რამდენიმე დღის წინ, ბექჰემების ოჯახი კვლავ საზოგადოების ინტერესის ქვეშ მოექცა - ვიქტორია ბექჰემის დაბადების დღის წვეულებაზე მისი უფროსი ვაჟი, ბრუკლინი არ გამოჩენილა.
აღსანიშნავია, რომ მან დედას იუბილე არც სოციალურ ქსელში მიულოცა. ამის მაგივრად, ბრუკლინმა მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
იმავდროულად, ძმებმა რომეო და კრუზ ბექჰემებმა დედას დაბადების დღე მიულოცეს და წვეულებასაც დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ბრუკლინი არც მამის, დევიდ ბექჰემის დაბადების დღეზე გამოჩენილა. ამის მიზეზად მან სამუშაო ვალდებულებები დაასახელა. გარდა ამისა, ის და ნიკოლა ვიქტორია ბექჰემის პარიზის მოდის კვირეულის შოუსაც არ დასწრებიან.