პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?
რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?

მეც­ნი­ე­რებ­მა მსოფ­ლიო გა­ა­ო­ცეს ამ­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შო­რე­ულ პლა­ნე­ტა­ზე. K2-18b სი­ცო­ცხლე არ­სე­ბობს. მკვლე­ვარ­თა მტკი­ცე­ბით, პლა­ნე­ტა რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე ორ­ჯერ დი­დია და 120 სი­ნათ­ლის წლით არის და­შო­რე­ბუ­ლი, ლო­მის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში, "სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში" მდე­ბა­რე­ობს.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მის ატ­მოს­ფე­რო­ში უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე მხო­ლოდ ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის მიერ წარ­მო­იქ­მნე­ბა.

პლა­ნე­ტა K2-18b სა­ვა­რა­უ­დოდ, კლდო­ვა­ნი პლა­ნე­ტაა წყალ­ბა­დით მდი­და­რი ატ­მოს­ფე­რო­თი და წყლის უზარ­მა­ზა­რი ოკე­ა­ნე­ე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ K2-18b-ის ოკე­ა­ნე­ე­ბი სავ­სეა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის მსგავ­სი პა­წა­წი­ნა ორ­გა­ნიზ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც ახ­ლომ­დე­ბა­რე ვარ­სკვლა­ვის ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბი­ან.

  • მაგ­რამ რაც სა­ინ­ტე­რე­სოა, K2-18b სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერ­თი არ იქ­ნე­ბა - რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რი მსგავ­სი პლა­ნე­ტა არ­სე­ბობს.

  • და­რე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რის, პი­ტერ ვი­კერ­სის თქმით, ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის გა­რეთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უამ­რა­ვი პლა­ნე­ტაა, სა­დაც რა­ი­მე სა­ხის სი­ცო­ცხლის ფორ­მა არ­სე­ბობს.

  • მეც­ნი­ერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ყა­რო კი­დევ ბევ­რი პლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბა, სა­დაც სი­ცო­ცხლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბია.

"ეს იგი­ვეა, ჭიქა ოკე­ა­ნე­ში ჩაყო და თევ­ზი ამოჰ­ყვეს, შემ­დეგ კი იკი­თხო, არის თუ არა ოკე­ა­ნე­ში კი­დევ ბევ­რი თევ­ზი“, - თქვა მან.

521 გა­მო­კი­თხულ ას­ტრო­ბი­ო­ლოგ­თა 86,6 პრო­ცენ­ტი და­ე­თან­ხმა, ან მტკი­ცედ და­ე­თან­ხმა იმას, რომ სა­ვა­რა­უ­დოა, სამ­ყა­რო­ში სად­მე მა­ინც არ­სე­ბობ­დეს არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლე (თუნ­დაც ძი­რი­თა­დი ფორ­მით), ხოლო 2 პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი არ და­ე­თან­ხმა. 12 პრო­ცენ­ტი ნე­იტ­რა­ლუ­რი იყო.

  • "ასე რომ, ამის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ­სე­ბობს მყა­რი კონ­სენ­სუ­სი იმის შე­სა­ხებ, რომ არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლე, რა­ი­მე ფორ­მით, სა­დღაც არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­ფე­სორ­მა ვი­კერ­სმა და მის­მა კო­ლე­გებ­მა The Conversation-ის­თვის და­წე­რილ სტა­ტი­ა­ში.

ბრი­ტა­ნე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მწე­რა­ლი და ბი­ო­ლო­გი მე­თიუ რიდ­ლი თვლის, რომ "საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი" იქ­ნე­ბო­და, დე­და­მი­წა სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერ­თი პლა­ნე­ტა ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც სი­ცო­ცხლე არ­სე­ბობს.

"სამ­ყა­როს მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უფრო გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და, სი­ცო­ცხლე სხვა­გა­ნაც რომ არ არ­სე­ბობ­დეს“, - ამ­ბობს ის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"თუ სი­ცო­ცხლემ სხვა პლა­ნე­ტებ­ზე მი­ლი­არ­დო­ბით წლით ადრე და­ი­წყო გან­ვი­თა­რე­ბა, მა­შინ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მას საკ­მა­რი­სი დრო ჰქონ­და არა მხო­ლოდ მიკ­რო­ბე­ბი­სა და წყალმცე­ნა­რე­ე­ბის, არა­მედ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი არ­სე­ბე­ბის და ალ­ბათ სუ­პერ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბის წარ­მოქ­მნის­თვი­საც კი“.

  • ფი­ზი­კო­სი და სა­მეც­ნი­ე­რო მწე­რა­ლი მარკ ბი­უ­ქე­ნე­ნიც ფიქ­რობს, რომ K2-18b-ის მსგავ­სი კი­დევ ბევ­რი ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტაა, სა­დაც მსგავ­სი სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს.

ბი­უ­ქე­ნენ­მა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა "მომ­ხიბ­ლავ აღ­მო­ჩე­ნად“ შე­ა­ფა­სა, რად­გან ის ვა­რა­უ­დობს, რომ "სხვა­გან უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს“.

ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის გა­რეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის "ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მი­ნიშ­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენს მკვლე­ვარ­თა აზ­რით - თუმ­ცა ისი­ნი ჯერ სა­ბო­ლო­ოდ არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

  • რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მეც­ნი­ე­რებ­მა პლა­ნე­ტა K2-18b-ზე?

პლა­ნე­ტა K2-18b-ის კვლე­ვებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს დოქ­ტო­რი ნიკუ მად­ჰუ­სუდ­ჰა­ნი, კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი, რო­მელ­მაც მას ჰი­კე­ა­ნუ­რი სამ­ყა­რო უწო­და - კლდო­ვა­ნი პლა­ნე­ტა წყალ­ბა­დით მდი­და­რი ატ­მოს­ფე­რო­თი და წყლის ოკე­ა­ნე­ე­ბით.

პლა­ნე­ტა K2-18b, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის მა­სა­ზე რვა­ჯერ მეტი და ორ­ჯერ დიდი ზო­მი­საა, 10 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ მხო­ლოდ 2019 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი K2-18b-ის ატ­მოს­ფე­რო­ში წყლის ორ­თქლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

შემ­დეგ, 2023 წელს, ჯე­იმს ვე­ბის ტე­ლეს­კოპ­მა მის ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გი და მე­თა­ნი, ასე­ვე ამი­ა­კის ნაკ­ლე­ბო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა - ეს "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“ აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ის მი­უ­თი­თებს წყალ­ბა­დით მდი­და­რი ატ­მოს­ფე­როს ქვეშ წყლის ოკე­ა­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე.

შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში დი­მე­თილ სულ­ფი­დის (DMS) და დი­მე­თილ დი­სულ­ფი­დის (DMDS) აღ­მო­ჩე­ნა.

დე­და­მი­წა­ზე DMS და DMDS მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის, ძი­რი­თა­დად მიკ­რო­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის, რო­გო­რი­ცაა სა­ზღვაო ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნი, მიერ წარ­მო­იქ­მნე­ბა - რაც მი­ა­ნიშ­ნებს მსგავ­სი ფორ­მის სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა­ზე შო­რე­ულ პლა­ნე­ტა­ზე. თუმ­ცა, ჯგუ­ფი ფრთხი­ლობს და სურს მეტი მო­ნა­ცე­მი მო­ი­პო­ვოს, სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დებს სხვა სამ­ყა­რო­ში სი­ცო­ცხლის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?

რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?

მეცნიერებმა მსოფლიო გააოცეს ამბით, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, შორეულ პლანეტაზე. K2-18b სიცოცხლე არსებობს. მკვლევართა მტკიცებით, პლანეტა რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია და 120 სინათლის წლით არის დაშორებული, ლომის თანავარსკვლავედში, "სასიცოცხლო ზონაში" მდებარეობს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მის ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება.

პლანეტა K2-18b სავარაუდოდ, კლდოვანი პლანეტაა წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი და წყლის უზარმაზარი ოკეანეებით. სავარაუდოა, რომ K2-18b-ის ოკეანეები სავსეა ფიტოპლანქტონის მსგავსი პაწაწინა ორგანიზმებით, რომლებიც ახლომდებარე ვარსკვლავის ენერგიით იკვებებიან.

  • მაგრამ რაც საინტერესოა, K2-18b სამყაროში ერთადერთი არ იქნება - რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ბევრი მსგავსი პლანეტა არსებობს.

  • დარემის უნივერსიტეტის მეცნიერების პროფესორის, პიტერ ვიკერსის თქმით, ჩვენი გალაქტიკის გარეთ, სავარაუდოდ, უამრავი პლანეტაა, სადაც რაიმე სახის სიცოცხლის ფორმა არსებობს.

  • მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამყარო კიდევ ბევრი პლანეტის აღმოჩენას ელოდება, სადაც სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობებია.

"ეს იგივეა, ჭიქა ოკეანეში ჩაყო და თევზი ამოჰყვეს, შემდეგ კი იკითხო, არის თუ არა ოკეანეში კიდევ ბევრი თევზი“, - თქვა მან.

521 გამოკითხულ ასტრობიოლოგთა 86,6 პროცენტი დაეთანხმა, ან მტკიცედ დაეთანხმა იმას, რომ სავარაუდოა, სამყაროში სადმე მაინც არსებობდეს არამიწიერი სიცოცხლე (თუნდაც ძირითადი ფორმით), ხოლო 2 პროცენტზე ნაკლები არ დაეთანხმა. 12 პროცენტი ნეიტრალური იყო.

  • "ასე რომ, ამის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მყარი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ არამიწიერი სიცოცხლე, რაიმე ფორმით, სადღაც არსებობს“, - განაცხადეს პროფესორმა ვიკერსმა და მისმა კოლეგებმა The Conversation-ისთვის დაწერილ სტატიაში.

ბრიტანელი სამეცნიერო მწერალი და ბიოლოგი მეთიუ რიდლი თვლის, რომ "საკმაოდ უცნაური" იქნებოდა, დედამიწა სამყაროში ერთადერთი პლანეტა ყოფილიყო, სადაც სიცოცხლე არსებობს.

"სამყაროს მასშტაბის გათვალისწინებით, უფრო გასაკვირი იქნებოდა, სიცოცხლე სხვაგანაც რომ არ არსებობდეს“, - ამბობს ის ინტერვიუში.

"თუ სიცოცხლემ სხვა პლანეტებზე მილიარდობით წლით ადრე დაიწყო განვითარება, მაშინ სავარაუდოა, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდა არა მხოლოდ მიკრობებისა და წყალმცენარეების, არამედ ტექნოლოგიების მწარმოებელი არსებების და ალბათ სუპერ ინტელექტუალური არსებების წარმოქმნისთვისაც კი“.

  • ფიზიკოსი და სამეცნიერო მწერალი მარკ ბიუქენენიც ფიქრობს, რომ K2-18b-ის მსგავსი კიდევ ბევრი ეგზოპლანეტაა, სადაც მსგავსი სიცოცხლის ფორმები არსებობს.

ბიუქენენმა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა "მომხიბლავ აღმოჩენად“ შეაფასა, რადგან ის ვარაუდობს, რომ "სხვაგან უფრო განვითარებული სიცოცხლის ფორმები არსებობს“.

ახალი აღმოჩენები ჩვენი მზის სისტემის გარეთ ბიოლოგიური აქტივობის "ყველაზე ძლიერ მინიშნებას“ წარმოადგენს მკვლევართა აზრით - თუმცა ისინი ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

  • რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა პლანეტა K2-18b-ზე?

პლანეტა K2-18b-ის კვლევებს ხელმძღვანელობს დოქტორი ნიკუ მადჰუსუდჰანი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, რომელმაც მას ჰიკეანური სამყარო უწოდა - კლდოვანი პლანეტა წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი და წყლის ოკეანეებით.

პლანეტა K2-18b, რომელიც დედამიწის მასაზე რვაჯერ მეტი და ორჯერ დიდი ზომისაა, 10 წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მხოლოდ 2019 წელს გახდა ცნობილი K2-18b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობის შესახებ.

შემდეგ, 2023 წელს, ჯეიმს ვების ტელესკოპმა მის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი და მეთანი, ასევე ამიაკის ნაკლებობა აღმოაჩინა - ეს "ძალიან მნიშვნელოვანი“ აღმოჩენაა, რადგან ის მიუთითებს წყალბადით მდიდარი ატმოსფეროს ქვეშ წყლის ოკეანის არსებობაზე.

შესაძლოა, კიდევ უფრო საინტერესოა პლანეტის ატმოსფეროში დიმეთილ სულფიდის (DMS) და დიმეთილ დისულფიდის (DMDS) აღმოჩენა.

დედამიწაზე DMS და DMDS მხოლოდ სიცოცხლის, ძირითადად მიკრობული სიცოცხლის, როგორიცაა საზღვაო ფიტოპლანქტონი, მიერ წარმოიქმნება - რაც მიანიშნებს მსგავსი ფორმის სიცოცხლის არსებობაზე შორეულ პლანეტაზე. თუმცა, ჯგუფი ფრთხილობს და სურს მეტი მონაცემი მოიპოვოს, სანამ ოფიციალურად გამოაცხადებს სხვა სამყაროში სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ.

წყარო