მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითომ არჩევნების გაყალბება, ვითომ საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ" - გია ვოლსკი
"ვითომ არჩევნების გაყალბება, ვითომ საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ" - გია ვოლსკი

შოლ­ცის მთავ­რო­ბის ინერ­ცია გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ შოლ­ცის მთავ­რო­ბა არ არის, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი გუნ­დია, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ზი­ა­ნის მი­სა­ყე­ნებ­ლად და­რაზ­მუ­ლი არი­ან, - ამას რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სი პრაგ­მა­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვს და ეს ბო­რო­ტი პრაგ­მა­ტიზ­მია! – ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა.

ვოლ­სკის თქმით, “ვი­თომ და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, ვი­თომ და სა­გა­რეო კურ­სის შეც­ვლა მო­გო­ნი­ლია იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდებს გო­ნე­ბა აუ­რი­ონ, ამის უკან კი ბო­რო­ტი გეგ­მა და ბო­რო­ტი სტრა­ტე­გი­აა, რაც ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მორ­ჩი­ლი იქ­ნე­ბა“.

ამა­ვე კონ­ტექ­სტში ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ “მა­რი­ო­ნე­ტიზ­მი ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლია“.

ვოლ­სკი იმა­საც ამ­ბობს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან დახ­მა­რე­ბას აძ­ლევს სი­რი­ას, სა­დაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ხოც­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში კი, სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კას უჭერს მხარს.

“რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგ­ზეა გათ­ვლი­ლი. ბჭო­ბა მი­დის - რე­ვო­ლუ­ცი­ის მათ­მა გეგ­მამ ვერ გა­ა­მარ­თლა. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სა­ჭი­როა უფრო ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ღაც მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბით ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი აქვთ. ამა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია. რაკი პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია ვერ ხდე­ბა, ისი­ნი პარტნი­ო­რებს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ სა­ჭი­როა სრუ­ლი სა­ბო­ტა­ჟი, ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­ტყმე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბის შექ­მნა, რომ კრი­ზი­სულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო მეტი მუხ­ტი მო­უ­ტა­ნოს და ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი შედ­გეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რესს ვერც გერ­მა­ნია და ვერც მთლი­ა­ნად ევ­რო­კავ­ში­რი ვერ მა­ლავს. ევ­რო­კავ­ში­რი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან დახ­მა­რე­ბას აძ­ლევს სი­რი­ას, სა­დაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ხოც­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მათ შო­რის ბავ­შვე­ბის. ამ ფონ­ზე კი, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა ხდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ავტორი:

"ვითომ არჩევნების გაყალბება, ვითომ საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ" - გია ვოლსკი

"ვითომ არჩევნების გაყალბება, ვითომ საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ" - გია ვოლსკი

შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს ადამიანების დიდი გუნდია, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმული არიან, - ამას რასაკვირველია, თავისი პრაგმატული ინტერესი აქვს და ეს ბოროტი პრაგმატიზმია! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკის თქმით, “ვითომ და არჩევნების გაყალბება, ვითომ და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ, ამის უკან კი ბოროტი გეგმა და ბოროტი სტრატეგიაა, რაც ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც გარკვეული ძალების მორჩილი იქნება“.

ამავე კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “მარიონეტიზმი ჩვენი ოპოზიციის დაავადება, რომელიც განუკურნებელია“.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში კი, სანქციების პოლიტიკას უჭერს მხარს.

“რასაკვირველია, ეს ყველაფერი შედეგზეა გათვლილი. ბჭობა მიდის - რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა. ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, რაღაც მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. რაკი პროცესების რადიკალიზაცია ვერ ხდება, ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და ბოლოს და ბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს.

რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.