მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესი, სავარაუდოდ, დაკავებული რეპერის P.Diddy-ს სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე დაიკითხება - რა ხდება ცნობილი?
ჯენიფერ ლოპესი, სავარაუდოდ, დაკავებული რეპერის P.Diddy-ს სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე დაიკითხება - რა ხდება ცნობილი?

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბუ­ლი რე­პე­რის P.Diddy-ს (შონ კომბსის) სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხე­ბა. ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი გუნ­დი იბ­რძვის, მისი საქ­მი­დან 1999 წელს, ნიუ-იორ­კის ღა­მის კლუბ­ში სრო­ლის ცნო­ბილ ინ­ცი­დენ­ტში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამო­ი­ღოს.

ჯე­ი­ლო შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის, P.Diddy-ს მა­ღა­ლი პრო­ფი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში იმის გამო მო­უ­წი­ოს და­კი­თხვა, რომ 1999 წელს, მომ­ხდა­რის შემ­დეგ ორი­ვე ვარ­სკვლა­ვი და­ა­კა­ვეს

1999 წლის 27 დე­კემ­ბერს, მომ­ღე­რა­ლი და მისი მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­ნ­ჰე­ტე­ნის კლუბ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც შე­ნო­ბის შიგ­ნით სრო­ლა და­ი­წყო.

სრო­ლა­ში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, სწო­რედ მუ­სი­კის მაგ­ნა­ტი იყო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო ნა­ტა­ნია რუ­ბე­ნი, რო­მელ­საც ტყვია სა­ხე­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჯე­ი­ლოც და შონ კომბსიც და­ა­კა­ვეს, ლო­პე­სის­თვის ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, ხოლო კომბსი შემ­დგომ­ში გა­ა­მარ­თლეს.

დი­დის ად­ვო­კა­ტე­ბი ახლა იბ­რძვი­ან, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მო­ი­რი­ცხოს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყე­ბა.

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბი ცხად­ყო­ფენ, რომ P.Diddy-ს გუნ­დი ასე­ვე ცდი­ლობს, ამ საქ­მი­დან ამო­ი­ღოს ის სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოც, რო­მელ­შიც მაგ­ნა­ტი ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს, კასი ვენ­ტუ­რას სას­ტი­კად სცემს. გუნ­დის არ­გუ­მენ­ტი ისაა, რომ ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა არა­ვის შე­უძ­ლია. კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა იმის გა­მოა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, რომ CNN-ს მხო­ლოდ ვი­დე­ოს ასლი აქვს, ხოლო მისი ორი­გი­ნა­ლი წაშ­ლი­ლია.

ლო­პე­სი უკვე მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ ჩხუ­ბობ­და ის იმ­ჟა­მინ­დელ შეყ­ვა­რე­ბულ­თან იმა­ვე ღა­მეს, როცა კომბსმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჯენიფერ ლოპესი, სავარაუდოდ, დაკავებული რეპერის P.Diddy-ს სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე დაიკითხება - რა ხდება ცნობილი?

ჯენიფერ ლოპესი, სავარაუდოდ, დაკავებული რეპერის P.Diddy-ს სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე დაიკითხება - რა ხდება ცნობილი?

ჯენიფერ ლოპესი, სავარაუდოდ, დაკავებული რეპერის P.Diddy-ს (შონ კომბსის) სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ამჟამად ბრალდებულის სამართლებრივი გუნდი იბრძვის, მისი საქმიდან 1999 წელს, ნიუ-იორკის ღამის კლუბში სროლის ცნობილ ინციდენტში მისი მონაწილეობის მტკიცებულებები ამოიღოს.

ჯეილო შეიძლება, ყოფილი პარტნიორის, P.Diddy-ს მაღალი პროფილის სექსუალური ტრეფიკინგის სასამართლო პროცესში იმის გამო მოუწიოს დაკითხვა, რომ 1999 წელს, მომხდარის შემდეგ ორივე ვარსკვლავი დააკავეს

1999 წლის 27 დეკემბერს, მომღერალი და მისი მაშინდელი შეყვარებული მანჰეტენის კლუბში იმყოფებოდნენ, როდესაც შენობის შიგნით სროლა დაიწყო.

სროლაში, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, სწორედ მუსიკის მაგნატი იყო დადანაშაულებული. დაშავებულთა შორის იყო ნატანია რუბენი, რომელსაც ტყვია სახეში მოხვდა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ჯეილოც და შონ კომბსიც დააკავეს, ლოპესისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო კომბსი შემდგომში გაამართლეს.

დიდის ადვოკატები ახლა იბრძვიან, რომ ეს ინციდენტი მტკიცებულებებიდან გამოირიცხოს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.

სასამართლო დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ P.Diddy-ს გუნდი ასევე ცდილობს, ამ საქმიდან ამოიღოს ის სკანდალური ვიდეოც, რომელშიც მაგნატი ყოფილ შეყვარებულს, კასი ვენტურას სასტიკად სცემს. გუნდის არგუმენტი ისაა, რომ ვიდეოს ავთენტურობის დადასტურება არავის შეუძლია. კადრების ავთენტურობის დადგენა იმის გამოა გართულებული, რომ CNN-ს მხოლოდ ვიდეოს ასლი აქვს, ხოლო მისი ორიგინალი წაშლილია.

ლოპესი უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები, როგორ ჩხუბობდა ის იმჟამინდელ შეყვარებულთან იმავე ღამეს, როცა კომბსმა, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონა გააუპატიურა.

წყარო