სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)
"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი თეთრ სახ­ლში იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ჯორ­ჯია მე­ლო­ნის შეხ­ვდა. და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, მათ ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წინ ისა­უბ­რეს და მათ კი­თხვებს უპა­სუ­ხეს.

ატ­მოს­ფე­რო ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში საკ­მა­ოდ თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი იყო.

ტრამ­პის თქმით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის პა­სუ­ხი მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

  • კერ­ძოდ, ტრამპს ჰკი­თხეს, რა მო­მენ­ტში მი­ი­ღებს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არის თუ არა რუ­სე­თი მზად ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­აძ­ლი­ე­რებს თუ არა მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს.

“ვნა­ხავთ რა [პა­სუ­ხი] იქ­ნე­ბა. მათ­გან პა­სუხს მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­გებთ, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მალე და ვნა­ხავთ. გვინ­და, რომ სიკ­ვდი­ლი და მკვლე­ლო­ბა შე­წყდეს”, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

  • იტა­ლი­ის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დოვ­ნებს, "ევ­რო­პა კვლავ გახ­დე­ბა დი­დე­ბუ­ლი". ჯორ­ჯია მე­ლო­ნის თქმით აშშ-ს და ევ­რო­პას სურთ, რომ "და­სავ­ლე­თი გახ­დეს კვლავ დი­დე­ბუ­ლი".

მი­სი­ვე თქმით, ტრამ­პი და­თან­ხმდა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მიწ­ვე­ვას რომ­ში. მე­ლო­ნი გან­მარ­ტავს, რომ რომ­ში ტრამ­პის ვი­ზი­ტი მხო­ლოდ იტა­ლი­ას არ ეხე­ბა და ეს ეხე­ბა მთელ ევ­რო­პას.

"რო­დე­საც და­სავ­ლეთ­ზე ვსა­უბ­რობ, არ ვგუ­ლის­ხმობ გე­ოგ­რა­ფი­ულ სივ­რცეს, მე ვსა­უბ­რობ და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ზე და მინ­და, რომ ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცია უფრო ძლი­ე­რი გავ­ხა­დო", - დას­ძი­ნა იტა­ლი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შეხ­ვედ­რის ის ნა­წი­ლი, როცა ტრამპმა უკ­რა­ი­ნას­თან მი­ნე­რა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მან თქვა, რომ შე­თან­ხმე­ბას ხელს მომ­დევ­ნო კვი­რა­ში, ხუთ­შა­ბათს მო­ა­წე­რენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)

"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შემდეგ, მათ ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტების წინ ისაუბრეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

ატმოსფერო ოვალურ კაბინეტში საკმაოდ თბილი და მეგობრული იყო.

ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

  • კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

“ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს”, - განაცხადა ტრამპმა.

  • იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, "ევროპა კვლავ გახდება დიდებული". ჯორჯია მელონის თქმით აშშ-ს და ევროპას სურთ, რომ "დასავლეთი გახდეს კვლავ დიდებული".

მისივე თქმით, ტრამპი დათანხმდა ოფიციალური ვიზიტით მიწვევას რომში. მელონი განმარტავს, რომ რომში ტრამპის ვიზიტი მხოლოდ იტალიას არ ეხება და ეს ეხება მთელ ევროპას.

"როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს, მე ვსაუბრობ დასავლურ ცივილიზაციაზე და მინდა, რომ ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადო", - დასძინა იტალიის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია შეხვედრის ის ნაწილი, როცა ტრამპმა უკრაინასთან მინერალების შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ შეთანხმებას ხელს მომდევნო კვირაში, ხუთშაბათს მოაწერენ.