კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
დაუჯერებელი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" - საფეხბურთო თრილერი, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ: წითელი ბარათი, დამატებითი დრო და გოლების წვიმა მანჩესტერში
"ევროპა" ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ლიონი" ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. გულშემატკივარმა კი ნახა ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი უყვართ. "ევროპა ლიგის" შემდეგ ეტაპზე იუნაიტედი ითამაშებს. მატჩი ინგლისური კლუბის გამარჯვებით - 5-4 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველი გოლი მატჩის მეათე წუთზე უგარტემ გაიტანა და "წითელი ეშმაკები" დააწინაურა. პირველი ტაიმის დამატებით დროში დალომაც გაიტანა და "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობა გაზარდა.
71-ე წუთზე ტოლისომ გაიტანა, სხვაობა შეამცირა და ანგარიში 2-1 გახდა. 78-ე წუთზე ტალიაფიკომ ანგარიში გაათანაბრა. ლიონის ზეწოლა დარჩენილ წუთებშიც გაგრძელდა, თუმცა 89-ე წუთზე ტოლისომ წითელი ბარათი მიიღო და ფრანგული კლუბი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში კი მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაინთო.
დამატებით დროში, 105-ე წუთზე, 10-კაციანმა ლიონმა უპირატესობა მოიპოვა. რაიან ჩერკიმ მეტოქის კარი დალაშქრა - ანგარიში 2-3 გახდა.
108-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან ალექსანდრ ლაკაზეტი მივიდა და მეტოქის მეკარეს, ანდრე ონანას შანსი არ დაუტოვა. ანგარიში - 2-4 გახდა.
114-ე წუთზე უკვე "ლიონის" კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი და შანსი ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა - ანგარიში 3-4 გახდა.
მატჩის 120-ე წუთზე თამაში კიდევ უფრო დაუჯერებელი გახდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინოს გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 121-ე წუთზე ჰარი მაგუაიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 5-4.
მანჩესტერ იუნაიტედის პატარა ფანის ემოციები მატჩის 118-ე და 120-ე წუთებზე
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შეცვალეს.
მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა ლიონში შედგა და ის მატჩი ანგარიშით 2-2 დასრულდა.