მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს - თუ ვინმე ამას ზეწოლის იარაღად იყენებს, ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“ - ნინო წილოსანი
“უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს - თუ ვინმე ამას ზეწოლის იარაღად იყენებს, ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“ - ნინო წილოსანი

“პო­ლო­ნე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა გაგ­რძე­ლე­ბაა იმ დას­ჯის მე­თო­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ მო­აბ­რუ­ნა“,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ნინო წი­ლო­სან­მა, პო­ლო­ნე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის 8 წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ შე­მო­ღე­ბულ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს ის გავ­ლე­ნა უყ­ვართ, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ჰქონ­დათ.

„პო­ლო­ნე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა გაგ­რძე­ლე­ბაა, იმ დას­ჯის მე­თო­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ მო­აბ­რუ­ნა. ასე­ვე, ჩვენ გაგ­ვახ­სენ­დე­ბა პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სიმ­პა­თი­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ, თუმ­ცა არც პო­ლო­ნე­ლებს, არც ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კოსს, პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლი ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი არ უყ­ვართ, არა­მედ ის გავ­ლე­ნა უყ­ვართ, რო­მელ­საც ად­ვი­ლად აღ­წევ­დნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლებ­ში ყოფ­ნის დროს. შე­საძ­ლოა, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი და­ვი­ნა­ხოთ აღ­ნიშ­ნულ სან­ქცი­ებს, მათი მხრი­დან და­ლო­ბი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მავ­ნებ­ლებ­სა და ამ მავ­ნებ­ლე­ბის მხრი­დან, ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას შო­რის.

თვი­თო­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ სან­ქცი­ე­ბი არის დას­ჯის მე­თო­დი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ზე­მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. რის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ის­ჯე­ბო­დეს? სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თოა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს მშვი­დო­ბი­ან პო­ლი­ტი­კას და დის­კომ­ფორ­ტს არ უქ­მნის ჩვენს პარტნი­ორ ევ­რო­კავ­შირს ომის რის­კით, სა­ქარ­თვე­ლო რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდით სა­მა­გა­ლი­თოა და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ქვეყ­ნე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს ასან­ქცი­რე­ბენ, პო­ლი­ცი­ე­ლებს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, ნო­მერ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვე­ბი, უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მათ­თვის ლე­გენ­დაა.

სან­ქცი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად მი­ე­მარ­თე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ და­აბ­რუ­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

ასე­ვე ნინო წი­ლო­სა­ნი ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო შე­ჩე­რე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, თუ არ­ჩე­ვა­ნი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­სა და პატ­რი­ო­ტიზმს შო­რის დად­გე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი პატ­რი­ო­ტიზმს კომ­ფორტზე არ გა­ყი­დის.

„უვი­ზო მი­მოს­ვლა არის კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­უ­ტა­ნა ჩვენს ხალ­ხს, ჩვენ ეს და­ვიმ­სა­ხუ­რეთ და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ჩვენ­თვის არა­ვის ტყუ­ი­ლად არ მო­უ­ცია. ფაქ­ტია, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე შე­საძ­ლოა სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, ზე­მოქ­მე­დე­ბის ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თუ ვინ­მე ამ კომ­ფორ­ტს ქარ­თველ ხალ­ხზე ზე­წო­ლის ია­რა­ღად იყე­ნებს, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს აირ­ჩევს და პატ­რი­ო­ტიზმს კომ­ფორტზე არ გა­ყი­დის“,- გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს - თუ ვინმე ამას ზეწოლის იარაღად იყენებს, ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“ - ნინო წილოსანი

“უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს - თუ ვინმე ამას ზეწოლის იარაღად იყენებს, ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“ - ნინო წილოსანი

“პოლონეთის მხრიდან სანქციების დაწესება გაგრძელებაა იმ დასჯის მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პოლონეთის მხრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის მიმართ შემოღებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსებს ის გავლენა უყვართ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ.

„პოლონეთის მხრიდან სანქციების დაწესება გაგრძელებაა, იმ დასჯის მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა. ასევე, ჩვენ გაგვახსენდება პოლონელი პოლიტიკოსების სიმპათიები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, თუმცა არც პოლონელებს, არც ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსს, პირადად სააკაშვილი ან „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უყვართ, არამედ ის გავლენა უყვართ, რომელსაც ადვილად აღწევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის დროს. შესაძლოა, პირდაპირი კავშირი დავინახოთ აღნიშნულ სანქციებს, მათი მხრიდან დალობირებულ პოლიტიკურ მავნებლებსა და ამ მავნებლების მხრიდან, ანტიქართული პოლიტიკის გატარებას შორის.

თვითონაც ამბობენ, რომ სანქციები არის დასჯის მეთოდი და გარკვეულწილად ზემოქმედების მექანიზმი. რისთვის შეიძლება საქართველო და ქართველი ხალხი ისჯებოდეს? საქართველო, რომელიც სამაგალითოა კანდიდატი ქვეყნების სიაში, თავისი ვალდებულებების შესრულების მხრივ, საქართველო რომელიც აწარმოებს მშვიდობიან პოლიტიკას და დისკომფორტს არ უქმნის ჩვენს პარტნიორ ევროკავშირს ომის რისკით, საქართველო რომელიც ეკონომიკური ზრდით სამაგალითოა და ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნები საჯარო მოხელეებს ასანქცირებენ, პოლიციელებს - ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ნომერ პირველი ადამიანის უფლებების დამრღვევები, უპრობლემოდ გადაადგილდებიან და მიხეილ სააკაშვილი მათთვის ლეგენდაა.

სანქციები რეალურად მიემართება ქართველ ხალხს, რადგან ქართველმა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დააბრუნა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე ნინო წილოსანი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ არჩევანი ვიზალიბერალიზაციასა და პატრიოტიზმს შორის დადგება, ქართველი ხალხი პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის.

„უვიზო მიმოსვლა არის კომფორტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს ხალხს, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არავის ტყუილად არ მოუცია. ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაცია როგორც საქართველოს, ისე შესაძლოა სხვა ქვეყნების მიმართ, ზემოქმედების იარაღად გამოიყენება და თუ ვინმე ამ კომფორტს ქართველ ხალხზე ზეწოლის იარაღად იყენებს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ქვეყნის სიყვარულს აირჩევს და პატრიოტიზმს კომფორტზე არ გაყიდის“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.