მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, რა გააკეთოს? მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს" - გიორგი რუხაძე
"ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, რა გააკეთოს? მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს" - გიორგი რუხაძე

ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­რა­ნია,-ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რუ­ხა­ძემ “ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის მსგავ­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ჩუ­მე­ბას ცდი­ლობს.

"რო­დე­საც დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­ყა­ნა­ში და ავ­ტოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცია ხდე­ბა, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად არი­ან ხე­ლოვ­ნე­ბის სივ­რცე­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ტი­პის რე­ჟი­მე­ბი სწო­რედ ამას აკე­თე­ბენ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­ა­ჩუ­მონ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა, გა­ა­ჩუ­მონ ნიჭი, ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლონ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქე­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რი უკუ­ე­ფექ­ტი ექ­ნე­ბა. ბევ­რად უფრო მძი­მე დარ­ტყმას მი­ი­ღებს ამ ნა­ბი­ჯით ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, ვიდ­რე მას ჰგო­ნია. ვინ არის თიკა რუ­ხა­ძე, რომ დო­ი­აშ­ვილს უწყვეტს, სად იმუ­შა­ოს, რა გა­ა­კე­თოს, რა დად­გას და რა არ გა­ა­კე­თოს? მარ­თლა ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ამ გვარს ატა­რებს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია და ჯდე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის იმ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, რაც დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟი­მებს ახა­სი­ა­თებს. რე­ა­ლუ­რად, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­რა­ნია. არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბა აღარ არის მას­შტა­ბის გარ­და პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს შო­რის, ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟიმ­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

ამას­თან, მისი შე­ფა­სე­ბით, რაც დრო გა­დის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ელექ­ტო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით სუს­ტდე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც გი­ორ­გი რუ­ხა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ადარ­დებს, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ეც­ლე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რი­გე­ბი­დან.

"ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ელექ­ტო­რა­ლურ სა­კი­თხებ­ზე აღარ დარ­დობს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ, ამი­ე­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­გე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მას ბევ­რი გა­უ­ნა­წყენ­დე­ბა თუ ცოტა, ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს. რაც მას ფე­ხებ­ზე არ ჰკი­დია, ეს არის ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, პარ­ტი­ებ­მა არა­ვი­თარ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ უნდა მი­ი­ღონ. "ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, რად­გან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა. მგო­ნია, რომ პარ­ტია სა­შუ­ა­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში მა­ინც თუ იხე­დე­ბა წინ, უნდა გრძნობ­დეს ერთ რა­მეს - ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, მათ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი არც ცალ­კე და არც სხვებ­თან ერ­თად არ აქვთ, თუ რე­ჟი­მი არ და­ა­მარ­ცხეს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

მისი აზ­რით, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­პო­ვე­ბა. ამას­თან, გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ პარ­ტია "გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ გა­მო­რი­ცხავს. გი­ორ­გი რუ­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­თა­რე­ბა­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ლო­გი­კა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში მას უნდა ეს­მო­დეს, რომ დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟი­მებ­ში ოპო­ზი­ცი­ას მო­მა­ვა­ლი არ აქვს.

"ჩემი აზ­რით, გა­ხა­რია მოკ­ლე ხედ­ვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და ფიქ­რობს,რომ და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია "ჩა­ი­რე­ცხე­ბა“ და თვი­თონ დარ­ჩე­ბა ის ნიშა, რო­მე­ლიც დღეს ოპო­ზი­ცი­ას აქვს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟი­მებ­ში ოპო­ზი­ცი­ას მო­მა­ვა­ლი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, რა გააკეთოს? მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს" - გიორგი რუხაძე

"ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, რა გააკეთოს? მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს" - გიორგი რუხაძე

ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია,-ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რუხაძემ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ დიქტატორული რეჟიმის მსგავსად, ხელისუფლება თავისუფალი სიტყვისა და ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს.

"როდესაც დიქტატურის დამყარების პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება, მთავარი პრობლემა არის თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, ასეთი თავისუფალი ადამიანები ყველაზე მეტად არიან ხელოვნების სივრცეში. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის რეჟიმები სწორედ ამას აკეთებენ. ისინი ცდილობენ გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა, გააჩუმონ ნიჭი, ხელოვნება და ეს ყველაფერი დაიმორჩილონ. დარწმუნებული ვარ, აქედან აბსოლუტურად არაფერი გამოვა. ამას აბსოლუტური უკუეფექტი ექნება. ბევრად უფრო მძიმე დარტყმას მიიღებს ამ ნაბიჯით ივანიშვილის რეჟიმი, ვიდრე მას ჰგონია. ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, სად იმუშაოს, რა გააკეთოს, რა დადგას და რა არ გააკეთოს? მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს. ყველაფერი, რაც ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია და ჯდება მოვლენების განვითარების იმ მიმდინარეობაში, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს. რეალურად, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია. არაფერი განსხვავება აღარ არის მასშტაბის გარდა პუტინის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის, ლუკაშენკოს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის“, - განაცხადა რუხაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, რაც დრო გადის, "ქართული ოცნება“ ელექტორალური თვალსაზრისით სუსტდება, თუმცა, როგორც გიორგი რუხაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას არ ადარდებს, თუ რამდენი ადამიანი შემოეცლება სახელისუფლებო რიგებიდან.

"ივანიშვილის რეჟიმი ელექტორალურ საკითხებზე აღარ დარდობს, რადგან მიაჩნია, რომ, ამიერიდან, საქართველოში დემოკრატიული გაგებით, არჩევნები აღარ იქნება. შესაბამისად, მას ბევრი გაუნაწყენდება თუ ცოტა, ნაკლებად აინტერესებს. რაც მას ფეხებზე არ ჰკიდია, ეს არის ფული და ძალაუფლება“, - განაცხადა რუხაძემ.

გარდა ამისა, გიორგი რუხაძემ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში, პარტიებმა არავითარ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. "ამ არჩევნებისთვის მომზადებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან დემოკრატიული არჩევნები არ იქნება. მგონია, რომ პარტია საშუალო პერსპექტივაში მაინც თუ იხედება წინ, უნდა გრძნობდეს ერთ რამეს - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მათ პოლიტიკური მომავალი არც ცალკე და არც სხვებთან ერთად არ აქვთ, თუ რეჟიმი არ დაამარცხეს“, - განაცხადა რუხაძემ.

მისი აზრით, სწორი დამოკიდებულება იქნება პარტიების გაერთიანება და დემოკრატიული არჩევნების მოპოვება. ამასთან, გიორგი რუხაძემ პარტია "გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩვეულებრივ ვითარებაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაში ლოგიკა იქნებოდა, თუმცა "ქართული ოცნების“ პირობებში მას უნდა ესმოდეს, რომ დიქტატორულ რეჟიმებში ოპოზიციას მომავალი არ აქვს.

"ჩემი აზრით, გახარია მოკლე ხედვით შემოიფარგლება და ფიქრობს,რომ დანარჩენი ოპოზიცია "ჩაირეცხება“ და თვითონ დარჩება ის ნიშა, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიქტატორულ რეჟიმებში ოპოზიციას მომავალი არ აქვს“, - განაცხადა რუხაძემ.

იხილეთ ასევე: