მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ არის გამორიცხული, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით“ - ირაკლი ქადაგიშვილი
“არ არის გამორიცხული, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით“ - ირაკლი ქადაგიშვილი

“არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყო­ველ­გვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტის გა­რე­შე ესეც [ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია] კი გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის სა­ხით - და­ი­ნა­ხეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, ამი­ტომ [შე­საძ­ლოა] ამ მე­თოდსაც მი­მარ­თონ,“ - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

ქა­და­გიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ზე მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინ ამოქ­მედ­დეს.

„ჩვენ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით რა პრო­ცე­სებს გა­დის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ლი­დე­რი ქვე­ყა­ნაა, ვხე­დავთ, რომ მას­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხით ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე შან­ტა­ჟის პო­ლი­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა იმის­თვის, რომ მიღ­წე­უ­ლი იყოს რა­ღაც მიზ­ნე­ბი. ღიად ვამ­ბობ­დით, რომ ერთ-ერთი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრონ­ტის გახ­სნა იყო. მათ შო­რის იყო ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­და, მაგ­რამ მა­ინც ეპო­ტი­ნე­ბი­ან ამ საქ­მეს. არც ეს მოხ­სნი­ლა დღის წეს­რი­გი­დან, ამი­ტომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყო­ველ­გვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტის გა­რე­შე ესეც [ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია] კი გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის სა­ხით. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინ ეს მე­ქა­ნიზ­მი აა­მოქ­მე­დონ. და­ი­ნა­ხეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, ამი­ტომ [შე­საძ­ლოა] ამ მე­თოდსაც მი­მარ­თონ“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ქა­და­გიშ­ვი­ლის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ბოლო ია­რა­ღი, რაც ხელ­ში უჭი­რავთ და გან­სა­სა­ზღვრი აქვთ - ამ ბოლო ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც რომ ვერ მო­ახ­დი­ნონ ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცია, მერე სა­ერ­თოდ კარ­გა­ვენ ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კეტს.“

„ხალ­ხის­თვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რომ თურ­მე, რაც ჩვენ გვე­გო­ნა, რომ კე­თილ­შო­ბი­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი და ღია პრო­ცე­სია, სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის მე­ქა­ნიზ­მად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო. ეს საფრ­თხე არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მა­თაც უდ­გათ. ამი­ტომ, სა­ნამ რამე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, კარ­გად ასა­წონ-და­სა­წო­ნია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­წი­რა­ვენ თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რე­სებს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“არ არის გამორიცხული, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით“ - ირაკლი ქადაგიშვილი

“არ არის გამორიცხული, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით“ - ირაკლი ქადაგიშვილი

“არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით - დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე მსგავსი მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამოქმედდეს.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები. ღიად ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო. მათ შორის იყო ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა, მაგრამ მაინც ეპოტინებიან ამ საქმეს. არც ეს მოხსნილა დღის წესრიგიდან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ბოლო იარაღი, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ - ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, მერე საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს.“

„ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი და ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არამარტო საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.