კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ყალბი... ეკიპაჟის წევრებმა კარი შიგნიდან იარაღების გარეშე გააღეს" - ქალების კოსმოსურ მოგზაურობაზე შეთქმულების თეორიები გავრცელდა: რას წერს მედია
"ეს იყო ყალბი... ეკიპაჟის წევრებმა კარი შიგნიდან იარაღების გარეშე გააღეს" - ქალების კოსმოსურ მოგზაურობაზე შეთქმულების თეორიები გავრცელდა: რას წერს მედია

Blue Origin-ის კოს­მოს­ში ფრე­ნის შემ­დე ინ­ტერ­ნეტ­ში შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი გავ­რცელ­და. მას შემ­დეგ, რაც New Shepard-ის კაფ­სუ­ლა დე­და­მი­წა­ზე და­ეშ­ვა, Blue Origin-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჯეფ ბე­ზოს­მა ამა­ყად გა­ა­ღო კარი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხელ­სა­წყო­თი, რათა ეკი­პა­ჟის წევ­რებს მი­სალ­მე­ბო­და.

  • თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ კაფ­სუ­ლის კარი შიგ­ნი­დან იხ­სნე­ბა და ნაჩ­ქა­რე­ვად იხუ­რე­ბა.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რე­ტი­კო­სებ­მა მა­შინ­ვე გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ფრე­ნა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო.

"კოს­მო­სი უზარ­მა­ზა­რი, რთუ­ლი და დიდ­წი­ლად მი­უწ­ვდო­მე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის - ამ კონ­ტექ­სტში, ზო­გი­ერ­თის­თვის უფრო ად­ვი­ლი ხდე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ ჯო­ლიმ, შეთ­ქმუ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ექ­სპერ­ტმა.

  • "ეს იყო ყალ­ბი... ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა კარი შიგ­ნი­დან ია­რა­ღე­ბის გა­რე­შე გა­ა­ღეს, თუმც მა­შინ­ვე და­ხუ­რეს... რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჯეფ ბე­ზო­სი რა­ღაც ხელ­სა­წყო­თი ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს ჩამ­კეტს ხსნი­და" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კოს­მოს­ში 11-წუ­თი­ა­ნი ფრე­ნის შემ­დეგ, 6 ქა­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, დე­და­მი­წა­ზე წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა. კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი კეტი პერი, Blue Origin-ის მფლო­ბე­ლის, ჯეფ ბე­ზო­სის სა­ცო­ლე ლო­რენ სან­ჩე­სი, CBS-ის წამ­ყვა­ნი გეილ კინ­გი, NASA-ს ყო­ფი­ლი სა­რა­კე­ტო მეც­ნი­ე­რი აიშა ბოი, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტი ამან­და ნგუ­ე­ნი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი კე­რი­ან ფლი­ნი. ეკი­პაჟს სა­თა­ვე­ში ლო­რენ სან­ჩე­სი ჩა­უდ­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1963 წლის შემ­დეგ, როცა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბორტზე მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­შინ, ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ, კოს­მოს­ში საბ­ჭო­თა ას­ტრო­ნავ­ტი ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კო­ვა მარ­ტო გაფ­რინ­და.

წყა­რო

ავტორი:

"ეს იყო ყალბი... ეკიპაჟის წევრებმა კარი შიგნიდან იარაღების გარეშე გააღეს" - ქალების კოსმოსურ მოგზაურობაზე შეთქმულების თეორიები გავრცელდა: რას წერს მედია

"ეს იყო ყალბი... ეკიპაჟის წევრებმა კარი შიგნიდან იარაღების გარეშე გააღეს" - ქალების კოსმოსურ მოგზაურობაზე შეთქმულების თეორიები გავრცელდა: რას წერს მედია

Blue Origin-ის კოსმოსში ფრენის შემდე ინტერნეტში შეთქმულების თეორიები გავრცელდა. მას შემდეგ, რაც New Shepard-ის კაფსულა დედამიწაზე დაეშვა, Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ამაყად გააღო კარი სპეციალიზებული ხელსაწყოთი, რათა ეკიპაჟის წევრებს მისალმებოდა.

  • თუმცა, რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ კაფსულის კარი შიგნიდან იხსნება და ნაჩქარევად იხურება.

შეთქმულების თეორეტიკოსებმა მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრენა გაყალბებული იყო.

"კოსმოსი უზარმაზარი, რთული და დიდწილად მიუწვდომელია ადამიანების უმეტესობისთვის - ამ კონტექსტში, ზოგიერთისთვის უფრო ადვილი ხდება ოფიციალური ნარატივის ეჭვქვეშ დაყენება“ - განაცხადა დანიელ ჯოლიმ, შეთქმულების ფსიქოლოგიის ექსპერტმა.

  • "ეს იყო ყალბი... ეკიპაჟის წევრებმა კარი შიგნიდან იარაღების გარეშე გააღეს, თუმც მაშინვე დახურეს... რამდენიმე წუთში ჯეფ ბეზოსი რაღაც ხელსაწყოთი ისე იქცეოდა, თითქოს ჩამკეტს ხსნიდა" - წერენ ინტერნეტში.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსში 11-წუთიანი ფრენის შემდეგ, 6 ქალისგან შემდგარი ჯგუფი, დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. კოსმოსური ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ: ამერიკელი მომღერალი კეტი პერი, Blue Origin-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როცა კოსმოსური ხომალდის ბორტზე მხოლოდ ქალები იყვნენ. მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, კოსმოსში საბჭოთა ასტრონავტი ვალენტინა ტერეშკოვა მარტო გაფრინდა.

წყარო