პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფრასიძეებზე მათმა ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა, როგორ აწიოკებდნენ ხალხს... იმ დღის შემდეგ მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა" - ბარამიძე
"აფრასიძეებზე მათმა ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა, როგორ აწიოკებდნენ ხალხს... იმ დღის შემდეგ მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა" - ბარამიძე

არას­წო­რია ჯა­ლა­თებს ვე­ახ­ლო და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუ გა­ვა­მარ­თლო ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ა­ში - ვიცი, რომ ამის გამო მეც და­მი­ბა­რე­ბენ. ვიცი, წი­ნას­წარ შექ­მნეს კა­ნო­ნი, რომ ამის გამო ცი­ხე­ში მოვ­ხვდე. მზად ვარ! - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ბა­რა­მი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მზად არის "აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მე­ზე" სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რონ და იქ მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

/;იმის გამო, რომ ამ კრი­მი­ნალ და მო­ღა­ლა­ტე­თა ბან­დამ ტო­ტა­ლუ­რად გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ამ ე.წ. პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მუ­რად არ ვთვლით. თუ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მუ­რად არ თვლი, მა­შინ მის არ­ცერთ სტრუქ­ტუ­რას არ თვლი ლე­გი­ტი­მუ­რად.

მე­ცა­მე­ტე წე­ლია, რე­ჟი­მი აწარ­მო­ებს მკვლე­ლი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბას, მე­ცა­მე­ტე წე­ლია სა­ჯა­როდ ვი­თხოვ, ერთხელ მა­ინც და­მი­ბა­რონ გა­მო­კი­თხვა­ზე სა­სა­მარ­თლო­ში, იმ­დე­ნი ჭორი გა­ავ­რცე­ლეს, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მუ­შა­ობს 13 წე­ლია. სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვალ და რამ­დე­ნი სა­ა­თიც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, დე­ტა­ლუ­რად მოვ­ყვე­ბი, რაც ვიცი რო­გორც შს მი­ნის­ტრმა. რა იყოს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. არას­წო­რია, ჯა­ლა­თებს ვე­ახ­ლო და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუ გა­ვა­მარ­თლო ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ა­ში

ვიცი, რომ ამის გამო მეც და­მი­ბა­რე­ბენ. ვიცი, წი­ნას­წარ შექ­მნეს კა­ნო­ნი რომ ამის გამო ცი­ხე­ში მოვ­ხვდე. მზად ვარ! ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის­თვის კი არ ვარ მზად მარ­ტო, მზად ვარ ტყვია მომ­ხვდეს ნე­ბის­მი­ერ წამს“, - აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა: "თურ­მე, კუბ­და­რი თუ მიყ­ვარს მე ვყო­ფილ­ვარ მკვლე­ლი და არა ის კრი­მი­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თა უამ­რა­ვი მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნია პირ­ველ ყოვ­ლი­სა სვა­ნეთ­ში“.

"მე მო­ვის­მი­ნე პო­ლი­ცი­ი­სა და ჩემს შე­სა­ხებ ის­ტო­რია, თურ­მე კუბ­და­რი მიყ­ვარს, კუბ­და­რი რომც მე­ჭა­მა იქ, რა თქმა უნდა, გე­ა­ხე­ლით, სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ვე­ლე სამ­ზა­რე­უ­ლოა, სა­დაც ჯა­რის­კა­ცე­ბი მი­ირ­თმე­ვენ. კუბ­და­რი მიყ­ვარს, ხა­ჭა­პუ­რი, თუ მჭა­დი და ყვე­ლი, ეს ყო­ფი­ლა თურ­მე ემო­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით ჩემი ბრა­ლი. თურ­მე, კუბ­და­რი თუ მიყ­ვარს მე ვყო­ფილ­ვარ მკვლე­ლი და არა ის კრი­მი­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თა უამ­რა­ვი მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნია პირ­ველ ყოვ­ლი­სა სვა­ნეთ­ში.

მად­ლო­ბა ღმერ­თს ახ­ლობ­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა და­არ­ღვი­ეს დუ­მი­ლი, უამ­რა­ვი ის­ტო­რი­აა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ყო­ლი­ლი, რო­გორ აწი­ო­კებ­დნენ. თურ­მე, პო­ლი­ცია ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე, რო­დე­საც სა­ში­ში მკვლე­ლე­ბის და მა­ნი­ა­კე­ბის ბან­დამ იქ მი­სულ დი­დძალ პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თურ­მე პო­ლი­ცია ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე, რომ მათ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა და ორი კა­ცის მკვლე­ლის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა.

იმის შემ­დეგ, იმ სო­ფელ­მა, მთელ­მა სვა­ნეთ­მა ამო­ი­სუნ­თქა. სა­ქარ­თვე­ლო­მაც ამო­ი­სუნ­თქა. მო­შორ­და ის დიდი ძირ­მა­გა­რა, ვინც იყო ამ სა­ში­ნე­ლი მკვლე­ლე­ბის, ბან­დი­ტე­ბის სა­ხით. ბავ­შვე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი რომ ჰყავ­დათ სახ­ლში იმ მკვლე­ლებს არ უნდა გა­ეხ­სნათ სახ­ლში ცე­ცხლი, უნდა და­ნე­ბე­ბუ­ლიყ­ვნენ პო­ლი­ცი­ას. ვა­მა­ყობ ყვე­ლა იმ პო­ლი­ცი­ე­ლით, რო­მე­ლიც არ შე­უ­შინ­და ამ ბან­დი­ტე­ბის და მკვლე­ლე­ბის ტყვი­ებს, არ გა­მო­იქ­ცა იქი­დან, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის დროს ხდე­ბო­და“,- აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"აფრასიძეებზე მათმა ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა, როგორ აწიოკებდნენ ხალხს... იმ დღის შემდეგ მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა" - ბარამიძე

"აფრასიძეებზე მათმა ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა, როგორ აწიოკებდნენ ხალხს... იმ დღის შემდეგ მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა" - ბარამიძე

არასწორია ჯალათებს ვეახლო და მისი პოლიტიკური შოუ გავამართლო ღალატის კომისიაში - ვიცი, რომ ამის გამო მეც დამიბარებენ. ვიცი, წინასწარ შექმნეს კანონი, რომ ამის გამო ციხეში მოვხვდე. მზად ვარ! - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

  • როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მზად არის "აფრასიძეების საქმეზე" სასამართლოში დაიბარონ და იქ მისცეს ჩვენება.

/;იმის გამო, რომ ამ კრიმინალ და მოღალატეთა ბანდამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, ამ ე.წ. პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვთვლით. თუ პარლამენტს ლეგიტიმურად არ თვლი, მაშინ მის არცერთ სტრუქტურას არ თვლი ლეგიტიმურად.

მეცამეტე წელია, რეჟიმი აწარმოებს მკვლელი აფრასიძეების დაკავების სპეცოპერაციის გამოძიებას, მეცამეტე წელია საჯაროდ ვითხოვ, ერთხელ მაინც დამიბარონ გამოკითხვაზე სასამართლოში, იმდენი ჭორი გაავრცელეს, პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს 13 წელია. სასამართლოში მივალ და რამდენი საათიც იქნება საჭირო, დეტალურად მოვყვები, რაც ვიცი როგორც შს მინისტრმა. რა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა. არასწორია, ჯალათებს ვეახლო და მისი პოლიტიკური შოუ გავამართლო ღალატის კომისიაში

ვიცი, რომ ამის გამო მეც დამიბარებენ. ვიცი, წინასწარ შექმნეს კანონი რომ ამის გამო ციხეში მოვხვდე. მზად ვარ! ციხეში მოხვედრისთვის კი არ ვარ მზად მარტო, მზად ვარ ტყვია მომხვდეს ნებისმიერ წამს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მან საგამოძიებო კომისიაზე მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა: "თურმე, კუბდარი თუ მიყვარს მე ვყოფილვარ მკვლელი და არა ის კრიმინალები, რომელთა უამრავი მოკლული ადამიანია პირველ ყოვლისა სვანეთში“.

"მე მოვისმინე პოლიციისა და ჩემს შესახებ ისტორია, თურმე კუბდარი მიყვარს, კუბდარი რომც მეჭამა იქ, რა თქმა უნდა, გეახელით, სამხედროების საველე სამზარეულოა, სადაც ჯარისკაცები მიირთმევენ. კუბდარი მიყვარს, ხაჭაპური, თუ მჭადი და ყველი, ეს ყოფილა თურმე ემოციაზე დაფუძნებით ჩემი ბრალი. თურმე, კუბდარი თუ მიყვარს მე ვყოფილვარ მკვლელი და არა ის კრიმინალები, რომელთა უამრავი მოკლული ადამიანია პირველ ყოვლისა სვანეთში.

მადლობა ღმერთს ახლობლებმა, ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა სოციალურ ქსელში მოყოლილი, როგორ აწიოკებდნენ. თურმე, პოლიცია ყოფილა დამნაშავე, როდესაც საშიში მკვლელების და მანიაკების ბანდამ იქ მისულ დიდძალ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. თურმე პოლიცია ყოფილა დამნაშავე, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ორი კაცის მკვლელის ლიკვიდაცია მოახდინა.

იმის შემდეგ, იმ სოფელმა, მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა. საქართველომაც ამოისუნთქა. მოშორდა ის დიდი ძირმაგარა, ვინც იყო ამ საშინელი მკვლელების, ბანდიტების სახით. ბავშვები და არასრულწლოვანები რომ ჰყავდათ სახლში იმ მკვლელებს არ უნდა გაეხსნათ სახლში ცეცხლი, უნდა დანებებულიყვნენ პოლიციას. ვამაყობ ყველა იმ პოლიციელით, რომელიც არ შეუშინდა ამ ბანდიტების და მკვლელების ტყვიებს, არ გამოიქცა იქიდან, როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა“,- აღნიშნა ბარამიძემ.

წაიკითხეთ ასევე: