სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე
"კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლა­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­და­ა­ყე­ნონ და გა­ე­რო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს გა­დას­ცენ, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • "კა­ლა­სი უნდა გა­და­ა­ყე­ნონ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და გა­ე­რო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს გა­დას­ცენ“, - და­წე­რა ვო­ლო­დინ­მა „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

მისი თქმით, კა­ლას­მა მუ­ქა­რა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, არა­მედ იმ კან­დი­და­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მო­ი­თხო­ვა, თავი შე­ი­კა­ვონ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის­გან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80-ე წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს.

"კა­ლა­სის გან­ცხა­დე­ბა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის მი­მართ, ვინც თავი გას­წი­რა მსოფ­ლი­ოს ფა­შიზ­მის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად“, - აღ­ნიშ­ნა ვო­ლო­დინ­მა.

მისი თქმით, რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლია კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ნა­ციზ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ლა­სის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

"დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ის და მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუხს აგე­ბენ თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო­ფენ იმ გმი­რე­ბის ხსოვ­ნას, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო გა­და­არ­ჩი­ნეს. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა მათი დაც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დინ­მა.

კაია კა­ლას­მა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს მო­უ­წო­და, არ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 9 მა­ისს მოს­კოვ­ში და­გეგ­მილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და ამის ნაც­ვლად, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტონ უკ­რა­ი­ნის მი­მართ. მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს ასე­ვე არ სურს, რომ მოს­კოვ­ში და­გეგ­მილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ბლო­კის რო­მე­ლი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი წევ­რი შე­უ­ერ­თდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე

"კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

  • "კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ“, - დაწერა ვოლოდინმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.

"კალასის განცხადება უპატივცემულობაა იმ ადამიანების ხსოვნის მიმართ, ვინც თავი გასწირა მსოფლიოს ფაშიზმისგან გადასარჩენად“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა.

"დადგება დრო, როდესაც ის და მისი მსგავსი ადამიანები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო გადაარჩინეს. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში და ამის ნაცვლად, სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირს ასევე არ სურს, რომ მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ბლოკის რომელიმე პოტენციური წევრი შეუერთდეს.