საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს - რა გახდა მიზეზი?
ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს - რა გახდა მიზეზი?

აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტს 2.3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფე­დე­რა­ლურ და­ფი­ნან­სე­ბას გა­უ­ყი­ნავს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უარი გა­ნა­ცხა­და მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

მა­ნამ­დე, გა­სულ თვე­ში ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნი­ხი­ლავ­და ჰარ­ვარ­დის­თვის გა­მო­ყო­ფილ 9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ფე­დე­რა­ლურ კონ­ტრაქ­ტებ­სა და გრან­ტებს, რო­გორც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბის ნა­წილს, რო­მე­ლიც მათი მტკი­ცე­ბით, ბოლო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ლეს­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დრო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სებ­ში გა­ჩაღ­და.

უნი­ვერ­სი­ტეტს გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოს­თხო­ვა, იმუ­შა­ოს იმ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის, პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გავ­ლე­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც „აქ­ტი­ვიზ­მის მი­მართ უფრო ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ“. დე­პარ­ტა­მენ­ტის წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჰარ­ვარ­დმა მხო­ლოდ დამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა აიყ­ვა­ნოს პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მი­ი­ღოს სტუ­დენ­ტე­ბი და შე­წყვი­ტოს რა­სის, კა­ნის ფე­რის ან ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა პრე­ფე­რენ­ცია. დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ასე­ვე უნდა შე­ა­მოწ­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი, „რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ამე­რი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა“ და ფე­დე­რა­ლურ სა­ი­მიგ­რა­ციო ორ­გა­ნო­ებს აც­ნო­ბოს ქცე­ვის წე­სებს დამ­რღვე­ვი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ჰარ­ვარ­დის პრე­ზი­დენ­ტმა ალან გარ­ბერ­მა სა­ჯა­რო წე­რილ­ში და­წე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­სულ კვი­რას წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ჰარ­ვარდს გა­ა­კონ­ტრო­ლოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას სკო­ლის, რო­გორც კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

„არ­ცერ­თმა მთავ­რო­ბამ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი პარ­ტი­აა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - არ უნდა გან­სა­ზღვროს, თუ რა შე­უძ­ლი­ათ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ას­წავ­ლონ, ვინ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ და და­ი­ქი­რა­ონ და სწავ­ლი­სა და კვლე­ვის რო­მე­ლი სფე­რო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და გარ­ბერ­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს - რა გახდა მიზეზი?

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს - რა გახდა მიზეზი?

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე.

მანამდე, გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა.

უნივერსიტეტს განათლების დეპარტამენტმა მოსთხოვა, იმუშაოს იმ პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების გავლენის შესამცირებლად, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“. დეპარტამენტის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ჰარვარდმა მხოლოდ დამსახურების საფუძველზე უნდა აიყვანოს პროფესორ-მასწავლებლები და მიიღოს სტუდენტები და შეწყვიტოს რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია. დეპარტამენტის მოთხოვნის თანახმად, უნივერსიტეტმა ასევე უნდა შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, „რათა თავიდან აიცილოს ამერიკული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილი სტუდენტების მიღება“ და ფედერალურ საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს ქცევის წესებს დამრღვევი უცხოელი სტუდენტების შესახებ.

ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა საჯარო წერილში დაწერა, რომ განათლების დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას წარდგენილი მოთხოვნები ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს ჰარვარდს გააკონტროლოს და საფრთხე შეუქმნას სკოლის, როგორც კერძო დაწესებულების, ღირებულებებს.

„არცერთმა მთავრობამ - მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში - არ უნდა განსაზღვროს, თუ რა შეუძლიათ კერძო უნივერსიტეტებს ასწავლონ, ვინ შეუძლიათ მიიღონ და დაიქირაონ და სწავლისა და კვლევის რომელი სფეროები განახორციელონ“, - განაცხადა გარბერმა.

წყარო