საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო" -"ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან" დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ მსახიობები იკრიბებიან
"ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო" -"ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან" დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ მსახიობები იკრიბებიან

"ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატრთან” და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო მსა­ხი­ო­ბე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

  • თე­ატ­რის წინ ასე­ვე იკ­რი­ბე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ეს ჩვენ­თვის არის გან­გა­შის სიგ­ნა­ლი”,- აცხა­დე­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი.

ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, ნანა ბუ­თხუ­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს გა­აპ­რო­ტეს­ტონ ის, რაც ხდე­ბა.

"ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი თე­ატ­რის ამ­ბა­ვი, ეს არის ქვე­ყა­ნა. ეს თე­ატ­რი არის სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლო ვარ მე და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ქვე­ყა­ნა არის სა­როს­კი­პო. ვი­მე­ო­რებ შექ­სპი­რის სი­ტყვებს - “საფ­ლა­ვის ქვა­ზე ცუდი წარ­წე­რა გერ­ჩივ­ნოთ მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­და­კი­დე­ბას”. მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს წუ­თე­ბი დამ­დგა­რი­ყო. დღე­ვან­დელ დღემ­დე თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­კა­ვებ­დი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მო­ვი­მოქ­მე­დებ. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, რომ ქვე­ყა­ნას ვუშ­ვე­ლოთ”,- გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მსა­ხი­ობ, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის თქმით, ის რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლით გაჟ­ღერ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გაჟ­ღერ­და.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გაჟ­ღერ­და, რა თქმა უნდა, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო არა­ფერ შუ­ა­შია. თუ ჰგო­ნია, რომ ის იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი ტი­რა­ნი, ვინც ხალ­ხის და­ჭე­რით ძა­ლა­უფ­ლე­ბას დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, ამას ცოტა ხან­ში და­ი­ნა­ხავს”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მსა­ხი­ობ ეკა დე­მეტ­რაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით ქვე­ყა­ნა­ში რეპ­რე­სი­ე­ბი დიდი ხა­ნის წინ და­ი­წყო.

“რეპ­რე­სი­ე­ბი დიდი ხა­ნია, რაც და­წყე­ბუ­ლია. ამას ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვყვი­რით. თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა ამა­ში რეპ­რე­სი­ე­ბი არის და თუ ვინ­მეს სჯე­რა იმ გან­ცხა­დე­ბის, რა­საც ე.წ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, ეს მარ­თლა აბ­სურ­დია. ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის, რე­ჟი­სო­რის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და დე­მეტ­რაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო" -"ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან" დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ მსახიობები იკრიბებიან

"ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო" -"ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან" დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ მსახიობები იკრიბებიან

"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მსახიობები იკრიბებიან.

  • თეატრის წინ ასევე იკრიბებიან მოქალაქეები, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

"ეს ჩვენთვის არის განგაშის სიგნალი”,- აცხადებენ მსახიობები.

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, ნანა ბუთხუზი საზოგადოებას მოუწოდებს გააპროტესტონ ის, რაც ხდება.

"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეატრის ამბავი, ეს არის ქვეყანა. ეს თეატრი არის საქართველო. საქართველო ვარ მე და თითოეული ჩვენგანი. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა არის საროსკიპო. ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს - “საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას”. მსახიობები ამ შემთხვევაში არიან ადამიანები. ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო. დღევანდელ დღემდე თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მოვიმოქმედებ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ”,- განაცხადა მსახიობმა.

მსახიობ, გიორგი ბახუტაშვილის თქმით, ის რაც კულტურის სამინისტროს სახელით გაჟღერდა, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის სახელით გაჟღერდა.

“ბიძინა ივანიშვილის სახელით გაჟღერდა, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაშია. თუ ჰგონია, რომ ის იქნება ერთადერთი ტირანი, ვინც ხალხის დაჭერით ძალაუფლებას დიდხანს შეინარჩუნებს, ამას ცოტა ხანში დაინახავს”,- განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

ამასთან, მსახიობ ეკა დემეტრაშვილის შეფასებით ქვეყანაში რეპრესიები დიდი ხანის წინ დაიწყო.

“რეპრესიები დიდი ხანია, რაც დაწყებულია. ამას ძალიან დიდი ხანია ვყვირით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში რეპრესიები არის და თუ ვინმეს სჯერა იმ განცხადების, რასაც ე.წ კულტურის მინისტრი ამბობს, ეს მართლა აბსურდია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის”, - განაცხადა დემეტრაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: