მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რა ინფორმაციას ავრცელებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რა ინფორმაციას ავრცელებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან სა­დი­გო­ვი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი“ ავ­რცე­ლებს.

  • კერ­ძოდ, მა­თი­ვე ცნო­ბით, 16 აპ­რილს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და აფგან სა­დი­გო­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შეც­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს­ვე აფგან სა­დი­გო­ვი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

„17 აპ­რილს, 13:00 სა­ათ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აფგან სა­დი­გოვ­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს, სა­დაც მის პო­ზი­ცი­ას, მო­თხოვ­ნებ­სა და მო­წო­დე­ბებს წარ­ვად­გენთ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით პა­ტიმ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა 9 თვეს შე­ად­გენს. აფგან სა­დი­გო­ვის შემ­თხვე­ვა­ში ეს ვადა 2025 წლის 3 მა­ისს იწუ­რე­ბო­და, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა.

სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი ითხოვ­და, რომ აფგან სა­დი­გო­ვის მი­მართ სა­ერ­თოდ არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და აფგან სა­დი­გოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აფგან სა­დი­გო­ვის მი­მართ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა სწო­რედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ 2025 წლის 27 თე­ბერ­ვალს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ა­ფუძნა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დევ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სტრა­დი­ცია აეკ­რძა­ლა. აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია აზერ­ბა­ი­ჯან­ში აკ­რძა­ლუ­ლია მა­ნამ, სა­ნამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ზე არ­სე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს - პრო­ცე­სი კი შე­საძ­ლოა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აგ­რძე­ლებს აფგან სა­დი­გო­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას.

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დევ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლია. კვლავ ვუ­ცხა­დებთ სო­ლი­და­რო­ბას მას და მის ოჯახს“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რა ინფორმაციას ავრცელებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რა ინფორმაციას ავრცელებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

  • კერძოდ, მათივე ცნობით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. შესაბამისად, დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

„17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარვადგენთ.

საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს - პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას.

მოხარულები ვართ, რომ დევნილი ჟურნალისტი თავისუფალია. კვლავ ვუცხადებთ სოლიდარობას მას და მის ოჯახს“, - წერია განცხადებაში.