სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუკერბერგს შესაძლოა "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულონ: რას ედავება მას ანტიმონოპოლიური სასამართლო? - მედიის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება
ცუკერბერგს შესაძლოა "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულონ: რას ედავება მას ანტიმონოპოლიური სასამართლო? - მედიის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება

ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­მა შე­საძ­ლოა, მარკ ცუ­კერ­ბერგს "ინ­სტაგ­რა­მის" გა­ყიდ­ვა აი­ძუ­ლოს.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გი­განტ Meta-ს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ვა­შინგტონ­ში დღეს იწყე­ბა.

აშშ-ის კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, Meta-მ, რო­მე­ლიც უკვე ფლობ­და Facebook-ს, კონ­კუ­რენ­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად 2012 წელს Instagram, ხოლო 2014 წელს WhatsApp შე­ი­ძი­ნა, რი­თაც ,ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნო­პო­ლია და­ამ­ყა­რა.

ეს შეს­ყიდ­ვე­ბი ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ვაჭ­რო კო­მი­სი­ამ (FTC) გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, შე­დე­გე­ბის­თვის მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ე­წია. თუ FTC საქ­მეს მო­ი­გებს, მას შე­უძ­ლია, აი­ძუ­ლოს Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, გა­ყი­დოს რო­გორც Instagram, ასე­ვე - WhatsApp.

Meta-მ ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ საქ­მეს მო­ი­გებ­და. რო­გორც ექ­სპერ­ტებ­მა BBC-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, კომ­პა­ნია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეც­დე­ბა და­ა­სა­ბუ­თოს, რომ Instagram-ის მომ­ხმა­რებ­ლებს უკე­თე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ მას შემ­დეგ, რაც ის Meta-მ იყი­და.

"FTC-ის არ­გუ­მენ­ტი არის ის, რომ Instagram-ის შე­ძე­ნა Facebook-ის­თვის მზარ­დი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი საფრ­თხის ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბის გზა იყო", - ამ­ბობს რე­ბე­კა ჰოუ ალენსვორ­თი, ვან­დერ­ბილ­ტის სა­მარ­თლის სკო­ლის ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რი.

მი­სი­ვე თქმით, ცუ­კერ­ბერ­გის სი­ტყვე­ბი, მათ შო­რის მისი ელ-ფოს­ტი­დან, შე­იძ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ზე ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იქ­ცეს.

"მან თქვა, უკე­თე­სია შე­ძე­ნა, ვიდ­რე კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვაო. ამა­ზე პირ­და­პი­რი გან­ცხა­დე­ბის პოვ­ნა ძნე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს ალენსვორ­თი.

Meta, თა­ვის მხრივ, შე­ეც­დე­ბა და­ა­სა­ბუ­თოს, რომ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ საქ­მე­ში გან­ზრახ­ვის ფაქ­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

Wall Street Journal-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცუ­კერ­ბერ­გმა პი­რა­დად ტრამპს სთხო­ვა ლო­ბი­რე­ბა იმის­თვის, რომ FTC-ს საქ­მე შე­ე­წყვი­ტა.

რო­დე­საც BBC-მ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა სთხო­ვა, Meta-მ თავი აა­რი­და კი­თხვას, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა: "FTC-ის სარ­ჩე­ლე­ბი Meta-ს წი­ნა­აღ­მდეგ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რე­ა­ლო­ბას".

ცუ­კერ­ბერ­გსა და ტრამპს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცივი იყო, ნა­წი­ლობ­რივ იმი­ტომ, რომ აშშ-ს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში, 2021 წლის იან­ვარ­ში მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, ტრამპს Meta-ს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მებ­ზე წვდო­მა აეკ­რძა­ლა.

მას შემ­დეგ ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად დათ­ბა. Meta-მ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ფონდში 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ი­ტა­ნა და იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ UFC-ის ბოსი დანა უა­ი­თი - ტრამ­პის ახლო მო­კავ­ში­რე, მის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს შე­უ­ერ­თდე­ბო­და.

FTC-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცუ­კერ­ბერ­გის ლო­ბის­ტუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის შე­სა­ხებ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცნო­ბე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს.

"ვი­მე­დოვ­ნებ, პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვა არ იქ­ნე­ბა," - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა BBC-ს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცუკერბერგს შესაძლოა "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულონ: რას ედავება მას ანტიმონოპოლიური სასამართლო? - მედიის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება

ცუკერბერგს შესაძლოა "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულონ: რას ედავება მას ანტიმონოპოლიური სასამართლო? - მედიის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება

ანტიმონოპოლიურმა სასამართლო პროცესმა შესაძლოა, მარკ ცუკერბერგს "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულოს.

სოციალური მედიის გიგანტ Meta-ს წინააღმდეგ საქმეზე სასამართლო პროცესი ვაშინგტონში დღეს იწყება.

აშშ-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, Meta-მ, რომელიც უკვე ფლობდა Facebook-ს, კონკურენციის აღმოსაფხვრელად 2012 წელს Instagram, ხოლო 2014 წელს WhatsApp შეიძინა, რითაც ,ფაქტობრივად, მონოპოლია დაამყარა.

ეს შესყიდვები ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) განიხილა და დაამტკიცა, მაგრამ ვალდებულება აიღო, შედეგებისთვის მონიტორინგი გაეწია. თუ FTC საქმეს მოიგებს, მას შეუძლია, აიძულოს Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, გაყიდოს როგორც Instagram, ასევე - WhatsApp.

Meta-მ ადრე განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ საქმეს მოიგებდა. როგორც ექსპერტებმა BBC-სთან საუბრისას აღნიშნეს, კომპანია, სავარაუდოდ, ეცდება დაასაბუთოს, რომ Instagram-ის მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება აქვთ მას შემდეგ, რაც ის Meta-მ იყიდა.

"FTC-ის არგუმენტი არის ის, რომ Instagram-ის შეძენა Facebook-ისთვის მზარდი კონკურენტული საფრთხის ნეიტრალიზების გზა იყო", - ამბობს რებეკა ჰოუ ალენსვორთი, ვანდერბილტის სამართლის სკოლის ანტიმონოპოლიური სამართლის პროფესორი.

მისივე თქმით, ცუკერბერგის სიტყვები, მათ შორის მისი ელ-ფოსტიდან, შეიძლება, სასამართლოზე ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებად იქცეს.

"მან თქვა, უკეთესია შეძენა, ვიდრე კონკურენციის გაწევაო. ამაზე პირდაპირი განცხადების პოვნა ძნელია", - აღნიშნავს ალენსვორთი.

Meta, თავის მხრივ, შეეცდება დაასაბუთოს, რომ ანტიმონოპოლიურ საქმეში განზრახვის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება იმისთვის, რომ FTC-ს საქმე შეეწყვიტა.

როდესაც BBC-მ ამ ინფორმაციის დადასტურება სთხოვა, Meta-მ თავი აარიდა კითხვას, მაგრამ განცხადებაში აღნიშნა: "FTC-ის სარჩელები Meta-ს წინააღმდეგ ეწინააღმდეგება რეალობას".

ცუკერბერგსა და ტრამპს შორის ურთიერთობები ცივი იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ-ს კაპიტოლიუმში, 2021 წლის იანვარში მომხდარი არეულობის შემდეგ, ტრამპს Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა აეკრძალა.

მას შემდეგ ურთიერთობა გარკვეულწილად დათბა. Meta-მ ტრამპის ინაუგურაციის ფონდში 1 მილიონი დოლარი შეიტანა და იანვარში გამოაცხადა, რომ UFC-ის ბოსი დანა უაითი - ტრამპის ახლო მოკავშირე, მის დირექტორთა საბჭოს შეუერთდებოდა.

FTC-ის წარმომადგენლებმა ცუკერბერგის ლობისტური ძალისხმევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების გამო შეშფოთება გამოხატეს.

"ვიმედოვნებ, პოლიტიკური ჩარევა არ იქნება," - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა BBC-ს.

წყარო