სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ტურაშვილი: "წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას" - გაიგე რა წიგნს ჩუქნის დათო ტურაშვილი ნათია ფანჯიკიძეს და შენც ჩაერთე წიგნის ჩუქების გამოწვევაში
დათო ტურაშვილი: "წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას" - გაიგე რა წიგნს ჩუქნის დათო ტურაშვილი ნათია ფანჯიკიძეს და შენც ჩაერთე წიგნის ჩუქების გამოწვევაში

„აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ - სწო­რედ ასე­თია „ბიბ­ლუ­სის“ სლო­გა­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ UNESCO-მ 1995 წელს გა­მო­ა­ცხა­და. კომ­პა­ნია „ბიბ­ლუ­სი“ კი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად, 2019 წლი­დან შე­უ­ერ­თდა ამ ტრა­დი­ცი­ას და უკვე წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მხო­ლოდ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე, არა­მედ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეც აღი­ნიშ­ნე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წელს ამ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა სლო­გა­ნით „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“.

„წიგნს მო­აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე გვჭირ­დე­ბა ყვე­ლას. ადა­მი­ა­ნი სხვას რომ წიგნს ჩუქ­ნის, ის ჩუქ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ - სწო­რედ ამ ფრა­ზით მი­ი­ღო წიგ­ნი დათო ტუ­რაშ­ვილ­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძის­გან, თა­ვად კი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლის „ვა, სო­ფე­ლო“ გა­უგ­ზავ­ნა.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ერ­თი კომ­პა­ნია 23 აპ­რილს სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს წიგ­ნებს ჩუქ­ნის. დამ­კვიდ­რდა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რი­საც, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი თა­ვის საყ­ვა­რელ გა­მო­ცე­მებს კლა­სე­ლებს ჩუქ­ნი­ან.

„ნელ-ნელა ყვე­ლამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რად­გან ის კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბის ჯა­მია, აქამ­დე დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბა­თა სა­კუთ­რად ქცე­ვის ამ­ბა­ვი. წიგ­ნია ის „რა­ზეც ვდუმ­ვართ“, ანუ ჩვენ ვართ წიგ­ნი - ფოლკ­ნე­რი­სა არ იყოს. და წიგ­ნი, გარ­და ტექ­სტი­სა, არის ნივ­თი, რო­მე­ლიც ხსოვ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, ცოდ­ნა და გან­ცდა ერ­თა­დერთ წყა­როს - ვინ გა­ჩუ­ქა, რა­ტომ გა­ჩუ­ქა, რო­დის კი­თხუ­ლობ­დი, სად ინა­ხავ, ვინ გახ­სენ­დე­ბა… და წიგ­ნი არის მას­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რაც და ეს წარ­წე­რა შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე წიგ­ნი იყოს“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი და „ბი­ბი­ლუ­სის“ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

„უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის სკო­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა მა­ხა­რებს, მაგ­რამ გვინ­და, ეს დღე კი­დევ უფრო სა­ყო­ველ­თაო გახ­დეს, თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­ნიშ­ნოს კა­ლენ­დარ­ზე და სულ ახ­სოვ­დეს“, - და­ა­მა­ტა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­ი­ღო ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გმირს წარ­მო­ად­გენს მარო მა­ყაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო, რომ­ლის დღი­ურ­შიც ნათ­ლად ჩანს აზ­როვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის როლი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კამ­პა­ნი­ამ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და დღეს უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში.

კამ­პა­ნი­ის ბოლო ეტა­პი იქ­ნე­ბა 23 აპ­რილს „სითი მოლ­ში“ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც წიგ­ნი­სა და კი­თხვის მოყ­ვა­რულ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ამ დღეს „ბიბ­ლუ­სის“ ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში 1+1 აქ­ცია იმოქ­მე­დებს და ერთი წიგ­ნის შე­ძე­ნი­სას მე­ო­რეს სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

დათო ტურაშვილი: "წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას" - გაიგე რა წიგნს ჩუქნის დათო ტურაშვილი ნათია ფანჯიკიძეს და შენც ჩაერთე წიგნის ჩუქების გამოწვევაში

დათო ტურაშვილი: "წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას" - გაიგე რა წიგნს ჩუქნის დათო ტურაშვილი ნათია ფანჯიკიძეს და შენც ჩაერთე წიგნის ჩუქების გამოწვევაში

„აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ - სწორედ ასეთია „ბიბლუსის“ სლოგანი მიმდინარე წლის წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. კომპანია „ბიბლუსი“ კი გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ამ ტრადიციას და უკვე წლებია, საქართველოში არა მხოლოდ წიგნის ჩუქების დღე, არამედ წიგნის ჩუქების თვეც აღინიშნება.

მიმდინარე წელს ამ სახალხო დღესასწაულმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა სლოგანით „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“.

„წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას. ადამიანი სხვას რომ წიგნს ჩუქნის, ის ჩუქნის თავისუფლებას“ - სწორედ ამ ფრაზით მიიღო წიგნი დათო ტურაშვილმა მზექალა შანიძისგან, თავად კი ნათია ფანჯიკიძეს ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ გაუგზავნა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F687413997473440%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

წიგნის ჩუქების კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ცნობილი ადამიანები. პარალელურად, არაერთი კომპანია 23 აპრილს საკუთარ თანამშრომლებს წიგნებს ჩუქნის. დამკვიდრდა წიგნის ჩუქების ტრადიცია სკოლის მოსწავლეებს შორისაც, როდესაც ბავშვები თავის საყვარელ გამოცემებს კლასელებს ჩუქნიან.

„ნელ-ნელა ყველამ გააცნობიერა, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, რადგან ის კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის „რაზეც ვდუმვართ“, ანუ ჩვენ ვართ წიგნი - ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც ხსოვნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ცოდნა და განცდა ერთადერთ წყაროს - ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს“, - აღნიშნავს საქართველოში წიგნის ჩუქების დამკვიდრების იდეის ავტორი და „ბიბილუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„უამრავი ადამიანია ჩართული, განსაკუთრებით სოფლის სკოლების აქტიურობა მახარებს, მაგრამ გვინდა, ეს დღე კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს, თითოეულმა მოქალაქემ მოინიშნოს კალენდარზე და სულ ახსოვდეს“, - დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა.

კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.

წლების განმავლობაში, კამპანიამ მრავალი ადამიანი გააერთიანა და დღეს უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი აზროვნების განვითარებას ქვეყანაში.

კამპანიის ბოლო ეტაპი იქნება 23 აპრილს „სითი მოლში“ დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც წიგნისა და კითხვის მოყვარულ უამრავ ადამიანს გააერთიანებს. ამ დღეს „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში 1+1 აქცია იმოქმედებს და ერთი წიგნის შეძენისას მეორეს საჩუქრად მიიღებთ.

R