საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა" - მამუკა მდინარაძე
“კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა" - მამუკა მდინარაძე

მზად ვართ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე აგენ­ტუ­რულ პარ­ტი­ებს ჯერ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გას­ცეს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი და სა­ხე­ლოვ­ნად გა­ვი­მარ­ჯვოთ, შემ­დეგ კი ძა­ლი­ან მყა­რი და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი მო­ვამ­ზა­დოთ, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ობი­ექ­ტუ­რად უნდა გახ­დეს “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი წელსვე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო პე­რი­ოდ­ში , - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მდი­ნა­რა­ძემ გან­მარ­ტა, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ვადა ერთი თვით გა­აგ­რძე­ლონ, შე­სა­ბა­მი­სად, დად­გე­ბა რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც “კო­ლექ­ტი­ურ ნაც­მოძ­რა­ო­ბას", კი­დევ ერთხელ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, არა­ვის მის­ცე­მენ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­აჩ­ქა­რა.

“რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა უამ­რა­ვი ისე­თი არ­გუ­მენ­ტი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კო­მი­სი­ის მან­და­ტი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ის მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ 2003-2012 წლე­ბის, არა­მედ მთლი­ან პე­რი­ოდს, დღე­ვან­დელ დღემ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, შე­სას­წავ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­სა და სა­კი­თხე­ბის ნუს­ხაც გა­ცი­ლე­ბით ვრცე­ლია, ასე­ვე, კო­მი­სი­ის სა­ხელ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ასო­ბით გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია “ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა” და მისი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ე­ბი. და­მე­თან­ხმე­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ტა­ნა და დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, კო­მი­სია ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლურ დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ოს და მო­ას­წროს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი.

წინა კვი­რას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ქალ­ბა­ტონ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და­ა­ყე­ნა სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ჭი­როა კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სამ­თვი­ა­ნი ვადა გა­ხან­გრძლივ­დეს - მი­ნი­მუმ ერთი თვით. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლა ამ თე­მა­ზე და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ კო­მი­სი­ის ამ მო­თხოვ­ნას და­ვე­თან­ხმოთ და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ვადა ერთი თვით გა­ვაგ­რძე­ლოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში დღის წეს­რიგ­ში შე­მო­დის სხვა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის მხო­ლოდ სამ­თვი­ა­ნი ვა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ბა­მი­სი წე­სის დაც­ვით მოს­წრე­ბა, თუმ­ცა თუ ჩვენ ვა­დას ერთი თვით გა­ვა­ხან­გრძლი­ვებთ, უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის ამ ვა­და­ში დას­რუ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღებთ ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას, რო­დე­საც “კო­ლექ­ტი­ურ ნაც­მოძ­რა­ო­ბას, კი­დევ ერთხელ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ კო­მი­სი­ის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარს არ ვი­ტყვით, რად­გან ჩვე­ნი გუნ­დი­სათ­ვის არც ერთი და არც მე­ო­რე შემ­თხვე­ვა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. რო­გორც იტყვი­ან ხოლ­მე, ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო. შე­იძ­ლე­ბა, ასეც იყოს ამ შემ­თხვე­ვა­ში. მზად ვართ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე აგენ­ტუ­რულ პარ­ტი­ებს ჯერ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გას­ცეს არ­ჩევ­ნებ­ში სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი და სა­ხე­ლოვ­ნად გა­ვი­მარ­ჯვოთ, შემ­დეგ კი ძა­ლი­ან მყა­რი და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი მო­ვამ­ზა­დოთ, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ობი­ექ­ტუ­რად უნდა გახ­დეს “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი წელსვე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო პე­რი­ოდ­ში.

ამას გარ­და, არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც ქვეყ­ნის გა­რეთ ამ სა­კი­თხის სპე­კუ­ლი­რე­ბი­სა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემთ, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვა იჩ­ქა­რა სწო­რედ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და რად­გან კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მოქ­მე­დე­ბა­თა ფორ­სი­რე­ბას ნამ­დვი­ლად არ შე­ვეც­დე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა" - მამუკა მდინარაძე

“კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა" - მამუკა მდინარაძე

მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მდინარაძის თქმით, არავის მისცემენ იმის თქმის საშუალებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააჩქარა.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს, დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.

წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს - მინიმუმ ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება, ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.

ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, - განაცხადა მდინარაძემ.