჩევს. მიუხედავად მისი სევდიანი ფლეილისტისა, მარიამი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანია.